სამშაბათი, 23.04.2024, 10:51
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » სასწაულმოქმედი „რძის მღვიმე“ - Milk Grotto.
20:22
სასწაულმოქმედი „რძის მღვიმე“ - Milk Grotto.

ქრისტიანებისთვის წმინდა ქალაქი ბეთლემი მდიდარია ღირშესანიშნავი ადგილებით, რომელთა შესახებ მრავლადაა ცნობები ძველ და ახალ აღთქმებში.

ბეთლემი მდებარეობს დაახლოებით 6 კმ სამხრეთით იერუსალიმიდან. საუკუნეების მანძილზე მისი იერსახე თითქმის არ შეცვლილა - მთლიანად თეთრი ქვითაა ნაგები და კლდოვანი მრგვალი ბორცვის ფერდებზეა შეფენილი, მეჩხერად მიმოფანტული კვიპაროსის და ზეთისხილის ხეებით.

სწორედ აქ ვითარდებოდა წმინდა წერილში აღწერილი მოვლენები. ბიბლია ამბობს, რომ აქ აკურთხეს მეფედ დავითი, ხოლო 1000 წლის შემდეგ დაიბადა იესო. 

ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიწმინდე აქ არის ბეთლემის ბაგა, სადაც იშვა იესო. ბეთლემშია ქრისტესშობის ტაძარი, ერთერთი პირველი წმინდა მიწაზე. ქრისტესშობის ტაძრის მახლობლად კი მდებარეობს ე.წ. "რძის მღვიმე" - Milk Grotto -(Magharet Sitti Mariam, "Grotto of the Lady Mary").

ეს მღვიმე, ფრანცისკანული სამლოცველოთი, წმინდა ადგილად ითვლება.

ტრადიციის თანახმად ამ მღვიმეს წმინდა ოჯახმა თავი შეაფარა, როცა ჩვილთა ჟლეტას და ჰეროდეს მემომრებს გამოექცნენ. აქ ღვთისმშობელი ჩვილ იესოს ძუძუს აწოვებდა და ლეგენდის თანახმად, რძის წვეთი შემთხვევით დაეცა შავ ქვას, რომელიც მაშინვე თეთრად გადაქცეულა.

მღვიმე დაახლოებით 2000 წლისაა და ადრეული ქრისტიანებიც მოდიოდნენ აქ სალოცავად.

ფრანცისკანელებმა 1872 წელს ააგეს მღვიმის ირგვლივ ეკლესია და სალოცავად აქციეს.

ბეთლემის და ადგილობრივმა ოსტატებმა თავიანთი სიყვარული გამოხატეს საკურთხევლის შემკობაში სადაფის ნაკეთობებით. მრავალწახნაგა მღვიმე აღმართულია რბილ თეთრ კლდეზე. თავდაპირველად ეკლესია V საუკუნეში აუგიათ, მოზაიკის ფრაგმენტებიც მღვიმის ტერასაზე, გეომეტრიული მოტივებითა და ჯვრებით, დაახლოებით ამავე ხანას მიეკუთვნება.

მორწმუნეებს, როგროც ქრისტიანებს, ასევე მუსულმანებს სჯერათ, რომ მღვიმის ქვების ნაფხვენებს შესწევს ძალა მეძუძურ დედას რძე მოუმატოს და ნაყოფიერებასაც შეუწყოს ხელი.

დედები, შვილი რომ გაუჩნდეთ, თურმე სასმელ წყალში ურევენ Milk Grotto -ს ნაფხვენებს, სვამენ, ზოგი კიდე საწოლის ქვეშ დებს კლდის ნაწილებს.
ბევრი უშვილო წყვილი სტუმრობს ამ სალოცავს და თეთრი კლდის პარატა ნაწილს იღებს. ზოგი ქალი აღთქმასაც დებს თურმე, იმისთვის რომ უხვად რძე ქონდეს ან შვილი გაუჩნდეს. სწამთ, რომ მათ ლოცვებს შეისმენს „ღვთისმშობლის რძის მღვიმე".

ეკლესიის კედელზე წერილების და ბავშვების ფოტოების რიგები მოწმობს რომ ამ წმინდა ადგილს უამრავი წყვილი სტუმრობს. ერთ-ერთ სურათზე არგენტინელი დედა ძუძუს აწოვებს თავის ახალშობილს. მეორე წერილში ესპანელი ქალი წერს: "კარმენი ზეციური საჩუქარია". ირლანდიელი წყვილი კი მადლობას უხდის ღვთისმშობელს ძვირფასი ვაჟის ჯემის მოვლინებისთვის.

ინდოელი დედა აღწერს როგორ შეეძინა შვილი 9 წლის ლოდინის შემდეგ. ამბობს, რომ მთელი ცხოვრება მადლიერი იქნება და ილოცებს. 

მოკლედ, ერთიმეორის მიყოლებით, მშობლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წერენ მათი შვილების სასწაულებრივი დაბადების შესახებ, მას შემდეგ რაც ილოცეს და Milk Grotto ფხვნილი გამოიყენეს.

სწორედ ამიტომ უამრავი ადამიანი მიდის ამ ადგილის სანახავად.

ერთი სიტყვით, ლეგენდის თანახმად მღვიმის კლდეს აქვს სამკურნალო თვისებები და უამრავ ქალს თან მიაქვს ქვის ნაფხვენები. თუმცა აკრძალულია მღვიმეში ქვების ჩიჩქვნა, სამაგიეროდ შესაძლებელია შეძენა ეკლესიის მაღაზიაში.

დაახლოებით 10 წლის წინ ფრანცისკანელმა ბერებმა დაიწყეს პატარა პაკეტების მომზადება, რომელშიც ყრიდნენ კლდის ნაფხვენებს და ცოტ-ცოტას ურიგებდნენ ხალხს. ისინი არ ყიდიან ფხვნილს ინტერნეტით, იმიტომ რომ თვლიან, რომ შეკვეთების რაოდენობას ვერ გასწვდებიან. 

ზოგჯერ მეგობრები და ნათესავები ცდილობენ ეწვიონ მღვიმეს და თავიანთ უშვილო ახლობლებს ჩაუტანონ სასწაულმოქმედი ფხვნილი.

ისინი ლოცულობენ გულით, ღვთისმშობელს ევედრებიან შვილს, როგორც ამბობენ, ამ სასწაულით დაახლოებით 1700 ბავშვი გაჩნდა ბოლო 10 წლის მანძილზე.
იცით, ჩემმა მეგობარმა მეც მაჩუქა იერუსალიმიდან ჩამოტანილი Milk Grotto -ს
ეს სასწაული ფხვნილი. არ ვიცი, დამთხვევა იყო, რწმენა თუ სასწაული, მაგრამ ძალიან მალე, მე, სამი წლის ლოდინის შემდეგ გავიგე რომ დედა გავხდებოდი.

ახლაც მაქვს ცოტაოდენი შემონახული, როგორც თილისმა. ცოტ-ცოტა ჩემს უშვილო მეგობრებსაც ვუწილადე. ზოგს შვილი ყავს უკვე, ზოგს ჯერ არა.... რა ვიცი, მე კი პატარა სასწაულების მჯერა.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1883 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 3.0/2
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები