პარასკევი, 29.03.2024, 14:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » არტემიდა.
11:16
არტემიდა.

"ვერსალის არტემისი", ძველბერძნული ქანდაკების რომაული ასლი, ლუვრი.

არტემიდა, ასევე არტემისი (ბერძნ. Ἄρτεμις, Artemis) — ბერძნულ მითოლოგიაში ქალღმერთი, ზევსისა და ლეტოს ასული, აპოლონის ტყუპის ცალი.

თავდაპირველად ცხოველთა მფარველად და მეუფედ ითვლებოდა. მას გამოსახავდნენ ფურირმის ან ძუ დათვის სახით, რომლებიც შემდეგ არტემიდას საკულტო ცხოველებად იქცნენ. უძველეს ხანაში არტემიდა მცენარეებისა და ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო, ამასთანავე ფეხმძიმე ქალებისა და ახალშობილ ბავშვთა მფარველი, ოლიმპიური (ერთიანი ბერძნ.)

რელიგიის ჩამოყალიბების ხანაში არტემიდა ნადირობის ქალღმერთი, უფრო გვიან მთვარის ღვთაებაც და სელენესთან იქნა გაიგივებული. არტემიდას კულტი იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროსა და რომში, სადაც მას შედესაბამება მთვარის ადგილობრივი ღვთაება დიანა. არტემიდას სახელზე აგებულ ტაძართაგან განსაკუთრებით ცნობილი იყო ეფესოს ტაძარი, რომელსაც "სამყაროს შვიდ საოცრებას" მიაკუთვნებდნენ.

ანტიკურ ხელოვნებაში არტემიდა გამოსახულია მოკლეკვართიანი, ზურგზე კაპარჭმოგდებული მონადირე ქალის სახით.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1103 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები