პარასკევი, 19.04.2024, 01:00
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი-სინანულის საგალობელი ცხოვრების მიმწუხრზე.
23:47
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი-სინანულის საგალობელი ცხოვრების მიმწუხრზე.

სიცოცხლის უკანასკნელი გმირობა ახლოსაა; ურიგო ნაოსნობა გასრულებულია; საძულველი ცოდვისათვის სასჯელს აწვე ვხედავ, ვხედავ ბნელ ტარტაროზს, ცეცხლოვან ენებს, პირქუშ წყვდიადს და მხილებულთა საქმეთა საკიცხავს, რომელნიც აწ დაფარულ არიან.

მაგრამ შემწყნარებელ მეყავნ, ნეტარო და მომანიჭე თუნდაც მწუხრი კეთილი, ჩემს დაშთენილ სიცოცხლეზე მოწყალედ მომზირალმა. ბევრი ვნება შემემთხვა და ფიქრი შიშმა მოიცვა, იქნებ, მეფეო, შენი მართლმსაჯულების საშინელმა სასწორმა უკვე იწყო ჩემგან განვლილი ცხოვრების აღწონვა? 
დე, აქედან გარდასახლებულმა თვითონ ვიწვნიო ხვედრი ჩემი და სიხარულით ჩამოვიბერტყო აქვე გულის დამღრნელი უბედურებანი; გარნა თქვენ, ჩემს შემდეგ დაშთომილთ, მცნებად გიტოვებთ: უსარგებლოა არსებული ცხოვრება, რამეთუ ამა სიცოცხლეს აქვს დასასრული.
2.
გახუნდა ყოველივე, მოახლოვდა მკათათვე: თმები გამითეთრდა; კალო აგროვებს თავთავს; მოსავალიც შემოვიდა; ახლოა რთველი. ჩემი ბოროტგვემულებანი საწნახელში უკვე იწურება. ჰოი, ჩემი ბოროტი დღე! როგორ გავექცე? რა დამემართება? როგორ მაშინებს ცოდვა; რა საშინელებაა გომორის ეკალ-ბარდებითა და ტევნებით დახუნძლული აღმოჩნდე, როცა ქრისტე ღმერთებს* განიკითხავს, რათა თითოეულს ღირსებისაებრ მიაგოს საზღაური და განუჩინოს მხარე, რამდენსაც კი თვალი სინათლეს დაიტევს! ერთი მაქვს სასოება, ნეტარო, შენი წინამძღოლობით ამ ხანმოკლე დღეებში კვლავაც შენ მოგმართო.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1199 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები