ხუთშაბათი, 28.03.2024, 18:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » » ჭირვეულის მორჯულება.
20:06
» ჭირვეულის მორჯულება.

მშობლებისთვის ბავშვის გახარება ახალახალი საჩუქრებით ნამდვილად სასიამოვნო საქმეა. ჩვენ ეს მანამ გვახალისებს და დაუფიქრებლად, კვლავდაკვლავ ვაკეთებთ ამას, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოვაჩენთ, რომ ბავშვი უკვე თვითონ მოითხოვს ახალ–ახალ სათამაშოებს, კანფეტებს, გართობას და თუ ვერ იღებს ყველაფერს მაშინვე, ჭირვეულობას და წუწუნს იწყებს.

ბევრი გონიერი ადამიანი ალბათ არ დამიჯერებს, მაგრამ ისეთი მშობლებიც მხვდებიან, რომლებიც ბავშის განებივრების გადაწყვეტილებას შეგნებულად იღებენ და არა იმიტომ, რომ თავს ვერ იკავებენ შვილს მორიგი სათამაშო უყიდონ.

ფსიქოლოგების აზრით, ასეთი ადამიანები, ჩვეულებრივ, საკუთარი ბავშვობით არიან უკმაყოფილო: მათ ან ძალზე მკაცრად ზრდიდნენ, ან ოჯახის მატერიალური საშუალება შეზღუდული იყო.

ერთი სიტყვით, ამა თუ იმ მიზეზის გამო, საკუთარ ბავშვობას უბედურად მიიჩნევენ და ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში იღებენ ორ გადაწყვეტილებას: „ჩემს შვილს ყველაფრის უფლებას მივცემ", „ჩემს შვილს ყველაფერი ექნება". 

მშობლები, რომელთაც შვილი გვიან გაუჩნდათ, ან თუ დედა დიდხანს არ ორსულდებოდა, ან ფეხმძიმობა გარკვეული გართულებებით მიმდინარეობდა, იყო მუცლის მოშლის საშიშროება, ან ჩვილი ხშირად სერიოზულად ავად ხდებოდა – ასეთ შემთხვევებში ხშირად ისინი შეგნებულად იღებენ გადაწყვეტილებას უსიტყვოდ შეასრულონ ნანატრი პირმშოს სურვილები და ჭირვეულობა. ამდენი განცდის შემდეგ კი დედამ და მამამ შეიძლება იფიქრონ: „ჩვენ მას არაფერზე ვეტყვით უარს".

მართალია, ზოგი მშობელი არ იღებს სპეციალურად ასეთ გადაწყვეტილებას, თუმცა მათ ქცევაზე ხშირად გარკვეული გარემოებები ახდენს გავლენას. მაგალითად, მამა იმიტომ ათამამებს ბავშვს, რომ თვლის – დედა პატარას ზედმეტად მკაცრად ექცევა, ან დედას დანაშაულის გრძნობა აწუხებს იმის გამო, რომ მამას დაშორდა.

პატარებს ათამამებენ განქორწინებული მშობლებიც, რომლებიც იბრძვიან ბავშვის გულში პირველობის მოსაპოვებლად. 

მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მშობლები საპირისპირო პოზიციაზე არიან: „ბავშვი არავითარ შემთხვევაში არ გავანებივროთ". ისინი ხელმძღვანელობენ მოსაზრებით, რომ როგორც არ უნდა წარიმართოს მათი შვილის მომავალი ცხოვრება, ნებისმიერი წინააღმდეგობის გადალახვა მას არ გაუჭირდება, თუკი პატარაობიდანვე მიეჩვევა სიძნელეებს.

ზოგი თვლის, რომ ნებისმიერი საჩუქარი ბავშვმა აუცილებლად უნდა დაიმსახუროს. თუმცა ერთხელ და სამუდამოდ მიღებული გადაწყვეტილება იმითაა ცუდი, რომ რომელიღაც მომენტში ცხოვრება მოგვთხოვს კორექტივების შეტანას. სხვაგვარად დაზარალდება ამგვარი გადაწყვეტილების გონივრულობა. 

მკაცრი მშობლების შვილი შეიძლება გულქვა გაიზარდოს, გულგრილი, რომელსაც არ შეუძლია გამოხატოს საკუთარი გრძნობები და არც სხვისი დააფასოს. ის ყოველ საბაბზე ვაჭრობს: „მე ოთახს დავალაგებ, სანაცვლოდ კი მულტფილმს ვუყურებ".

ასეთ დროს სწორად რომ მოვიქცეთ, ალბათ, პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რომ შვილისთვის სიამოვნების მინიჭებით ჩვენ ვერ შევძლებთ საკუთარი ბავშვობის ნეგატიური განცდების კომპენსირებას და მომავალში ბავშვის განსაცდელისგან დაცვას. ჩვენი შვილის აღზრდის მიზნები ხომ სულ სხვაა.

მთელი ოჯახი ბენიერი უნდა იყოს. და პატარასაც უნდა ვასწავლოთ თავი ბედნიერად იგრძნოს (ეს გულისხმობს სიძნელეებთან გამკლავების ცოდნასა და ადამიანებთან ურთიერთობების დამყარებას). 

მხოლოდ იმ ოჯახში, სადაც ყველა წევრის ინტერესებია დაცული და არა მხოლოდ ჭირვეული ბავშვის, პატარა ადამიანმა შეიძლება იგრძნოს თავი მშვიდად და კომფორტულად. თუ ბავშვს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ვანებივრებთ, მაშინ მას ორმაგი კომპლექსი ჩამოუყალიბდება: საკუთარი განსაკუთრებულობის და დანაშაულის გრძნობა ახლობლების წინაშე.

პაწაწინა ისევე უხერხულად იგრძნობს თავს მსგავს სიტუაციაში, როგორც უფროსი. 

განებივრებული ბავშვი ისაა, ვის სურვილსაც მშობლები მყისიერად ასრულებენ და ის უბედურად გრძნობს თავს იმის გამო, რომ მას ასწავლეს სიამოვნების მიღების მხოლოდ ერთი გზა – მოთხოვნა (არა და, სიამოვნება შეიძლება მიიღოს ახლობლებთან ემოციების გაზიარებით, რაიმეს შექმნით).

რა თქმა უნდა, ბავშვებს, რომლებსაც არ ანებივრებენ, შეზღუდვებზე მიჩვევა ნამდვილად არ მოუტანს წარმატებას ცხოვრებაში. ხშირად ისინი განკერძოების გრძნობით ცხოვრობენ, უნარი არ აქვთ ცხოვრებისგან მიიღონ სიხარული. ბევრი მათგანი ზედმეტად შრომისმოყვარე იზრდება, იმის უნარიც არ აქვთ რაიმეთი დაკავდნენ შაბათ–კვირას.

გამოდის, რომ ბავშვის გაუბედურება შეიძლება როგორც განებივრებით, ასევე ზედმეტი სიმკაცრით. მშობლებს უჭირთ „ოქროს შუალედის" პოვნა, რადგან ყველას სხვადასხვა მოსაზრება აქვს.

ზოგს ჰგონია, რომ მათი შვილი უბედურია, თუ დღეს გასართობ ცენტრში არ წაიყვანეს, სხვები კი განებივრებულად თვლიან იმ ბავშვებს, რომლებსაც ნებას არ აძლევენ სახლში იხმაურონ.  

თუ ყველაფერი, რის უფლებასაც ბავშს ვაძლევთ, არ აკნინებს ჩვენი ან უფროსი შვილების ინტერესებს, თუკი ოჯახი ცხოვრობს არა მხოლოდ ბავშვის სურვილებით, არამედ ყველას აქვს საკუთარი, ან რაიმე საერთო საოჯახო დღესასწაულები, მაშინ ბავშვის განებივრება ჩვენ არ გვემუქრება.

მაგალითად, განებივრებულ ბავშვს თავისი საკვები, საკუთარი რაციონი აქვს, თანაც ელიტური, ძვირადღირებული. წესიერი პატარა კი ოჯახის წევრებთან ერთად უზის სუფრას, სადაც თეფშზე ყველას ერთნაირი საკვები აქვს. 

თუ ჩვენი შემოსავალი საშუალოზე მაღალია და ვშიშობთ, რომ შეუზღუდავმა შესაძლებლობებმა შეიძლება შვილი „გაგვიფუჭოს", მაშინ ვასწავლოთ ჩვენს პატარას მეგობრობა ისე, რომ არ აირჩიოს მეგობრები მათი მშობლების მატერიალური შესაძლებლობების მიხედვით, საჩუქარი გააჩუქოს მთელი სულით და გულით, დაეხმაროს მეგობრებს გასაჭირში.


თუ ჩვენი შვილი უკვე განებივრებულია სიურპრიზებით, ვეცადოთ ვუყიდოთ მხოლოდ ის, რაცსაც გვთხოვს და არ ავავსოთ საჩუქრებით ისე, უბრალოდ. მაგალითად, ზოგჯერ ვყიდულობთ სათამაშოს, რომელიც გვგონია, რომ სასწაულად გაახარებს მას.

სახლში მივდივართ და რა გვესმის? – ეს თურმე სისულელე რამაა. რატომ იქცევა ასე? ყველაფერი მარტივია: საჭიროა გაჩენილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ბავშვის სურვილებზე წინასწარ დასწრებით, ჩვენ ვათამამებთ მას.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ პატარა სიურპრიზებზე და საჩუქრებზე, ოღონდ არც ისე ხშირად. 

ნუ მოვარიდებთ შვილს ოჯახურ საზრუნავს და პრობლემებს. საერთო საქმის სრულუფლებიანი მონაწილე რომ გახდება (რა თქმა უნდა, თავისი გაგების და შესაძლებლობების მიხედვით), ბავშვი არ განიმსჭვალება საკუთარი განსაკუთრებულობის შეგნებით და არ გაიზრდება განებივრებული და ჭირვეული.


ბებია და ბაბუა თუ ანებივრებს ჩვენს პატარას, რა უნდა ვქნათ? – არაფერი. ჯერ ერთი, ბებია და ბაბუა სწორედ იმიტომ არსებობენ, რომ გაათამამონ შვილიშვილები. ნებისმიერ ბავშვს და დიდსაც მუდამ სჭირდება ასეთი უპირობო სიყვარული. ისინი ხომ ისეთ პასუხისმგებლობას არ ატარებენ პატარას აღზრდაზე, როგორც მშობლები და შეუძლიათ თავს ნება მისცენ საკუთარი გრძნობები დაუფარავად გამოხატონ: აღფრთოვანდნენ,
მოეფერონ და შეაქონ პატარა ონავარი.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1159 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები