ოთხშაბათი, 24.04.2024, 13:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » ბოდეს მუზეუმი.
01:07
ბოდეს მუზეუმი.

ბოდეს მუზეუმი (გერმ Bode-Museum) — სამხატვრო მუზეუმი ბერლინში, სამუზეუმო კუნძულის ანსამბლში, სადაც ქანდაკებები, ბიზანტიური ხელოვნება და სამონეტო კაბინეტია წარმოდგენილი. მუზუმი 1904 წელს დაარსდა. ექვსწლიანი რესტავრაციის შემდეგ კი 2006 წლის 17 ოქტომბერს გაიხსნა.

მუზეუმი ღამით
ისტორია .

ბერლინში ხელოვნების მუზეუმის შექმნის იდეა 1871 წელს შეიქმნა კაიზერის კარზე, კრონპრინცის გარემოცვაში, ასევე, ოდნავ მოგვიანებით, იმპერატორ ფრიდრიხ III-ის დროს. კონკრეტული წინადადებები ვილჰელმ ფონ ბოდემ წამოაყენა. კარის არქიტექტორმა ერნსტ ფონ ინემ 1897-1904 წლებში სამუზეუმო შენობა ააგო ბოდეს მიერ შეგროვებული ფერწერული და სკულპტურული კოლექციისთვის. მუზეუმი 1904 წლის 18 ოქტომბერს, 1888 წელს გარდაცვლილი ფრიდრიხ III-ის დაბადების დღეს გაიხსნა.

ნეობაროკოს სტილში შესრულებული შენობა სამუზეუმო კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ დაბოლოებაზე, 6 000 მ² განლაგებული და არასწორი სამკუთხედის ფორმით არის წარმოდგენილი.


ბოდეს მუზეუმი სამუზეუმო კუნძულზე.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1251 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები