სამშაბათი, 23.04.2024, 23:33
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » » მატყუარა თუ მეოცნებე.
20:14
» მატყუარა თუ მეოცნებე.

რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ოცნების გარეშე?

არ გვექნებოდა თითქმის არც ერთი მეცნიერული აღმოჩენა და ხელოვნების ნაწარმოები, ჩვენი შვილები ვერ მოისმენდნენ ზღაპრებს, ვერც ითამაშებდნენ, და ვერც სასკოლო პროგრამის ათვისებას მოახერხებდნენ. უბრალოდ რომ ვთქვათ - წაართვით ადამიანს ოცნება და პროგრესიც შეჩერდება.

მოკლედ, ფანტაზია ადამიანის ერთერთი მნიშვნელოვანი უნარია. 

ბავშვის ფანტაზიის სამყარო მრავალფეროვანია და სამი წლიდან იწყებს ძლიერად განვითარებას. მანამდე კი მიდის აქტიური მომზადება, რაზეც დამოკიდებულია როგორ წავა შემდგომი განვითარება.

ამ პერიოდში ბავშვი სამყაროს შეიმეცნებს დედასთან ურთიერთობის მეშვეობით: დედიკო უკითხავს წიგნებს, უხსნის რისთვისაა საჭირო ესა თუ ის საგანი, ასწავლის თამაშის წესებს. 

4 დან 7 წლამდე ასაკი არის ფანტაზიის აყვავების ხანა. ბავშვები უფრო დაკვირვებულები არიან, ვიდრე უფროსები და მათთვის ადვილია შეიქმნან საკუთარი წარმოდგენა სხვადასხვა საგანსა და მოვლენაზე.

მაგალითად, ღრუბელი საინტერესოა იმით, რომ ზოგჯერ სპილოს ან დრაკონს მოგვაგონებს, ქვის კენჭები - საგანძურია, ჯადოსნურ გამოქვაბულში ნაპოვნი, ბორბლებმოცლილი ძველი მანქანა კი „საიდუმლო მოწყობილობა". 

ზოგჯერ ჩვენი შვილები დაუჯერებელ ისტორიებს გვიყვებიან. და ხანდახან მათი მონათხრობი არაფრით ჩამოუვარდება ცნობილი მეზღაპრეების ამბებს.

ბავშვობაში ალბათ ბევრი ჩვენგანი ყოფილა ბარონ მიუნჰაუზენის საქმის ღირსეული გამგრძელებელი, წარმოსახულ სამყაროში უმოგზაურია, ათასი ფათერაკი გადახდენია და აღმოჩენების მონაწილეც გამხდარა.

რა არის ბავშვის ტყუილი: თავდაცვის ხერხი თუ მცდელობა შეუფარდოს რეალობა თავის სურვილებსა და ფანტაზიას?

ბავშვისთვის ზღვარი სინამდვილესა და გამონაგონს შორის ისე აშკარა არაა. პატარას, რომელიც ცრუობს, იმდენად სჯერა საკუთარი გამონაგონის, რამდენადაც აცნობიერებს, რომ ტყუილს ამბობს. ზოგჯერ ისინი ტყუილის მეშვეობით სიმნამდვილეს მალავენ, ფანტაზიის მეშვეობით აინაზღაურებენ იმას, რაც სინამდვილეში აკლიათ.

ასეთი სახით, ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს ჩვენთვის უხილავი მეგობარი, რომელიც მუდამ თან დაყვება. 

ბავშვი იოლად სცილდება რეალობის საზღვრებს, იქმნის მეგობარს, რომელთანაც შეუძლია ითამაშოს, იზრუნოს მასზე, და ცუდად რომ მოიქცევა, იქნებ მასაც გადააბრალოს რამე. ბავშვისთვის ფანტაზიის სივრცე არის ის საშველი ადგილი, სადაც შეუძლია მიიღოს ის, რაც ძალიან უნდა, რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში მიუწვდომელია.

პაწაწინებს ახასიათებთ მაგიური აზროვნება, რეალობის კანონები მათთვის არაა გარკვეული და მათ ჯერ კიდევ უნდა ისწავლონ წარმოსახულის განსხვავება რეალურისგან. მანამდე კი ისინი ოცნებობენ. ბავშვისთვის ფანტაზია ესაა რეალობასთან ურთიერთობის ხერხი და ზოგჯერ მისგან დაცვის საშუალებაც.

როცა პატარას მორიგ ტყუილში ვამხელთ, აუცილებლად ვკითხავთ: "რატომ ცრუობ?" პასუხი უნდა იყოს წესით ასეთი „ვცრუობ იმიტომ, რომ თქვენი მეშინია და არ მჯერა, რომ შეძლებთ გამიგოთ და დამეხმაროთ".

უკვე ადრეულ სკოლის ასაკში ბავშვს მშვენივრად ესმის განსხვავება „თეთრ" და „შავ" ტყუილს შორის. ფსიქოლოგები საინტერესო ტენდენციას ამჩნევენ: სოციალურად მისაღებ ტყუილს ბავშვები ძირითადად იყენებენ თანატოლებთან ურთიერთობის დროს. ამის მეშვეობით ისინი ცდილობენ საკუთარი თავის ან მეგობრების დაცვას. მშობლებთან და უფროსებთან ბავშვები იყენებენ ეგოისტურ ტყუილს.

რატომ ცრუობენ? თავად როგორ აღიქვამენ ამ ტყუილს? ნეტავ შესაძლებელია პატარას ვასწავლოთ მუდამ სიმართლის თქმა, და საერთოდ საჭიროა ეს? ხშირად ხომ ტყუილი თავისებური დამცავი მექანიზმია.

თუკი უფროსები ტყუილს თვლიან დიდ დანაშაულად, რომლისთვისაც ბავშვი უნდა დაისაჯოს, მაშინ, როგორც წესი, საქციელი, რომელმაც უბიძგა პატარას სინამდვილის დამახინჯებისკენ, შეუმჩნეველი რჩება. ბავშვს თხოვენ ყოველთვის სიმართლე თქვას.

მაგრამ ამის შესრულება პირდაპირ და ღიად მხოლოდ ძალიან ძლიერ ადამიანს შეუძლია. ტყუილი - სუსტის იარაღია. სუსტი კი აუცილებლად მოახერხებს მოვლენის სიცრუით შეცვლას. 

ბავშვი ხომ სუსტი და მგრძნობიარეა. ამიტომ, რაღაც აზრით, გამართლებულიცაა მისი ტყუილები. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა აღვზარდოთ ბავშვში სიმართლე და პირდაპირობა. აუცილებელია. მაგრამ უფროსებს უნდა გვესმოდეს, რომ აღზრდის დროს, (სიმართლის თქმას რომ ვასწავლით) არსებობს რეალური წინააღმდეგობები, რომელიც საკმაოდ ბევრია, ხოლო ბავშვის ტყუილის ძირითადი მიზეზი ამ შემთხვევაში არის არადამოუკიდებლობა, გამოუცდელობა.

მოზარდი მთლიანად ექვემდებარება უფროსს, ამიტომ ტყუილის მეშვეობით უბრალოდ ცხოვრებას იმარტივებს: იმედოვნებს რომ დასჯას გადაურჩება, უფლებას მოიპოვებს, შამსუბუქებს ზეწოლას, თავს აარიდებს მისთვის უსიამოვნო ვალდებულებებს. 

ბავშვის ძირითადი საქმიანობა ხდება თამაში, რომელიც ავითარებს აღქმას, ყურადღებას, მეხსიერებას, წარმოსახვას, ინტელექტს. ჰოდა, ფანტაზიისთვის უამრავი საბაბი ეძლევა.

ყველაზე ნათლად ბავშვის ფანტაზია ვლინდება თანატოლებთან ერთად სიუჟეტური თამაშისას. ამის მაგალითები ბავშობიდან ხომ გვახსოვს: „დედა-შვილობანა", „მაღაზია", "საავადმყოფო", „ომობანა" და ა.შ. ბავშვებს რეალური სიტუაციები გადააქვთ თამაშში, მაგრამ ამასთანავე, შეუძლიათ განასხვავონ გამონაგონი სინამდვილისგან.

ამაში თავად დავრწმუნდებით, როდესაც პატარასგან გავიგონებთ შემდეგ სიტყვებს: „ვითომ...", "იცი, რა მოხდა". 

ფანტაზიის კიდევ ერთი მხარე - სხვადასხვა ისტორიების მოგონებაა, ზოგჯერ ყველაზე გასაოცარის. ოცნების წყარო კი საკმაოდ მრავალფეროვანია. ხშირად ფანტაზია ხდება სიზმარი, ყველაზე სანუკვარი სურვილის გამომხატველი („მე ველოსიპედი მიყიდეს"), მისწრაფება რაც შეიძლება მალე გაიზარდოს მეგობრების და მშობლების თვალში და ავტორიტეტი აიმაღლოს („ჩემი უფროსი ძმა..." - და აქ უფროს ძმას მიაწერს არარსებულ თვისებებსა და ღირსებებს), მცდელობა გადალახოს საკუთარი შიშები.

მსგავს ისტორიებზე რეაქციები - ესაა მშვიდი და საკმაოდ დაინტერესებული დამოკიდებულება პატარას მონათხრობისადმი. არ ღირს გავუჯავდეთ ბავშვს მისი ფანტაზიების გამო. ამგვარი ისტორიები არ არის ტყუილი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ბავშვისთვის საგრძნობი სარგებელი არ მოაქვს.

თუკი ისტორიებში ასახული ამბები ზედმეტად ფანტასტიკურია, ვთხოვოთ ბავშვს შეეცადოს საკუთარი წარმოსახვის ნაყოფი ქაღალდზე გადმოიტანოს. ასეთი სახით, ფანტაზიები გარდაიქმნება მხატვრულ გამონაგონად, ბავშვი კი ისწავლის შემოქმედებით თვითგამოხატვას, რაც მერე სკოლაშიც გამოადგება.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1111 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები