პარასკევი, 19.04.2024, 06:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » რჩეული ფოტოები/ისტორია.
01:37
რჩეული ფოტოები/ისტორია.

პართენონი

პართენონის ხედი პნიქსის ქედიდან დასავლეთით.



პართენონი (ბერძნ.: Παρθενώνας) იყო ათენას ტაძარი აგებული ძვ.წ. V საუკუნეში ათენის აკროპოლისზე. ეს ყველაზე კარგად ცნობილი დღემდე მოღწეული ძველი ბერძნული ნაგეობაა და საყოველთაოდ ითვლება ბერძნული არქიტექტურის უნატიფეს ნიმუშად. მისი დეკორატიული სკულპტურები ბერძნული ხელოვნების მწვერვალს წარმოადგენს. პართენონი ამგვარად ძველი საბერძნეთისა და ათენის დემოკრატის სიმბოლოდ ითვლება და ის მსოფლიოს უდიდედისი კულტურული მონუმენტია.

შენობას ერქვა ქალწული ათენას ტაძარი და მისი დღევანდელი სახელი მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან პართენოს (παρθένος), ქალწული. პართენონმა შეცვალა ათენას ძველი ტაძარი, რომელიც ძვ.წ. 480 წელს სპარსელებმა გაანადგურეს. სხვა მრავალ ბერძნულ ტაძართა მსგავსად პართენონს იყენებდნენ როგორც განძსაცავს და აქ ინახებოდა საგანძური დელოსთა ლიგის, რომელიც მოგვიანებით ათენის იმპერია გახდა.

ჩვ.წ. VI საუკუნეში პართენონი ღვთისმშობლის სახელობის ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთდა. თურქების მიერ ათენის აღების შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა. 1687 წელს შენობაში განთავსებული თურქული ჯარების ამუნიცია ვენეციურმა ყუმბართმყორცნმა ააფეთქა; აფეთქებამ მძიმედ დააზიანა პართენონი და მისი სკულპტურები. XIX საუკუნეში ლორდ ერგინმა ზოგიერთი გადარჩენილი სკულპტურა პართენონიდან გამოიტანა და ინგლისში წაიღო. ეს სკულპტურები, ცნობილი როგორც ელგინის მარმარილო, ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი. დისპუტი საბერძნეთისა და ბრიტანეთის მთავრობებს შორის ელგინის მარმარილოს სამშობლოში დაბრუნების თაობაზე დღემდე გრძელდება.

პართენონი, აკროპოლისის სხვა შენობებთან ერთად საბერძნეთის ყველაზე პოპულარული ტურისტული არქეოლოგიური ძეგლია. საბერძნეთის კულტურის სამინისტრო ამჟამად ანხორციელებს მასშტაბურ აღდგენით-სარეკონსტრუქიო სამუშაოებს ტაძარსა და მის შემოგარენზე.


ეოფსის პირამიდა ერთერთი მსოფლიოს შვიდი საოცრებათაგან. ერთადერთი ძველი მსოფლიოს საოცრება რომელმაც დღემდე მოაღწია. თავდაპირველად მიდი სიმაღლე იყო 147 მეტრი, დღეს კი იგი 7 მეტრით შემცირდა. პირამიდის გვერდის სიგრძეა 230 მეტრი. იგი აგებულია დაახლოვებით 2.3 მილიონი ქვის კუბისგან, რომელთა საშუალო მასა 2.5 ტონაა. პირამიდა აგებულია ძვ. წ. XXVI საუკუნეში ფარაონი ხუფუს მიერ.


პერლ-ჰარბორზე თავდასხმა 1941 წლის 7 დეკემბერს გამთენიისას იაპონიის საჰაერო ძალებმა იერიში განახორციალეს ამერიკულ სამხედრო-საზღვრაო ბაზაზე პერლ-ჰარბორში, რამაც ამერიკა იძულებული გახდა მეორე დღეს, 8 დეკემბერს, ომი გამოეცხადებინა გერმანიისა და იაპონიისათვის.


თეირანის კონფერენცია – ქალაქ თეირანში 1943 წლის 28 ნოემბერი – 1 დეკემბერი გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირე სამი სახელმწიფოს (დიდი ბრიტანეთი, სსრკ, აშშ) ლიდერთა (უინსტონ ჩერჩილი, იოსებ სტალინი, ფრანკლინ დელანო რუზველტი) შეხვედრა. სათავე დაედო "დიდ სამეულს", განიხილებოდა მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივა.


ბერლინის კედელი 1989 წლის 6ნოემბერს.


476 წლის 4 სექტემბერს ბარბარისთა მეთაურმა ოდოაკრმა დაამხო რომის უკანასკნელი იმპერატორი რომულუს ავგუსტულუსი და რომის იმპერიამ შეწყვიტა არსებობა. ამ დღით სრულდება კლასუიკური ცივილიზაციის ეპოქა და ევროპა ჩაეფლო ბნელ შუასაუკუნეებში.

XIX საუკუნის სურათზე ასახულია რომის ძარცვა ვანდალების მიერ 455 წელს.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1844 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები