ხუთშაბათი, 25.04.2024, 15:12
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » » მარტივი წესები.
22:37
» მარტივი წესები.


"მე მინდა ჩემი შვილი ჯანმრთელი და ძლიერი გაიზარდოს!" – ამას ამბობს ყველა მშობელი. მაგრამ პაწაწინას იმუნიტეტი ხომ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ზოგჯერ ავადაც გვიხდება. გაცივება, ვირუსები, რაქიტი, გაზები, დიათეზი თუ ბევრი სხვა რამ პატარებს ხშირად აწუხებთ. როგორც გამოცდილი ადამიანები ამბობენ, მშობლების დროული ჩარევით ამის თავიდან აცილება მეტნაკლებად შესაძლებელია.


გაზაფხულზე პატარა ხშირად ცივდება. ამ დროს სხვადასხვა ინფექციები და ვირუსებიც მძვინვარებს. ერთი შეხედვით პრაქტიკულად შეუძლებელია ბავშვი ავარიდოთ ამ უსიამოვნებებს, თუმცა არსებობს მარტივი წესები, რომელთა დაცვაც ხშირად დადებით შედეგს იღებს.


პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ ჩვილის ასაკიდანვე გავაძლიეროთ ბავშვის ორგანიზმის დამცავი ძალები. ამის საუკეთესო საშუალება კი ელემენტარული გაკაჟება – კონტრასტული აბაზანებია. ბუნებრივია, ამ პროცედურას პატარა თანდათანობით უნდა შევაჩვიოთ.


თავდაპირველად სრულიად საკმარისია ბანაობის შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყალი გადავავლოთ, მერე ისევ თბილი (ერთხელ), შემდეგ თბილი პორცია შეიძლება შევცვალოთ უფრო გრილი წყლით და ხუთიდან შვიდამდე გავზარდოთ გადავლების რაოდენობა. გრიპი როცა მძვინვარებს, ბავშვი ხალხმრავალ ადგილებში რომ არ უნდა ვატაროთ, ეს ანბანური ჭეშმარიტებაა.

ჰოდა, მშობლებმა ასეთ დროს სიფრთხილე უნდა დავიცვათ. თუ მაინცდამაინც ამ დროს გვიწევს ბავშვთან ერთად გასვლა, ნუ დაიზარებთ და პატარას დამცავი ნიღაბი გაუკეთეთ – მართალია ესთეტიკურ მხარეს მოკლებულია, სამაგიეროდ ბაშვის ჯანმრთელობა დაცულია!

» გაზები
რაც შეეხება გაზებს – ეს პრობლემა ბევრ ჩვილს აწუხებს, ხშირ შემთხვევაში ბიჭუნებს.
მახსოვს, როდესაც პირველად პედიატრი მეწვია და ჩვილის მოვლის რჩევებს მაძლევდა, მითხრა, რომ ბავშვი პირდაპირ სწორ მატრასზე არ დამეწვინა, პირველი 3 თვე მაინც, პატარას თავი ოდნავ ამაღლებული უნდა ჰქონდესო. ძილის დროს ასეთი მდებარეობა კარგია კუჭნაწლავის ნორმალური მუშაობისთვის და ხელს შეუშლის გაზების წარმოქმნას. კარგია ბავშვის მუცელზე დაწვენა.


ჩვენ ექიმის დარიგება გავითვალიწინეთ და მართლაც, ლაშას გაზების სერიოზული პრობლემა არ ჰქონია. მაგრამ ჩემი მეგობრები ხშირად ჩიოდნენ თავიანთი პატარების წუხილს – ნაწლავური გაზები ხომ ძალიან მტკივნეულია.


დღეს უამრავი საშუალება არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. კამა ძალიან კარგად მოქმედებს ჩვილის საჭმლის მონელების სისტემაზე. თუ ბავშვს პირველივე კვირიდან მივცემთ კამის საფუძველზე დამზადებულ ნატურალურ საშუალებებს (მაგ. კამის ჩაი), ეს გაზების თავიდან აცილებაში მოგვეხმარება. გაზების შემსუბუქება შეუძლია მასაჟსაც. ზოგი დედიკო და მამიკო, რატომღაც სათანადოდ ვერ აფასებს ამ პროცედურის მნიშვნელობას.

არა და კვებათა შორის პაწაწინას თუ დააწვენთ და მუცელზე საათის ისრის მიმართულებით ნაზად ხელს მოვუსმევთ, მშვენივრად ახდენს საჭმლის მომნელებელი პროცესების სტიმულირებას და
აფერხებს გაზების წარმოშობას.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1161 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები