შაბათი, 20.04.2024, 15:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » პიკასოს მუზეუმი (პარიზი).
00:17
პიკასოს მუზეუმი (პარიზი).

პიკასოს მუზეუმი (Musée Picasso) მდებარეობს სასტუმრო სალში (Hotel Sale) თორინის ქუჩაზე, მარეს უბანში, პარიზი. შენობა, რომელშიც მუზემის კოლექციაა მოთავსებული აშენებულია 1656-59 წლებში გრაფ პიერ ობერ დე ფონტენესათვის რომელიც ე.წ. მარილის გადასახადით გამდიდრებულა (შენობის სახელი "მარილიანს” ნიშნავს). მისი არქიტექტორი ყოფილა ჟან ბულიე, ასევე ცნობილი, როგორც ჟან დე ბურგესი, და მარეს უბანში ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ ისტორიულ შენობად ითვლება.


შენობა [რედაქტირება]

შენობამ მფლობელი გაყიდვითა და მემკვიდრეობით რამდენჯერმე შეიცვალა. მფლობელთა შორის იყვნენ: ვენეციის რესპუბლიკის საელჩო (1671); მარშალი დე ვილრუა; რევოლუციის დროს ექსპროპრირებულ იქნა; 1851 წელს გადაკეთდა სკოლად რომელშიც ბალზაკი სწავლობდა; ასევე მასში სახლობდა მუნიციპალური ხელოვნების მეცნიერებათა სკოლა. 1964 წელს პარიზის ქალაქის მმართველობამ შეიძინა, ხოლო 1968-ში ისტორიული მონუმენტის სტატუსი მიენიჭა. შენობას აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 1974-80 წლებში.

სასტუმრო სალი პიკასოს მუზეუმისთვის შეირჩა დიდი საზოგადოებრივი დებატების შედეგად. ინტერიერის დიზაინისთვის კონკურსი ჩატარდა, რის შედეგადაც როლან სიმონეს პროექტის მიხედვით შენობის ინტერიერი მის პირვანდელ სახეს იბრუნებს.


კოლექცია.

1968 წელს საფრანგეთში მიღებულ იქნა კანონი, რომელიც მემკვიდრეებს საშუალებას აძლევს მემკვიდრეობის გადასახადის ფულის ნაცვლად ხელოვნების ნიმუშებით დაფარვას. ხელოვნების ნიმუში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს, როგორც საფრანგეთის კულტურული დანატოვარი. კანონი ცნობილია, როგორც "დაცია” და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში დაიშვება. ეროვნული მუზეუმების კურატორმა დომინიკ ბოზომ შეარჩია იმ ნამუშევართა სია, რომელიც დაცია შეიძლება გამხდარიყო. ეს სია რატიფიცირებულ იქნა 1979 წელს.

ის შეიცავდა ყველა ტექნიკისა და პერიოდის ნამუშევრებს, და განსაკუთრებით იშვიათია სკულპტურათა ბრწყინვალე კოლექციით. ჟაკლინ პიკასოს გარდაცვალების შემდეგ (1986), მისმა ქალიშვილმა ახალი დაცია შემოიტანა. ამ კოლექციას შემდგომში კიდევ რამდენიმე ნამუშევარი დაემატა შესყიდვებისა და საჩექრების სახით.

პიკასოს უთქვამს - "მე ვარ პიკასოს უდიდესი კოლექციონერი მსოფლიოში”. გარდაცვალებამდე (1973) მან საკუთარი ნამუშევრების (მონახაზებიდან დასრულებული ნახატების ჩათვლით) უდიდესი კოლექცია მოაგროვა. მასში ასევე შედიოდა სხვა ავტორთა მისეული კოლექცია, რომელშიც იყვნენ სეზანი, დეგა, რუსო, სიურატი და მატისი. ასევე იბერიული ბრინჯაო და პრიმიტიული ხელოვნების კარგი კოლექცია. მუზეუმის თვალსაჩინო ნაწილია პიკასოს ნამუშევრები, რომელიც მან მისი 70-ე წლისთავის შემდეგ შეასრულა.

მუზეუმმა დიდი შრომა გასწია მასში არსებულ ნამუშევრებზე დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად. აქვე იხილავთ პიკასოს თანამედროვე კარიკატურისტის ნამუშევრებს, რომელიც პიკასოს მუშაობის პროცესს აღწერდა 1950-იან წლებში. რამდენიმე ოთახი თემატურ პრეზენტაციებს ეთმობა, თუმცა ძირითადად მუზეუმში ნამუშევრები ქრონოლოგიურად არის მოწყობილი. ფეწერული ნამუშევრების, მონახაზების, სკულპტურებისა და ანაბეჭდების გარდა აქ არის ფოტოები, მანუსკრიპტები, საგაზეთო ამონაჭრები დამატებითი კონტექსტუალური ინფორმაციისთვის.

მეორე სართული სპეციალურ გამოფენებს ეთმობა ხოლმე. მესამე სართულზე ბიბლიოთეკა, დოკუმენტაცია, კურატორის ოფისი და კვლევისთვის განკუთვნილი საარქივო განყოფილებაა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1060 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები