სამშაბათი, 23.04.2024, 10:09
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » გვპასუხობს მოძღვარი.
00:06
გვპასუხობს მოძღვარი.


მაინტერსებს თქვენი აზრი ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით. ხშირად აღმოუჩენიათ გემები სადაც ჭკუიდან შეშლილი ადამიანები მსხდარან, ან უმიზეზოდ ქრებიან გემები და თვითმფრინავები, რამოდენიმე წლის შემდეგ ასევე უმიზეზოდ ჩნდებიან, ხშირად ასეთ გემებზე ხალხი აღარ ზის.

თითქოს ხალხიც მოგზაურობს დროში, ხვდებიან რამოდენიმე საუკუნის წინანდელ ქალაქებში, შემდეგ ისევ ბრუნდებიან. ასეთ ადგილებს გეოპათეგონერ ზონებს უწოდებენ. ძალიან გთხოვთ, გამცეთ პასუხი, ამასთან დაკავშირებით როგორია ეკლესიის პოზიცია.

არსებობს სხვადასხვა სატელევიზო გადაცემები, სადაც გვაჩვენებენ სახლებში დასახლებულ უკვე გარდაცვლილი ადამიანების სულებს. განსაკუთრებით ეს უცხო ქვეყნებში ხდება და მათ შორის უფრო ხშირად ინგლისში.

როგორც წესი ეს ადამიანები რამოდენიმე საუკუნის წინ არიან გარდაცვილელები და უმეტესად მათ სიცოცხლე დაასრულეს ძალადობით. ეს მოჩვენებები თუ სულები ეცხადებიან იმ სახლში მობინადრეებს და როგორც ვხედავ ამ მეცნიერებით თუ რა დავარქვა არ ვიცი დიდად დაინტერესებულები არიან უცხოეთში.

აქვთ სპეცაილური სამსახურები დაქირავებული ჰყავთ ესქტრასენსები, გამოკვლევები მიმდინარეობს სპეციალური აპარატურით, როგორც ამბობენ იმ ადგილას, სადაც ეს მოხეტიალე სულია ტემპერატურა ეცემა და აშ. მაინტერესებს ეკლესიის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. არის თუ არა შესაძლებელი მართლაც დარჩნენ აქ ადამიანთა სულები, თუ არა ვინ არიან ისინი? მართალი გითხრათ ასეთ გადაცემებს დიდი ინტერსით ვუყურებ.

მაინტერესებს, საიდან ჩნდებიან სულები? ატარებენ თუ არა ისინი კონკრეტული ადამიანის წინაპრის ნიშან-თვისებებს? ანუ მაინტერესებს სული მემკვიდრეობით ღებულობს რაიმე ცოდვისკენ მიდრეკილებებს თუ შემდეგ იძენს მას?

ასევე მაინტერესებს, როგორ იბადებიან ისეთი ძლიერი სულის ადამიანები როგორებიც იყვნენ მაგალითად წმინდა ნიკოლოზი, გრიგოლ ხანძთელი და აშ. როგორც ვიცი ისინი დაბადებიდანვე მარხულობდნენ. ვისზეა დამოკიდებული ძლიერი სულით დაბადება? თუ ძლიერი სულით იბადებიან, მაშინ მე რატომ უნდა ვაგო პასუხი ცოდვებზე თუ წილად უხეშად, რომ ვთქვათ სუსტი სული შემხვდა და ის უკვე სავსეა სხვადასხვა ცოდვითი მიდრეკილებისკენ.

მინდა გკითხოთ, სიტყვა სალოსი რას ნიშნავს, მე ვიცი რომ ეს ნიშნავს იყო ქრისტეზე შეყვარებული და ერში შეიძლება გიჟადაც შეგრაცხონ, ყოველივე ამას ჭირდება უფლისგან განსაკუთრებული კურთხევა?

სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? სხვისი მფარველი ანგელოზი ხდება თუ მასთან რჩება მეორედ მოსვლამდე?

ახალ აღთქმაში უფალი გვიცხადებს, რომ იგი არ არის მიკერძოებული, ანუ მისთვის ერთია ყველა (!) არ არსებობს, ლამაზი და ჭკვიანი, საყვარელი და უშნო, ქართველი და გვინიელი არსებობს მხოლოდ ხატება - ადამიანური ნება და ღმერთთან შეერთების სურვილი. აქედან გამომდინარე, არავის აქვს მეტი ან ნაკლები შესაძლებლობა ღმერთად ქცევისა.

მაგრამ რა ვუყოთ ადამიანებს რომლებსაც არ სმენიათ უფლის წმიდა სახელი? ჩვენ ხომ გარკვევით გვიწერია, რომ ადამიანური ავადმყოფური, ექსორიაქმნილი ბუნების განკურნება იწყება ნათლისღებით და შემედეგ ცოდვებთან უკომპრომისო ბრძოლით? რატომ იჩაგრება (თუ ასე შეიძლება ითქვას) ადამიანი, ზომბის კუნძულებზე ან თუნდაც ოკეანეთში, მასთან ხომ ღვთის სიტყვა არ მისულა? როგორ უნდა მოსთხოვო მიწას ნაყოფი, როდესაც მასში თესლი არ ჩაგიგდია? 

მაინტერესებს რა არის ცხოვრების აზრი და რისთვის ვცხოვრობთ?

მაინტერესებს თუ შეიძლება უარის თქმა ისეთ წმინდა შემოთავაზებაზე როგორიცაა მირონით დანათესავება, ანუ თუ შეიძლება ადამინმა უარი განაცხადოს ბავშვის ნათლიად გახდომაზე? ცოდვაში ხომ არ ჩავარდება ამით?

ლევიტელთა წიგნის მე-20 თავში წავიკითხე: „და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა. უკუეთუ ვინმე ძეთაგანმან ისრაჱლესათამან, განათუ მოსრულთაგანმან მწირმან ისრაჱლსა შორის, რომელ მისცეს ნათესავი თჳსი მთავარსა, სიკუდილით მოკუედინ, ტომმან მისვე ქუეყანისამან ქვაჲ დაჰკრიბონ მას". (ლევ. 20.1-2) „რომელმან შეირთოს ასული და და დედაჲ მისი, რამეთუ უშჯულოებაჲ არს, ცეცხლითა დაწჳთ იგი და იგინი მის თანა, და არა იყოს უშჯულოებაჲ თქუენ შორის". (ლევ. 20.13-14) „და მამაკაცი, ანუ თუ დედაკაცი იყუნენ თუ მისან, გინა მსახვრალ, სიკუდილით მოწყდედ, ქვითა დაქოლენით იგინი, რამეთუ თანამდებ არიან".

(ლევ. 20.27).
მაინტერესებს რატომ დართო ღმერთმა ნება ტომს (ანუ ადამიანებს) საკუთარი ხელით დაეხოცათ ცოდვილნი? ჩვენ ხომ გვასწავლის მაცხოვარი: „ვინც უცოდველია, პირველმა ესროლოსო მეძავს ქვა".

შესაძლებელია თუ არა ჯვრის დაწერა მართმადიდებელსა და კათოლიკეს შორის სარწმუნოების შეცვლის გარეშე?

მორწმუნე ადამიანი, რომელიც ცდილობს ეკლესიურად იცხოვროს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხედავს უფლის აურაცხელ გულმოწყალებას მასზე, ხედავს როგორ იფარავს ცოდვისაგან, როგორ გაუმრავლებს ხოლმე მადლს და როგორ იწირავს ძალიან მცირედსაც კი ვითარცა დიდს. ასეთ დროს ცხადია რომ იმ ერთ კეთროვანს სამარიტელს უნდა მივემსგავსოთ, რომელიც მობრუნდა (სხვა 9-გან განსხვავებით) და მადლობა შესწირა უფალს.


სწორედ ეს მომენტი მაინტერესებს. როგორ შევწიროთ მადლობა უფალს იმისათვის, რომ გვიფარავს მძიმე ცოდვათაგან და გვწყალობს, ან მოგვმადლა უნარი და ძალა რაღაცის კეთებისა, ისე, რომ ფარისევლის ლოცვას არ მიემსგავსოს ჩვენი ლოცვა?

ჩემი მეგობარი არის სტიქაროსანი და ამბობს რომ სამებაში არის გადაღებული ეშმაკის სურათი ლიტონიობის ღამეს. შესაძლებელია თუ არა ეშმაკის ეკლესიაში გამოჩენა? ბევრს უთქვამს, რომ ეს ფოტო ნანახი აქვს. იქნებ გამარკვიოთ, ყალბი ფოტოა თუ მართლაც ეშმაკი შევიდა სამებაში ? და როგორ არის შესაძლებელი უფლის სახლში ეშმაკის გამოჩენა?

                                         პასუხები


მაინტერსებს თქვენი აზრი ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით. ხშირად აღმოუჩენიათ გემები სადაც ჭკუიდან შეშლილი ადამიანები მსხდარან, ან უმიზეზოდ ქრებიან გემები და თვითმფრინავები, რამოდენიმე წლის შემდეგ ასევე უმიზეზოდ ჩნდებიან, ხშირად ასეთ გემებზე ხალხი აღარ ზის. თითქოს ხალხიც მოგზაურობს დროში, ხვდებიან რამოდენიმე საუკუნის წინანდელ ქალაქებში, შემდეგ ისევ ბრუნდებიან. ასეთ ადგილებს გეოპათეგონერ ზონებს უწოდებენ. ძალიან გთხოვთ, გამცეთ პასუხი, ამასთან დაკავშირებით როგორია ეკლესიის პოზიცია.

- ბერმუდის სამკუთხედი მართლაც არის მომეტებული საფრთხის ადგილი, სადაც ჩვეულებრივზე მეტი კატასტროფა მოხდა. ეს არის ტერიტორია რომელიც მილიონზე მეტ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, ფსკერის ძალიან ჭრელი რელიეფით, სადაც გოლფსტრიმის გარდა რამოდენიმე დინება ბატონობს და ამინდს ნაკლებად პროგნოზირებადს ჰქმნის. ერთი სიტყვით ხასიათდება მძიმე სანავიგაციო პირობებით. მაგრამ ის რაც დაიწერა და ითქვა ნამდვილად აჭარბებს ყოველგვარ რეალობას. ამ ადგილს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მას შემდეგ, რაც 70-იან წლებში გამოქვეყნდა ჩარლზ ბერლიტცის წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი". სწორედ ამ წიგნმა გახადა ეს ადგილი ესოდენ პოპულარული და ნამდვილ ფაქტებთან ერთად პოპულარული გახადა ლეგენდებიც. სინამდვილეში კი არაერთი ადგილი არსებობს დედამიწაზე, რომელიც გაცილებით მეტი სახიფათობით გამოირჩევა. ამ ფაქტს ყველაზე უკეთ დიდი სადაზღვევო კომპანიების პოლიტიკა ცხადყოფს, რომლებიც არც თუ ისე დიდად ზრდიან სადაზღვევო გადასახადს ბერმუდის სამკუთხედის ზონაში გამავალი ტრანსპორტისათვის. ამ თემაზე BBC-ს ფილმიც კი აქვს გადაღებული (მისი პოვნა ინტერნეტშიც შეიძლება). რა ხდება ასეთ ადგილებში გაუგებარია ჩვენთვის. ეკლესიის პოზიცია კი იმაში გამოიხატება, რომ მოგვიწოდებს ვილოცოთ მგზავრობის წინ (ამისთვის საგანგებო პარაკლისიც კი არსებობს) და ვიქონიოთ ღმრთის შიში და იმედი. ყველაზე საშიშად კი საავტომობილო ტრანსპორტი ითვლება, თუმცა შეჩვეულობის გამო ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ.

(დეკანოზი ანდრია კემულარია)

- არსებობს სხვადასხვა სატელევიზო გადაცემები, სადაც გვაჩვენებენ სახლებში დასახლებულ უკვე გარდაცვლილი ადამიანების სულებს. განსაკუთრებით ეს უცხო ქვეყნებში ხდება და მათ შორის უფრო ხშირად ინგლისში. როგორც წესი ეს ადამიანები რამოდენიმე საუკუნის წინ არიან გარდაცვილელები და უმეტესად მათ სიცოცხლე დაასრულეს ძალადობით. ეს მოჩვენებები თუ სულები ეცხადებიან იმ სახლში მობინადრეებს და როგორც ვხედავ ამ მეცნიერებით თუ რა დავარქვა არ ვიცი დიდად დაინტერესებულები არიან უცხოეთში. აქვთ სპეცაილური სამსახურები დაქირავებული ჰყავთ ესქტრასენსები, გამოკვლევები მიმდინარეობს სპეციალური აპარატურით, როგორც ამბობენ იმ ადგილას, სადაც ეს მოხეტიალე სულია ტემპერატურა ეცემა და აშ. მაინტერესებს ეკლესიის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. არის თუ არა შესაძლებელი მართლაც დარჩნენ აქ ადამიანთა სულები, თუ არა ვინ არიან ისინი? მართალი გითხრათ ასეთ გადაცემებს დიდი ინტერსით ვუყურებ.

- „პური და სანახაობა" - გაიძახოდნენ ძველი რომაელები. დღევანდელი ადამიანიც იგივეს იძახის, იგივე წარმართული იდეალებით ცხოვრობს. და მას ეძლევა სანახაობა, მაგრამ უკვე არა ისეთი, როგორიც რომაელებს ჰქონდათ, არამედ მისტიური და უფრო დამანგრეველი სულისათვის. დღევანდელი სანახაობრივი ტექნოლოგიები ამისათვის დახვეწილ საშუალებებს იძლევიან. ადამიანი იღებს იმას, რასაც ეძებს. ბოროტი მთელ მასკარადებს უწყობს ადამიანს, ოღონდ როგორმე მიიზიდოს მისი ყურადღება, დატვირთოს დემონური ემოციებით, დაძაბოს შიშით, გაურკვეველობით, უსუსურობის და უიმედობის შეგრძნებით.

ვინ ეჩვენება ადამიანს მოჩვენებების სახით? ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს არც მიცვალებულთა სულებია და არც ანგელოზები. მიცვალებულებთა სულები წუთისოფლიდან გასვლის შემდეგ არ ბრუნდებიან. თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებს ვიცნობთ, როცა ღმრთის მიერ დაშვებულ იქნა გარდაცვლილთა სულების (არა მხოლოდ წმიდათა) გამოცხადება, რათა სულიერი სარგებლობა მიეღოთ ადამიანებს. ყოველ ასეთ შემთხვევას ჰქონდა მკაფიოდ განსაზღვრული და განცხადებული დანიშნულება. ასევე ვიცნობთ შემთხვევებს, როცა ანგელოზი მოავლინა უფალმა. აქაც მათ გამოცხადებას ჰქონდა კონკრეტული მისია. დემონური სასწაულები კი ხასიათდება ბუნდოვნებით, გაურკვეველობით, ზოგჯერ კი დაშინებით. ისინი იწვევენ გაოგნებას, შიშს, მაგრამ არაფერს გვაძლევენ სულისათვის სასარგებლოს. მათი მიზანი არის ადამიანთა ყურადღების მოწყვეტა სულისათვის სასარგებლო და აუცილებელი საკითხებიდან, ემოციური და გონებრივი გადატვირთვა და დაძაბვა.

მამათა ცხოვრებიდან ვიცით მრავალი შემთხვევა, როცა ეშმაკი ევლინებოდა ადამიანებს ადამიანების, ანგელოზების და თვით მაცხოვრის სახითაც კი. ვფიქრობთ, ამის შემდეგ არ უნდა გვიკვირდეს „მიცვალებულთა სულების" გამოჩენა.

წმიდა ანტონი დიდის ცხოვრებიდან ვიცით, რომ ბოროტი ჩვენთვის უცნობი საშუალებებით ახერხებდა ფიზიკურადაც კი ეგვემა მოღვაწე. არაერთი სხვა მოღვაწის ცხოვრებაშიც მომხდარა მსგავსი რამ. ამიტომ ინფორმაცია იმაზე, რომ ხდება ტემპერატურის, ელექტრომაგნიტური თუ გრავიტაციული ველების შეცვლა უცნაური მოვლენების ადგილებში არ უნდა გვაკვირვებდეს. თუმცა გულის სიღმრეში მაინც ბადებს ეჭვს.

მაცხოვარიც, მოციქულებიც, წმიდა მამებიც გვასწავლიან, რომ საყოველთაო განდგომილების და აღსასრულის მოახლოებისას გამრავლდება ცრუსასწაულები. იმდენად ძლიერი და აუხსნელი იქნება ეს მოვლენები, რომ ადამიანები გაოგნებას მიეცემიან და რჩეულებიც კი შეირყევიან. ამისაგან თავის დასაცავად უნდა ვეცადოთ ყურადღება მოვაცილოთ ცრუსასწაულებს, არ ვეცადოთ ავხსნათ ადამიანური გონებით ის, რაც სულიერი სამყაროს გამოვლინებას მიეკუთვნება. ხე ნაყოფით იცნობა. რა არის ნაყოფი ასეთი მოვლენების გამოძიებისა? განა გვაახლოვებენ ისინი ჭეშმარიტებას? და თუ არა, რატომ ვუთმობთ მათ დროს, ყურადღებას, როცა ღმრთის შემეცნების აუთვისებელი ზღვაა ჩვენს წინაშე?

(დეკანოზი ანდრია კემულარია)

- მაინტერესებს, საიდან ჩნდებიან სულები? ატარებენ თუ არა ისინი კონკრეტული ადამიანის წინაპრის ნიშან-თვისებებს? ანუ მაინტერესებს სული მემკვიდრეობით ღებულობს რაიმე ცოდვისკენ მიდრეკილებებს თუ შემდეგ იძენს მას? ასევე მაინტერესებს, როგორ იბადებიან ისეთი ძლიერი სულის ადამიანები როგორებიც იყვნენ მაგალითად წმინდა ნიკოლოზი, გრიგოლ ხანძთელი და აშ. როგორც ვიცი ისინი დაბადებიდანვე მარხულობდნენ. ვისზეა დამოკიდებული ძლიერი სულით დაბადება? თუ ძლიერი სულით იბადებიან, მაშინ მე რატომ უნდა ვაგო პასუხი ცოდვებზე თუ წილად უხეშად, რომ ვთქვათ სუსტი სული შემხვდა და ის უკვე სავსეა სხვადასხვა ცოდვითი მიდრეკილებისკენ.

- თქვენ დასვით შეკითხვა, რომელზე ვერცერთ ღმრთისმეტყველს ვერ გაუცია ზუსტი პასუხი. გარდა გენეტიკური (ანუ ხორციელი) მემკვიდრეობითობისა, არსებობს კიდევ სულიერი მემკვიდრეობითობა. ადამიანს სულს აძლევს ღმერთი. ჩვენთვის გაუგებარია, როგორ ხდება ამ დროს მშობლის სულიერი მდგომარეობის ზემოქმედება, თუმცა აშკარაა, რომ გავლენა არის. რომ არ იყოს სულიერი მემკვიდრეობითობა, არც ბუნების დაცემულობა გადმოგვეცემოდა მშობელთაგან; ღმერთი, როგორც სრული და სახიერი, არაფერს ქმნის ნაკლულევანს. ერთი სიტვყით, ეს არის საიდუმლო, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის და დაფარულია ჩვენგან, რადგან არ არის არსებითი ცხოვნებისათვის.

ცოდვებისაკენ მიდრეკილებაში წარმოჩინდება ადამიანის ბუნების დაცემულობა და ის ახასიათებს თითოეულ ჩვენგანს. ამას ერთვის მშობელთა ცოდვებისა და სათნოებების (არა აღზრდისმიერი) გავლენა, და ესეც უნდა გვახსოვდეს, რათა გავიაზროთ პასუხისმგებლობა შვილების წინაშე. და, შემდეგ გვემატება ის, რასაც ვიძენთ აღზრდით.

ისტორიას მრავლად ახსოვს ადამიანები, რომლებიც შობამდეც კი იყვნენ გამორჩეულნი ღმრთის მიერ. ეს ფაქტი არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ღმერთმა გამოირჩია ისინი, დაიფარა ცდუნებებისაგან, განკურნა ბუნების დაცემულობისაგან და დაიცვა სიწმიდეში, სხვებზე კი უშვებს განსაცდელებს და ცდუნებებს. თუ თვით მაცხოვარსაც კი უბედავდა ბოროტი მოახლოებას და გამოცდას, ვერც სიყრმიდან გამორჩეული წმიდანები აცდებოდნენ ამას. მათ შემდგომი ცხოვრებით ცხადჰყვეს, რომ მადლი ღმრთისა ამაოდ არ მისცემიათ. გავიხსენოთ, როგორ იღვწოდნენ თუნდაც თქვენს მიერ ხსენებული წმიდანები. თუ პიროვნული ნებით არ ვისწრაფეთ ქრისტესკენ, რჩეულობა შეიძლება დავკარგოთ კიდევაც და ჯოჯოხეთის უფსკრულში აღმოვჩნდეთ; ვისაც მეტი მიეცემა - მეტი მოეთხოვება. ზოგს ღმრთის მადლი ეძლევა ბრძოლის შემდეგ, ზოგს კი - დასაწყისშივე, რათა ცხოვრებით და ბუნების დაცემულობასთან შეურიგებლობით, ბრძოლით გაამართლოს რჩეულობა. როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია: უფალი არავის არფერს გვაკლებს.

(დეკანოზი ანდრია კემულარია)

- მინდა გკითხოთ, სიტყვა სალოსი რას ნიშნავს, მე ვიცი რომ ეს ნიშნავს იყო ქრისტეზე შეყვარებული და ერში შეიძლება გიჟადაც შეგრაცხონ, ყოველივე ამას ჭირდება უფლისგან განსაკუთრებული კურთხევა?

- სალოსი ეწოდება ადამიანს, რომელიც ღმრთის სადიდებელად და საკუთარი ცოდვილობისა და ვნებულობის დასაძლევად ნებით იღებს სულელის სახეს, ცხოვრობს და იქცევა როგორც სულელი. ასეთი ცხოვრებით ადამიანი ებრძვის ამპარტავნებას, რომელიც არის ცოდვათა დედა. სარწმუნოების და სულიერი წარმატებისდა მიხედვით ასეთ ადამიანს ღმრთისაგან შეიძლება მიემადლოს სხვადასხვა ნიჭი სულიწმიდისა. სალოსები ხშირად წინასწარმეტყველებდნენ, კურნავდნენ. ძალიან ხშირად ისინი თავისი თითქოსდა სულელური ქცევით ამხელდნენ ძლიერთ ამა ქვეყნისა.

სალოსური ღვაწლი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ უმძიმესად. ადამიანებს გვაქვს რაღაც წარმოდგენები საკუთარ ღირსებაზე, პრეტენზია საზოგადოებაში რაღაც ადგილზე. ამ ადამიანური „ღირსების" დაცვაში ჩვენ ხშირად შეურაცხვყოფთ ნამდვილ ღირსებას ადამიანისა - ღმრთის ხატებას. სალოსი უარს ამბობს ყოველგვარ ღირსებაზე, რათა სიწმიდეში დაიცვას მთავარი - ხატება ღმრთისა.

უნდა ითქვას, რომ ეკლესია ძალიან ფრთხილად ეკიდება სალოსობას, რადგან მისით შესაძლოა არათუ დაითრგუნოს ამპარტავნება, არამედ გაღრმავდეს, ხიბლში ჩავარდეს „მოღვაწე" და საბოლოოდ დაიღუპოს. დღესაც შეიძლება შეგვხდნენ ადამიანები, რომლებიც სალოსობას ცდილობენ. მათთან ურთიერთობისას, ვინც ტვირთულობს სალოსობის ღვაწლს, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან შესაძლოა ერთ-ერთი მოხიბლულის გავლენის ქვეშ აღმოვჩნდეთ. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა უნდა შევათანხმოთ სულიერ მოძღვართან, სულიერ ცხოვრებაში გამოცდილ ადამიანთან, რათა არც თვითონ შევცდეთ და არც სხვას ვექცეთ დაღუპვის საშუალებად.

(დეკანოზი ანდრია კემულარია)

- სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? სხვისი მფარველი ანგელოზი ხდება თუ მასთან რჩება მეორედ მოსვლამდე?

- ამ შეკითხვაზე გვპასუხობს „მფარველი ანგელოზის კანონი". მე-7 გალობის I ტროპარში ვკითხულობთ: „მოწყალე მექმენ და ევედრე უფალსა ღმერთსა ანგელოსო ჩემო, რამეთუ მაქუ შენ ყოველსა ცხოვრებასა ჩემსა წინა-მძღვრად, და მცველად ღმრთისა მიერ მოცემულო ჩემდა უკუნისამდე".

(დეკანოზი ანდრია კემულარია)

- ახალ აღთქმაში უფალი გვიცხადებს, რომ იგი არ არის მიკერძოებული, ანუ მისთვის ერთია ყველა (!) არ არსებობს, ლამაზი და ჭკვიანი, საყვარელი და უშნო, ქართველი და გვინიელი არსებობს მხოლოდ ხატება - ადამიანური ნება და ღმერთთან შეერთების სურვილი. აქედან გამომდინარე, არავის აქვს მეტი ან ნაკლები შესაძლებლობა ღმერთად ქცევისა. მაგრამ რა ვუყოთ ადამიანებს რომლებსაც არ სმენიათ უფლის წმიდა სახელი? ჩვენ ხომ გარკვევით გვიწერია, რომ ადამიანური ავადმყოფური, ექსორიაქმნილი ბუნების განკურნება იწყება ნათლისღებით და შემედეგ ცოდვებთან უკომპრომისო ბრძოლით? რატომ იჩაგრება (თუ ასე შეიძლება ითქვას) ადამიანი, ზომბის კუნძულებზე ან თუნდაც ოკეანეთში, მასთან ხომ ღვთის სიტყვა არ მისულა? როგორ უნდა მოსთხოვო მიწას ნაყოფი, როდესაც მასში თესლი არ ჩაგიგდია?

- მართლამადიდებლობა მართლაც არის „მკურნალობის ერთადერთი მეთოდი, როდესაც საღვთო ძალით და საკუთარი ნებით სრულიად მორჩენაა შესაძლებელი". ქრისტესთან მიდის მხოლოდ ეს ერთადერთი გზა - მართალი სარწმუნოება.

„რა ვუყოთ ადამიანებს რომლებსაც არ სმენიათ უფლის წმიდა სახელი?" ჩვენ მათ დიდად ვერ შევეწევით. მათზე თავად უფალი ზრუნავს. ყოველ ადამიანს ეძლევა სახარებისეული თუნდაც ორი ტალანტი (მთ. 25,15) - გონება და სინდისი. გონებით ყოველი ადამიანი ხვდება, რომ სამყარო ვიღაცას უნდა შეექმნა და ვიღაცა უნდა განაგებდეს, რომ ხელითქმნილი კერპი ვერ იქნება ღმერთი. თუ ადამიანი არ იტყუებს თავს, მას უცილობელად უჩნდება ღმრთის ძიების წყურვილი. ამასთან ერთად, სინდისი, თუმცა დაზიანებულია, მაგრამ მაინც გვკარნახობს, რომ არ უნდა მოვეპყროთ სხვას ისე, როგორც არ გვინდა მოგვეპყრონ ჩვენ, რომ მოწყალება, სიყვარული არის სიკეთე. ადამიანს შეუძლია უსმინოს გონებას და სინდისის ხმას და თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მეტნაკლებად მოაწესრიგოს ზნეობრივი ცხოვრება და ამით მოემზადოს ღმრთის მისაღებად. დანარჩენს კი თავად უფალი განაგებს. გავიხსენოთ, რას ეუბნება მაცხოვარი მოციქულებს და მათი სახით ყველა მის მორწმუნეს: „არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან" (ინ. 15,19) ჩვენ გამოგვირჩია უფალმა, რათა არასოფლისაგანნი ვიყოთ. ასევე გამოირჩევს მათ, ვინც მას ეძებს ცხოვრების წესით. რა გზით, როგორ - ეს მხოლოდ მან უწყის. გავიხსენოთ საჭურისის მაგალითი „მოციქულთა საქმეებიდან", ან კორნილიოს ასისთავი, რომელიც სულაც არ იყო ებრაელი. უფალმა მათ ძიებას და კეთილ ცხოვრებას მოჰხედა.

წმიდა ეპისკოპოსს ეგნატე სტავროპოლელს (ბრიანჩანინოვს) აქვს შესანიშნავი ნაშრომი „О евангельских блаженствах" (იხ. „Аскетические опыты". Том I), სადაც ის განმარტავს სახარებისეულ ნეტარებებს და წარმოაჩენს მათ როგორც სათნოებათა კიბეს. ნეტარებებში ხსენებული ყოველი მუხლი წარმოადგენს საფუძველს შემდგომისა. მოვიყვან მხოლოდ ორიოდე ამონარიდს: „Едва христианин захочет осуществлять в действиях своих, внешних и внутренних, евангельские заповеди, как увидит поврежденную свою природу, восстающую против Евангелия, упорно противодействующую Евангелию. Христианин, при свете Евангелия, видит в себе падение человечества. От этого зрения естественно рождается смиренное понятие о себе, называемое в Евангелии нищетою духа". როგორც ვხედავთ სულის სიგლახაკის განცდა იბადება სახარებისეული მცნებების აღსრულების მცდელობისას კაცობრივი ბუნების დაცემულობის ხილვით. ამ განცდას ეფუძვნება შემდეგი ნეტარებისეული სათნოება - გლოვა; გლოვას - სიმშვიდე, და ა.შ. „Милосердие никого не осуждает, любит врагов, полагает душу за друзей, соделывает человека Богоподобным. Это состояние - опять блаженство. Сердце, объятое милостью, не может иметь никакого помышления о зле; все помыслы его - благость". დამეთანხმებით, მსგავსი სათნოება სრულყოფილთა შორის თუ მოიპოვება. შეუძლებელია მსგავსი მდგომარეობა გულისა ჰქონდეს მუსულმანს მისი მრწამსიდან გამომდინარე. არფერს ვამბობ გულის სიწმიდის ქრისტეანულ გააზრებაზე.

ის კეთილი თვისებები, რომელიც გააჩნია ადამიანს ბუნებითად, ვერ იქნება შესაწირავი ღმრთისადმი, რადგან შებილწულია ჩვენი ცოდვებით. ადამიანურმა მოწყალებამ შეიძლება მხოლოდ მოამზადოს გული ქრისტეს მისაღებად, რათა შემდგომში საღმრთო მადლმა გვასწავლოს ჭეშმარიტი სიკეთე და მოწყალება.

(დეკანოზი ანდრია კემულარია)

- მაინტერესებს რა არის ცხოვრების აზრი და რისთვის ვცხოვრობთ?

- ადრე თუ გვიან ყოველ ადამიანს უჩნდება კითხვა: ვინ ვარ და რისთვის ვცხოვრობ? მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ არსებობა მაშინ იქცევა ცხოვრებად, როცა ადამიანი სვამს ამ კითხვას, ცდილობს უპასუხოს და კონკრეტული მარადიული მიზნისაკენ წარმართავს მიწიერ ცხოვრებას. მრავალ ბრძენს ამასოფლისა უცდია პასუხის გაცემა, თითქოს უპოვია კიდევაც, მაგრამ ძნელად მოიპოვება ადამიანი, რომელიც პასუხით ბედნიერი გამხდარა. ქრისტეანებს კი გვაქვს მარტივი პასუხი, რომელიც ერთი სიტყვით გამოითქმის: განღმრთობა. დიახ, ადამიანის მიწიერი ცხოვრების მთავარი მიზანი არის ის, რისი ნაადრევად, მოუმწიფებლად მოპოვება შესთავაზა ეშმაკმა ადამს სამოთხეში - იყოს ვითარცა ღმერთი. მაცხოვარი ბრძანებს: „იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს" (მთ. 5,48). მიწიერი ცხოვრების აზრი არის სწორედ ამ მიზნისაკენ სვლა. განღმრთობა ნიშნავს ღმრთის მადლის მიერ ღმრთის შვილობას. რასაც ვაკეთებთ ჩვენ ზნეობრივი ცხოვრების მოწესრიგებით დაწყებული, არის მადლის შემწყნარებლად სული მომზადების მცდელობა. ნათლობით ჩვენ ვუერთდებით ქრისტეს და მთელი ცხოვრება უნდა წარემართოს ისე, რომ ჩვენ მას შევეთვისოთ. ეს არის მთავარი საზრუნავი მიწიერი ცხოვრებისა.

როცა ადამიანმა იცის სად არის ნათელი, აუცილებელია ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ მისი ცხოვრება ამ ნათლისაკენ წარიმართოს, ამ უხილავი მარადიული ნათლით გაცისკროვნდეს. ამის საშუალება არის მოსაგრე ცხოვრება. შეიძლება სიტყვა „ასკეტიზმი" მიუსადაგად მიგვაჩნდეს ერში ცხოვრებასთან, მაგრამ სინამდვილეში არ არის ასე. მოღვაწეობა, სულიერი მარხვა ყველას ძალგვიძს, რა თქმა უნდა საზომისაებრ ჩვენისა. წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: „ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს" (1კორ. 6,12). ბევრი რამ არის ცხოვრებაში რაც თავისთავად არ არის ცოდვა და ამდენად დასაშვები და მისაღებია ქრისტეანესათვის, მაგრამ კონკრეტულად ჩვენთვის მავნეა და მიუღებელი. პირველ რიგში ეს ეხება წუთისოფლის სიამეებს, რომლებიც უკარგავენ სულს ბრძოლისუნარიანობას, გვითრევენ და შვებისმოყვარეს, წუთისოფლის სულთან შემრიგებელს გვხდიან. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს მარტივი, აუცილებლობით შემოფარგლული, და თუ არის შვება, ეს არ იყოს ე.წ. სულიერი გემოთმოყვარეობის დაკმაყოფილება, არამედ სულის მოსვენება და შემდგომი ბრძოლისათვის მომზადება. ვისაც არ ემეტება თავი ასეთი ცხოვრებისათვის, ვისაც უნდა დატკბეს აქაც და იქაც, ვერც აქ განძღება შვებით და ვერც მერმინდელ ცხოვრებაში იხილავს ნეტარებას. როცა გავითვლისწინებთ ამას და სწორად მივუდგებით ცხოვრებას, განღმრთობის სურვილი, როგორც მიზანი რეალური ცხოვრების მთავარ იმპულსად იქცევა.

თუ თქვენთვის დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს რუსული ენა, შემიძლია გირჩიოთ ჭეშმარიტად ცდისეული ღმრთისმეტყველის, ათონელი მამის - არქიმანდრიტ გიორგის ნაშრომი „Обожение как смысл человеческой жизни".

(დეკანოზი ანდრია კემულარია)

- მაინტერესებს თუ შეიძლება უარის თქმა ისეთ წმინდა შემოთავაზებაზე როგორიცაა მირონით დანათესავება, ანუ თუ შეიძლება ადამინმა უარი განაცხადოს ბავშვის ნათლიად გახდომაზე? ცოდვაში ხომ არ ჩავარდება ამით?

- ვერავინ დაგვაძალებს ნათლიობას. ჩვენი ნებაა, დავეთანხმებით, თუ არა. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. თუ მოსანათლავი სრულწლოვანია და მას არ აქვს განზრახული ნათლობის შემდეგ ქრისტეანული (ეკლესიური) ცხოვრება, ალბათ აჯობებს უარიც ვუთხრათ, ავუხსნათ, რომ ქრისტეანობა ეკლესიურობის გარეშე არ არსებობს. თუ მოსანათლავი მცირეწლოვანია, უმჯობესია მივიღოთ შემოთავაზება და ვიზრუნოთ ბავშვის ქრისტეანულ აღზრდაზე - ნათლიობა სწორედ ამას გულისხმობს. თუმცა აქაც არჩევანი ჩვენზეა.

(დეკანოზი ანდრია კემულარია)

- ლევიტელთა წიგნის მე-20 თავში წავიკითხე: „და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა. უკუეთუ ვინმე ძეთაგანმან ისრაჱლესათამან, განათუ მოსრულთაგანმან მწირმან ისრაჱლსა შორის, რომელ მისცეს ნათესავი თჳსი მთავარსა, სიკუდილით მოკუედინ, ტომმან მისვე ქუეყანისამან ქვაჲ დაჰკრიბონ მას". (ლევ. 20.1-2) „რომელმან შეირთოს ასული და და დედაჲ მისი, რამეთუ უშჯულოებაჲ არს, ცეცხლითა დაწჳთ იგი და იგინი მის თანა, და არა იყოს უშჯულოებაჲ თქუენ შორის". (ლევ. 20.13-14) „და მამაკაცი, ანუ თუ დედაკაცი იყუნენ თუ მისან, გინა მსახვრალ, სიკუდილით მოწყდედ, ქვითა დაქოლენით იგინი, რამეთუ თანამდებ არიან". (ლევ. 20.27).
მაინტერესებს რატომ დართო ღმერთმა ნება ტომს (ანუ ადამიანებს) საკუთარი ხელით დაეხოცათ ცოდვილნი? ჩვენ ხომ გვასწავლის მაცხოვარი: „ვინც უცოდველია, პირველმა ესროლოსო მეძავს ქვა".

- დღევანდელი გადასახედიდან მართლაც გვიჭირს იმის გაგება, რატომ მოუწოდებდა ღმერთი ადამიანს ცოდვილთა მიმართ ასეთი სისასტიკისაკენ. ქრისტეანის მსოფლმხედველობა რადიკალურად განსხვავდება ძველი სჯულის ადამიანის მსოფლმხედველობისაგან. ჩვენი ზნეობა ქრისტეს სიტყვას ეფუძნება (ასეა იდეალში). ძველი აღთქმისეული ადამიანი კი სხვა ორიენტირებით ცხოვრობდა. როცა ღმერთი ბრძანებს „კბილი კბილისა წილ", ეს არა შურისძიებისაკენ მოწოდებაა, არამედ უზომო სისასტიკის ალაგმვა, როცა კბილის წილ ყბას უნგრევდნენ ერთმანეთს. ამით ძველი სჯული ზნეობრივი ცხოვრებისაკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იყო.

რაც შეეხება ცოდვილებთან მოპყრობის სისასტიკეს, ეს იყო, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი იმუნიტეტი ცოდვისაგან ერის დასაცავად. ასეთი მცნებებით უფალი იცავდა ებრაელთა ერს მასში ცოდვის გავრცელებასა და მომძლავრებისაგან, ინახავდა ერს მისთვის დაკისრებული ზოგადსაკაცობრიო მისიისათვის. შიში იყო ის ერთადერთი საშუალება, რომელსაც ემორჩილებოდა ერი მთლიანობაში, ცოდვილთა ამოშანთვა კი - ზნეობრივი სისუფთავის შენარჩუნების აუცილებელი საშუალება. გავიხსენოთ, რომ ძველი სჯული იყო მონობისა და შიშის სჯული, და არა მადლისა და თავისუფლების, როგორც ახალი აღთქმა. ძველი აღთქმის სჯული ამზადებდა ადამიანს ახლის მისაღებად.

ძველი აღთქმისეული ადამიანის ცხოვრება არის ალეგორიული სახე ჩვენი შინაგანი ცხოვრებისა. ჩვენც ასეთივე სისასტიკითა და დაუნდობლობით უნდა მოვეპყრათ ცოდვებსა და ვნებებს, ბოროტ სულებს, რომლებიც თესავენ ჩვენში უკეთურებას. მაგრამ არა ადამიანებს.

(დეკანოზი ანდრია კემულარია)

- შესაძლებელია თუ არა ჯვრის დაწერა მართმადიდებელსა და კათოლიკეს შორის სარწმუნოების შეცვლის გარეშე?

- ჯვრისწერა არის საეკლესიო საიდუმლო და მასში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ მართლმადიდებელს. ამიტომ კათოლიკესთან ჯვრისწერა მამთლმადიდებლური წესით შეუძლებელია. ამა

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1134 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები