პარასკევი, 19.04.2024, 18:59
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » » სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე...
20:03
» სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე...

ჩემი შვილი ზოგჯერ ისე იქცევა, რომ ადვილად ახერხებს თავშეკავება დამაკარგვინოს და საკადრისი პასუხიც მიიღოს ამისთვის. ის ჯერ 3 წლისაა. ცელქი, მოუსვენარი და მხიარული ბავშვია. თუმცა დროდადრო სიცელქე წვრილმან მავნებლობაშიც გადადის.

მერე კი ნორმალური ქცევის ზღვარს სცდება. შენინშვნა და ტკბილი სიტყვა როცა აღარ ჭრის, ხშირად ხმამაღალი დატუქსვაც წამომცდება ხოლმე. მემგონი, ასეთ დროს თავის შეკავება გაბრაზებული მშობლისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. 

შვილს დავსჯი და ვფიქრობ: „ნუთუ მართლა ცუდი დედა ვარ?" მერე კი ყოველთვის განვიცდი და ვნერვიულობ, რომ კონფლიქტს თავი ვერ ავარიდე.

ხშირად ვფიქრობ ამ თემაზე და ვეკითხები ნაცნობ ფსიქოლოგებს, მეგობრებს, გამოცდილ მშობლებს, ბებიებს რა გზები შეიძლება ვიპოვო ჩემს პატარასთან მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობა რომ მქონდეს, თან ისე, რომ მასაც, ბავშვისთვის გასაგებ ენაზე, ავუხსნა და გავაგებინო ყველაფერი.

ჩემს მიერ მოგროვებული ინფორმაციის სასარგებლო დეტალებს თქვენც გაგიზიარებთ და თუ რაიმე აზრი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ მომწეროთ შემდეგ მისამართზე : info@puphynuphy.ge – ირენს. 

უცნაურია, მაგრამ მშობლებში ყველაზე აუხსნელ და საშინელ გაბრაზებას იწვევენ ჩვილი ბავშვები. ახალშობილი უსუსურად და დაუცველად გამოიყურება, მისი ქცევა კი ახალგაზრდა დედისთვის ხშირად გაუგებარია. ბავშვის მოვლის ყველა სასარგებლო რეკომენდაცია ცხადი ჩანს მანამ, სანამ ჩვილს მშვიდად სძინავს თავის საწოლში.

როგორც კი ის იწყებს ტირილს, ახალბედა დედა თავდაჯერებულობას კარგავს და მხოლოდ იმას ფიქრობს, რომ ეს ტირილი არასდროს დასრულდება. ასეთი განცდები ალბათ ბევრი ქალითვის არის ნაცნობი.

სწორედ ამგვარ მომენტებში ვერ ვუმკლავდებით საკუთარ ბრაზს, ცუდ გუნებაზე ვდგებით და ათასი სისულელე გვიტრიალებს თავში... 

ფსიქოლოგები კი ამბობენ, რომ სინამდვილეში ყველაფერი მარტივია: ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ რატომ ტირის და სწუხს პატარა, ამ დროს კი თავად გადმოგვედება მისი უსუსურობა და შფოთი. სწორედ ეს იწვევს ემოციურ აფეთქებას.

ამიტომ სჯობს ცოტა ხნით მარტო დავტოვოთ ატირებული პატარა, ვიდრე მის გვერდით დაძაბული და გაღიზიანებული დედა იმყოფებოდეს. აზრზე მოსასვლელად საკმარისი იქნება ოთახიდან გასვლა, მარტო დარჩენა და რამდენიმე წუთი გულისგამგმირავი ტირილისგან დასვენება. ან ვინმეს გადავურეკოთ, ვინც რჩევას მოგვცემს და კეთილი სიტყვით დაგვამშვიდებს.

მთავარია ამ მომენტში ერთი რამ კარგად გავიგოთ: ჩვენს გაღიზიანებას საერთო არ აქვს ბავშვთან და მხოლოდ საკუთარი უძლურებითაა გამოწვეული. სანამ თავად არ დავწყნარდებით, ვერ მოვახერხებთ ბავშვის დამშვიდებას – ამის საშუალებას არ მოგვცემს ნეგატიური ემოციების რეზონანსი. თანდათან ცოდნას და გამოცდილებას შევიძენთ, უფრო თავისუფლად ვიგრძნობთ თავს დედის როლში.

როდესაც მშვიდად ვიქნებით და დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი გამოგვივა, უკეთ შევძლებთ ბავშვის გაგებას და დამშვიდებას 

ალბათ, ნაცნობი სიტუაციიაა, როდესაც გაღიზიანება გროვდება იმის გამო, რომ ჩვენი პაწაწინა ონავარი მუდმივად ყურადღებას მოითხოვს. ამას ბევრი დედა აღნიშნავს. რაც უფრო პატრაა ბავშვი, მით მეტი ყურადღება და ზრუნვა სჭირდება, თუმცა მშობელსაც ხომ უნდა ძალების აღდგენა. მთელს დროს პატარასთან როცა ატარებ შეუძლებელია დაისვენო, განიტვირთო. ან როც სამსახურიდან ბრუნდები და გინდა ორი წუთი ამოისუნთქო...

ყოველდღე ერთიდაიგივე, ერთფეროვანი შრომა და ზრუნვა გვღლის და ირგვლივ ყველაფერი გვაღიზიანებს. ასეთი მდგომარეობა არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ცხოვრების წესის შეცვლა გვჭირდება. საკუთარ თავს ცოტა მეტი დრო უნდა დავუთმოთ. შეიძლება ვთვლით, რომ ბავშვისთვის უკეთესია თუ მუდამ მის გვერდით ვიქნებით. მაგრამ, მერწმუნეთ, პატარას გაცილებით მეტ სიამოვნებას მიანიჭებს 10 წუთი მხიარული თამაში, ვიდრე ჩვენი მუდმივი და გაღიზიანებული გვერდით ყოფნა.


როგორც კი ვიგრძნობთ, რომ დავიღალეთ, ვეცადოთ ბავშვი დავუტოვოთ ბებიას ან მამას. თუ ვერავისთან ვტოვებთ მას, მაშინ რაიმე საოჯახო საქმე დროებით გვერდზე გადავდოთ, რომ დასვენების დრო გვქონდეს. 

თურმე, დედისა და შვილის ურთიერთობაში გარდატეხის მომენტი დგება მაშინ, როდესაც ბავშვი 3–4 წლისაა. ამ ასაკში პატარა ადამიანი სწრაფად იწყებს გაზრდას, უკვე კარგად ესმის უმეტესი აკრძალვა და შეზღუდვა. დედა კი მის მიმართ უფრო მომთხოვნი ხდება. თუ კი ადრე მთავარი იყო ბავშვის სურვილები, ახლა ჩვენ ვცდილობთ მისგან მივაღწიოთ იმას, რაც საჭიროა. ეს კი ყოველთვის არ გამოგვდის. თავის მხრივ ბავშვისთვისაც ცხოვრების ახალი ეტაპი დგება: მას ესმის, რომ სრულიად განსხვავებული, დამოუკიდებელი პიროვნებაა.

მას უკვე არა მხოლოდ სურს, არამედ შეუძლია კიდეც რაიმე გააკეთოს დამოუკიდებლად. და ეს რაიმე ყოველთვის ის არაა რაც ჩვენ გვინდა რომ ბავშვმა აკეთოს. ის ჩვენ სურვილებს ეწინააღმდეგება ზოგჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ მოსწონს ჰქონდეს ჩვენგან განსხვავებული აზრი. ასეთი წინააღმდეგობა კი შეილება გახდეს გაღიზიანების მიზეზი.

ასეთ მომენტებში დედა დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში. ამიტომ მას შეიძლება მოეჩვენოს, რომ უფლება აქვს დატუქსოს ან დასაჯოს ბავშვი იმის გამო, რომ ის თავისას არ იშლის. თუკი ბავშვმა იცის წესები და მზადაა მათ დაემორჩილოს, მას ესაჭიროება მინიმუმ 2 წელი, რომ ისწავლოს საკუთარი ქცევების მართვა.

რადგან ნორმების ცოდნა და ქცევის ცოდნა ერთიდაიგივე არაა. თუკი ჩვენ ვბრაზობთ ამის გამო, შევეცადოთ გავერკვეთ რა ხდება ჩვენს ურთიერთობებში: იქნებ პატარამ ჩაგვითრია ძალაუფლებისთვის ბრძოლაში და ჩვენი გაღიზიანება მოდის იმის შეგრძნებიდან, რომ შვილი ჩვენ პატივს არ გვცემს? 

როდესაც ვბრაზობთ, ჩვენი უკმაყოფილება არ უნდა გადავაქციოთ ბრალდებად: „შენ ცუდად მოიქეცი, შენ ცუდი ხარ". ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ერთიდაიგივე ქცევამ დღეს შეიძლება გულგრილი დაგვტოვოს, ხვალ კი წყობიდან გამოგვიყვანოს, – ყველაფერი დამოკიდებულია განწყობასა და სიტუაციაზე. რაც უფრო მალე მიხვდება ბავშვი, რომ ჩვენ იმიტომ ვბრაზობთ, რომ არ მოგვწონს სიტუაცია, და არა თავად ის, მით უფრო მომთმენი იქნება ადამიანებთან მომავალში. არ ღირს საკუთარი უკმაყოფილების შეკავება.

პირიქით, საჭიროა აუცილებლად ვთქვათ რა არ მოგვწონს. მაგრამ უნდა ვეცადოთ ავხსნათ ჩვენი უკმაყოფილება ბავშვისთვის გასაგებ ენაზე. თუკი გვიჭირს შევიკავოთ გაბრაზება, თავს ნუ დავიტანჯავთ: რაიმე სხვა საქმით დავკავდეთ. ჩვენი გაბრაზება– ნორმალური ემოციაა, რაც ყველას ახასიათებს. უნდა ვეცადოთ ასეთ დროს, იმის ნაცვლად რომ თავი დავიტანჯოთ, ვინმესთან ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე. 

ერთი სიტყვით, ნუ წამოვეგებით საკუთარ ემოციებს. თვალყური ვადევნოთ ჩვენი განწყობის ფონს, შეგნებულად გავაუმჯობესოთ ის, ნუ ვიფიქრებთ მხოლოდ ნეგატიურზე. ცხოვრებაში ყველაფრისთვის მოიძებნება ადგილი: კარგისთვის და არც ისე. განწყობის ფლობით კი ჩვენ საკუთარ ცხოვრებას და გრძნობებს პოზოტიურად ვაქცევთ. შევინარჩუნოთ სიმშვიდე. მხოლოდ სიმშვიდე... და როცა მშვიდად ვიქნებით, სიძნელეები ვერ შეგვაშინებს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1036 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები