ხუთშაბათი, 25.04.2024, 13:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » როგორ უნდა ვთქვათ აღსარება 10 მცნების მიხედვით.
01:04
როგორ უნდა ვთქვათ აღსარება 10 მცნების მიხედვით.

 

მეოთხე მცნება: მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.

მუდამ გახსოვდეს შაბათი დღე და წმინდად დაიცავი იგი. ექვსი დღე იშრომე, ხოლო მეშვიდე დღე მიუძღვენი უფალს. ამ მცნებასაც ვარღვევთ ხშირად ისე, რომ არც ვაცნობიერებთ ჩვენს ცოდვას და შესაბამისად, არც ვინანიებთ უფლის წინაშე.

ვცადოთ იმის გაანალიზება, რა აზრი დევს ამ მცნებაში, ჩავიხედოთ ჩვენს სულებში და თუ იქ ცოდვას აღმოვაჩენთ, ვაღიაროთ და მოვინანიოთ.

ეს მცნება გვავალებს ექვსი დღე პატიოსნად ვიშრომოთ, მაგრამ ჩვენ ასე ვირჯებით განა? ორშაბათის მიჯნაზე ბევრ ჩვენგანს წინასწარ უფუჭდება გუნება იმ მიზეზით, რომ მეორე დღეს სამსახურშია წასასვლელი. იმის ნაცვლად, რომ გულში მაინც ვთქვათ: უფალო, მაკურთხე დავიწყო საქმიანობა, ვფიქრობთ: ნეტავ მალე მოვიდოდეს შაბათი, მალე დამიდგებოდეს საპენსიო ასაკი. ვხვნეშით, ვოხრავთ, თუ ბევრი სამუშაო შეგვხვდა, ვცდილობთ დავხარჯოთ დრო (რომლისთვისაც ფულს გვიხდიან) უსაქმურობასა და საკუთარ საქმეთა მოგვარებაში, ან თანამშრომლებთან უქმადმეტყველებაში. ვმუშაობთ არა სინდისის კარნახით, არამედ იმისთვის, რომ უფროსობამ არ დაინახოს ჩვენი დაუდევრობა, არ დავიმსახუროთ საყვედური და სულაც არ გვეუხერხულება ხელფასის დღეს ამგვარი გარჯისათვის ანაზღაურების მიღება.

თანაც გული გვწყდება, რომ ცოტას გვიხდიან, არ გვაწინაურებენ სამსახურში სამსახურში. თუ ვინმე უფროსთაგანი შენიშვნას მოგვცემს ცუდად მუშაობის გამო, ცრემლებს ვყრით განაწყენებულნი, ისტერიკას ვაწყობთ, უხეშად და კადნიერად ვეპასუხებით შენიშვნის მომცემს.

იქნებ ზოგიერთი თქვენგანი კიდეც დასცინოდა რომელიმე თანამშრომელს, რომელიც სინდისიერად მუშაობდა და ბრალად სდებდა მას უფროსების წინაშე თავის გამოჩენის სურვილში. იქნებ ცდილობდით, სხვისთვის გადაგებარებინათ თვენი შეხედულებით უსიამოვნო, მძიმე და ნაკლებად სარფიანი სამუშაო. შეინანეთ, ვინც საკუთარ თავს ამოიცნობს ამ მამხილებელ სიტყვებში.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

საქმისადმი ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო სირცხვილია, საკუთარ თავს ქრისტიანი უწოდო.

განა არ ვარიდებთ ხოლმე თავს სამსახურებრივ მოვალეობას ეკლესიაში სიარულის მიზეზით? განა არ ვიღებთ ხოლმე ექიმისგან ბიულეტენს, რათა მკურნალობის ნაცვლად ვიაროთ ტაძრებსა და მონასტრებში? თუ ვინმეს ასეთი რამ ჩაგიდენიათ, შეინანეთ უფლის წინაშე ამხელა ტყუილი.

ზოგიერთი კი იმასაც აკეთებს, რომ ავადმყოფობის მომიზეზებით მიემგზავრება წმინდა ადგილის მოსანახულებლად და თავის თავს უფლებას აძლევს თვითნებურად გააცდინოს სამსახური. ამაზე მოძღვრის კურთხევასაც კი ითხოვენ, რითაც მღვდელსაც აცდუნებენ და უფალსაც ატყუებენ. შეინანეთ, ვისაც ასეთი ცოდვა ჩაგიდენიათ უფლის წინაშე!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

იქნებ აქ მყოფთა შორის არის ისეთი ქრისტიანი, რომელიც შეგნებულად არიდებს თავს საზოგადოებრივ საქმიანობას მოგონილი ავადმყოფობის საბაბით ან ისეთი სნეულების მომიზეზებით, რომელიც საშუალებას იძლევა, ეს სამუშაო არ შესრულდეს. ექიმთა ჯგუფის მოტყუება კიდევ შეიძლება ავადმყოფობის სიმულაციით, მაგრამ უფლის წინაშე ყველაფერი ხილულია. წმინდა ეკლესია არასოდეს უბიძგებს ვინმეს უსაქმურობისაკენ.

პავლე მოციქული ასე მიმართავს პირველ ქრისტიანებს: „უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნურცა ჭამნ" (2 თეს. 3,10). შეინანეთ, ვისაც სინდისი გამხელთ და დაუყოვნებლივ შეცვალეთ თქვენი ცხოვრების წესი.

არსებობენ აგრეთვე ისეთი ქრისტიანენიც, რომლებიც არც თვითონ მუშაობენ, და იმათაც განიკითხავენ, ვინც შრომობს საკუთარი არსეობისთვის, რათა უზრუნველყოს თავისი თავი სიბერეში პენსიით. განიკითხავენ და, იმავდროულად, სინდისის ქენჯნის გარეშე იკვებებიან მოწყალებით, რომელსაც გამრჯე ადამიანებისგან იღებენ, თანაც თავიანთი სიბნელის წყალობით მათ სამუშაოს ეშმაკეულს უწოდებენ.

შეინანეთ, ვინც ამ ცოდვას ჩადიხართ!

მონასტრის მკვიდრნო, განა ყოველთვის უაღრესი გულმოდგინებით, სიხარულითა და სიყვარულით აღასრულებთ თქვენთვის დაკისრებულ მორჩილებას? არ დრტვინავთ მათზე, ვინც თქვენ ეს მორჩილება დაგიდგინათ? უარს არ ამბობთ მის აღსრულებაზე სიჯიუტის, დასვენების მიზეზით, ან სიამაყის გამო? არ თვლით განა, რომ დაკისრებული მორჩილება თქვენთვის დამამცირებელია? შეინანეთ, თუ შეიცნობთ, რომ სამონაზვნო ცხოვრებას ამ ცოდვით ამრუდებთ!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

2. როგორ ვატარებთ ჩვენ მეშვიდე დღეს, ანუ კვირას და დღესასწაულებს, რომლებიც უფალს უნდა მივუძღვნათ? ჩვენ ხომ დიდი ხანია ყველა დღე ერთმანეთში ავურიეთ. ღმერთო, ყელამდე ვართ ჩაფლულნი ყოფით ამაოებაში და ვერაფრით ვწყდებით საზრუნავსა და შინაურ საქმეებს. არასდროს გვრჩება დრო ლოცვისა და კეთილი საქმეებისათვის. რომელი ჩვენგანი ასრულებს ყოველდღიურად და გულდასმით დილა-საღამოს ლოცვის კანონს? უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, ჩვენი მოუცლელობა!

არ გიფიქრიათ განა, რომ თუ დილის ნახევარ საათს მიუძღვნით ყურადღებითა და შემუსვრილი გულით დილის ლოცვის, სახარებისა და სამოციქულოს თითო თავის წაკითხვას, ამით მთელი დღისათვის მიიღებთ სულიერ მუხტს და საქმე უკეთესად გამოგივათ, უფრო უკეთესი აზრები გაგიჩნდებათ ჯანსაღ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, გამოგიჩნდებათ შემწე, დამხმარე, ოღონდ ყოველივე ამის შესახებ დილით უნდა სთხოვოთ უფალს.

იგივეა საღამოსაც, ძილის წინ: ოცი-ოცდახუთი წუთი ლოცვისა და უფალი რამდენიმე საათში აღგიდგენთ მთელი დღის მანძილზე დახარჯულ ძალებს, მოგანიჭებთ სიმხნევეს. რომელ თქვენგანს აქვს იმის გარანტია, რომ ენერგიის აღსადგენად დაწოლილი არ დაიძინებს საუკუნო ძილით? აი, რას ამბობს წმინდა მამა იოანე დამასკელი ძილისწინა კანონში ჩართულ ლოცვაში: „განანათლენ თუალნი ჩემნი, ქრისტე ღმერთო, ნუ-უკუე დავიძინო მე სიკუდიდ, ნუ სადა თქუას მტერმან ჩემმან, მრე ვეყავ მას".

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ჩვენ ისე ჩაგვითრია ყოველდღიური საზრუნავების მორევმა, რომ სიკვდილი დაგვავიწყა. გამოგლიჯეთ თუნდაც ერთი დღით თქვენი სული ამაოების კლანჭებს და მიუძღვენით დღე მეშვიდე უფალს მისი მცნების თანახმად! თქვენ დარწმუნდებით, რამდენად მოწესრიგდება თქვენი ცხოვრება. უფალი აკურთხებს თქვენს შრომას, ოჯახს, სახლს, თქვენს მიწიერ ღვაწლს.

შენი მცნების დარღვევის გამო, მოგვიტევე, უფალო, ჩვენ ცოდვილთ!

3. როცა კვირა დღეს ან დღესასწაულზე არ ვმუშაობთ, მაშინაც ვცოდავთ იმით, რომ გვეზარება ტაძარში წასვლა. აი, რას ამბობს მეექვსე მსოფლიო კრების მეოთხმოცე კანონი: „ერისკაცი, რომელსაც არა აქვს რაიმე გასაჭირი ან დაბრკოლება, თუ სამ კვირა დღეს არ დაესწრება ღმრთისმსახურებას, განიკვეთოს", ანუ განეშოროს ეკლესიას.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ბევრი თქვენგანი თავს იმშვიდებს: ჩვენ ხომ დავდივართ ტაძარში და თანაც ხშირად, არა მხოლოდ კვირაში ერთხელ. სიარულით კი დავდივართ, მაგრამ როგორ ვიქცევით?

ყოველგვარი შიშისა და მოწიწების გარეშე გადავაბიჯებთ ხოლმე ტაძრის ზღურბლს, ვაწუხებთ სხვებს, ვილანძღებით, ვიღრინებით და ვჩხუბობთ კიდეც. გონს მოდით!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ყოველ ტაძარს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც უხილავ ეტრატზე იწერს ყოველი მომსვლელის საქციელს. ტაძარი არის ღმრთის დედამიწაზე ყოფნის განსაკუთრებული ადგილი. ეს არის მიწიერი ზეცა. როგორი შიშითა და მოწიწებით უნდა შევდიოდეთ ჩვენ, ცოდვილნი ეკლესიაში, როგორ ფრთხილად უნდა ვიქცეოდეთ ამ წმინდა ადგილას.

ჩვენ კი როგორ ვიქცევით? ბევრი იმათგან, ვინც გამუდმებით დადის ერთსა და იმავე ტაძარში, თვლის, რომ მას იქ აქვს „თავისი" ადგილი. რას აკეთებთ ხოლმე, თუ „თქვენი" ადგილი დაკავებული დაგხვდებათ. ნუთუ თვლით, რომ თუ ადამიანს გააგდებთ „თქვენი ადგილიდან", მიაყენებთ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ შუბლს იტკენთ ქვის იატაკზე მეტანიის კეთებით, თუნდაც ერთი სიტყვა თქვენი ლოცვისა მიაღწევს ღმერთამდე? შეიგნეთ, რომ ცოდვის გარდა ვერაფერს მოიმკით ამ „თქვენ ადგილზე" პრეტენზიის გამოცხადებით. საქმე ხშირად ხელჩართულ ბრძოლამდე მიდის ამ „ადგილების" გამო!

კარგია, ერთ რომელიმე შეჩვეულ ადგილას გამუდმებით დგომა, მაგრამ თუ ეს გინდა, ადრიანად მოდი და მშვიდად დადექი შენს საყვარელ ადგილას, ხოლო თუ იგი უკვე დაკავებულია, მორჩილებითა და სიყვარულით დათმე. ამისთვის უფალი შენ უფრო მეტად შეგეწევა.

გახსოვდეთ, რომ ეს არ არის ლიტონი სიტყვები, არამედ ჭეშმარიტებაა: თუ რაიმე მიზეზით კაცი გააგდე, უფლისაგან არაფერს მიიღებ, მხოლოდ ეშმაკს გაამხიარულებ. დათმე სიყვარულით და ასეთ ლოცვას უფალი არა მარტო შეიწირავს, არამედ კიდევ შეგეწევა, რათა სასოებით ილოცო. დაიწყეთ ამ აღსარების შემდეგ გამოსწორება. დასაწყისში ალბათ გაგიძნელდებათ, მაგრამ შემდგომ მადლობით გაიხსენებთ ყოველივეს.

დროა, რომ ჩვენ, ჭაღარაშერეულებმა, დავიწყოთ სულიერებაში გარკვევა. ჩვენ თავს წარმოვიდგენთ ხოლმე თავგადაკლულ მლოცველებად. მაგრამ შეიძლება ჩვენი გარჯა ამაოა იმის გამო, რომ კადნიერად ვიქცევით ტაძარში და უფლისგან არაფერს მივიღებთ გაკიცხვის გარდა.

ტაძარში ჩვენს ქცევას კიდევ ერთი სენი სჭირს. ზოგიერთი უძლურებისა და ავადმყოფობის გამო ვერ უძლებს მთელი წირვის მანძილზე ფეხზე დგომას და სადმე ჩამოჯდება. უფალი ხედავს კაცის გულს და იცის მისი ხორციელი უძლურების შესახებ.

თქვენ კი, ჯან-ღონით აღვსილებო, ნუ განიკითხავთ მათ, ახალგაზრდაა იგი თუ ხნიერი, ნუ მისცემთ შენიშვნას, ეს თვით იმ ადამიანის სინდისის საქმეა. ახალგაზრდაც ხომ შეიძლება იყოს ინვალიდი. ერთმა კაცმა შეძრწუნებით მიამბო, რომ ჩვენს მონასტერში მოსული, შეესწრო საშინელ ამბავს: საღმრთო ლიტურგიის აღსრულებისას, თანაც ევქარისტიული კანონის მომენტში, ერთი ხნიერი ქალი აძალებდა შედარებით ახალგაზრდას, ფეხზე ამდგარიყო.

ის კი ხვეწნით იმართლებდა თავს, რომ ფეხზე წყლული ჰქონდა და დგომა არ შეეძლო, მაშინ გაისმა საშინელი სიტყვები: „სულაც დაგლპობია და მოგსპობია ეგ ფეხიო". შემდეგ კი, თითქოს არაფერი მომხდარაო, ეს ქალი პირჯვარსაც ისახავდა, მეტანიასაც აკეთებდა, გალობდა „მამაო ჩვენოს". იქნებ სულაც ეზიარა კიდევ. ამისი მოყოლაც საშინელებაა და გაგონებაც! ჩვენში ძალზე ხშირად იმართება ასეთი არაადამიანური დიალოგები.

უფრო მეტიც, - შეურაცხყოფას მივაყენებთ, ვაწყენინებთ ვინმეს ჩვენი უადგილო შენიშვნით და მერე მოჩვენებითი სიმდაბლით ვიტყვით: „მომიტევე მე, უფალო!". ეს თავხედური, უზნეო დაცინვაა: მომიტევე, რომ ცოტა გაწყენინე. აი, როგორი ვერაგია ადამიანური ბუნება!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

გონს მოდით, ნუ მისცემთ თავისუფლებას თქვენს ბოროტ ენას ტაძარში. გახსოვდეთ, რომ უფალი მხოლოდ მრავლისმომთმენი არ არის, არამედ „საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა" (ებრ. 10,31).

კიდევ ერთი ცოდვა უნდა გავიხსენოთ ტაძარში მოურიდებელი მოქცევის დროს. ბავშვებს უჭირთ სამონასტრო წირვის მოსმენა. ისინი გამორბიან ეზოში და ცელქობენ. გარდა იმისა, რომ სავანის სიჩუმეს არღვევენ, ისინი მლოცველებსაც უშლიან ხელს, რომლებიც იწროობისა, ან უძლურების გამო ტაძარში ვერ შედიან და ღმრთისმსახურებას ისმენენ ღია კარიდან და სარკმლიდან. ბავშვი ბავშვია, იგი მოძრავია და ხმაურიანი, მაგრამ მათ უნდა ირბინონ და ითამაშონ ტაძრის ეზოს გადაღმა, ხოლო წმინდა ადგილის მიმართ ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩავუნერგოთ რიდი და მოწიწება.

თუ თქვენ - დედებმა, ბებიებმა, დეიდებმა, ბავშვი მოიყვანეთ ტაძარში, კიდევაც მიაქციეთ ყურადღება მათ საქციელს. ჯერ კიდევ სახლში შეაგონეთ, რომ ტაძარი წმინდა ადგილია და იქ თამაში და ხმაური არ შეიძლება, ასწავლეთ, რომ ტაძარში განსაკუთრებული მოწიწება მართებთ.

უფალო, მოგვიტევე ჩვენი უსასოობა. თვითონაც მოურიდებელნი ვართ და შვილებსაც იმავეს ვასწავლით.

4. მეოთხე მცნების მიმართ ვცოდავთ აგრეთვე იმითაც, რომ არ ვიცავთ მარხვას ეკლესიის მიერ დადგენილ დღეებში.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ჩვენ ხორციელ მარხვასაც კი არ ვიცავთ, რაც გამოიხატება გარკვეული დროის მანძილზე განსაზღვრული საკვების აღკვეთით, მაგრამ ამას თუ მაინც ვაკეთებთ, ნუღარ ვიქებთ თავს, ვინაიდან „ჭეშმარიტი მარხვა არის ბოროტისაგან განდგომა, მდუმარება, მრისხანებისაგან დაცხრომა, ვნებისაგან განშორება და უარყოფა სიცრუისა და ფიცის გატეხისა (დიდ მარხვის 1 კვირის სტიქარი). რომელი ჩვენგანი მარხულობს ასე?

ამ საქმეში, ჩვენ, ყველანი, ფესვგამდგარი, მოურჯულებელი ცოდვილნი ვართ. მარხვის ამ მთავარ არსზე სულაც არ ვფიქრობთ, ხოლო ხორციელ მარხვას თვითნებურად ვიტვირთავთ ხოლმე უდროოს დროს და ამითაც ვცოდავთ.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

დღესასწაულზე თვით ეკლესიის კანონით არის დაშვებული მრავალფეროვნება ტრაპეზზე, ხოლო დიდ დღესასწაულებზე - „დიდი სიუხვე".

ცოდვად არ ითვლება დღესასწაულზე გემრიელი საკვების მირთმევა, უფრო ხანგრძლივად დროის გატარება სუფრასთან, სტუმრად წასვლა და საკუთარ სახლში წვეულების გამართვა, მაგრამ ყოველივე ეს უნდა აღესრულოს უფლის სადიდებლად.

შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი დამსგავსებია კიდეც პირუტყვს დღესასწაულის ტრაპეზისას ნაყროვანებითა და სიმთვრალით. შემდეგ დრო უტარებია უქმი გასართობითა და აზარტული თამაშებით, უყურებია ქრისტიანისთვის შეუფერებელი სპექტაკლის, ან ფილმისთვის, მთელი დღე ტელევიზორთან მჯდარა, ან ბანქო უთამაშია, ან (განსაკუთრებით ახალგაზრდებს) თავი შეუქცევია ველური როკვითა და სიმღერით. შეინანეთ უგლისა წინაშე!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ჩვენ, ქრისტიანები მეტად ფრთხილად უნდა მოვიქცეთ დღესასწაულებზე: უნდა წავიკითხოთ სულის საცხონებელი წმიდა მამათა წიგნები, მოვინახულოთ სნეულები, მოვიწვიოთ შინ მარტოხელა ადამიანი, რათა გული გაუთბეს ჩვენი სტუმართმოყვარეობით, მოვიკითხოთ განსაცდელში მყოფი მოყვასი და ვანუგეშოთ, თუ საქმით არა, სიტყვით მაინც. ნეტარია ის, ვინც ასე გაატარებს დღესასწაულს. ხოლო ვინც შესცოდავს, შეინანოს.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!


მეხუთე მცნება: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.

- გიყვარდეს და პატივს სცემდე შენს მშობლებს.

ჩვენ რომ საღვთო სჯულის ამ მცნებას ვასრულებდეთ, მაშინ, უხეშობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სამდურავი სიტყვაც არ წამოგვცდებოდა მშობლების მისამართით; ყოველნაირად შევეცდებოდით აღგვესრულებინა მშობლის ნება, მათი კეთილი განკარგულება.

მათ ხანდაზმულობას ყოველნაირად გავუწევდით ანგარიშს, უდრტვინველად, მოთმინებითა და სიყვარულით მოვუვლიდით მათ უძლურების ჟამს, ვილოცებდით მათი დღეგრძელობისათვის და განსაკუთრებით გავაძლიერებდით ლოცვას მათი ამ ქვეყნიდან გასვლისას.

აი, ასე უნდა ვეპყრობოდეთ მშობლებს. ჩვენ კი როგორ ვასრულებთ ამ მცნებას უფლისას? განა პატივსა ვცემთ მშობლებს? ჩვენს დროში „მოდაში აღარ არის" მშობლების პატივისცემა.

ახალგაზრდებს რცხვენიათ თანატოლების წრეში დედისა და მამის მოხსენიება მშობელბად და მათ უწოდებენ შეურაცხმყოფელ, მოსასმენად საძაგელ სიტყვებს: „წინაპრები", „ბებრები". თუ რომელიმე თქვენგანს, ვინც დღეს აღსარებისთვის მოსულა, ასეთი სიტყვა უწოდებია თავისი მშობელბისათვის, უფალს შესთხოვოს პატიება.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ვისაც თავად ჰყავს ოჯახი, განა ის კი ცდილობს თავისი მშობლების უზრუნველყოფას? თუ თვლის, რომ მშობლებმა სიცოცხლის ბოლომდე უნდა უზრუნველყონ თავიანთი შვილები?! ჩვენ კი არ ვითხოვთ, არამედ მოვითხოვთ მათგან, მართონ ჩვენი ოჯახური საქმენი, მოუარონ ჩვენს ბავშვებს, და ჩვენს პრეტენზიებს იმით ვამართლებთ, რომ „ჩვენ ვმუშაობთ, ისინი კი შინ სხედან".

ხოლო თუ რაიმე მიზეზის გამო მშობელმა უარი თქვა იყოს ჩვენი მონა, ან მოგვემსახურა პირფერობის გარეშე, აღშფოთებასა და მრისხანებას დავანთხევთ თავზე.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

თუ მოხუცებული დედა ან მამა ავად გახდება, დიდი წუხილი და სასოწარკვეთილება გვეუფლება, მაგრამ არა მათი თანაგრძნობის გამო, არამედ საკუთარი თავის სიბრალულით. თუ ახლა ჩვენი მშობლები შინ სხედან, ეს ხომ მათი დამსახურებული დასვენებაა. მათ უკან მოიტოვეს ცხოვრების გრძელი გზა: თქვენი აღზრდა, ავადმყოფობა, შრომა, მძიმე დანაკარგები... თუ ახლა თავიანთი მშობლიური სიყვარულის გამო ხელს წაგვაშველებენ რამეში, ფეხები უნდა ვუკოცნოთ მათ.

ჩვენ კი, ავსიტყვაობითა და წვრილმანი მითითებებით თავხედურად ვაყენებთ მათ შეურაცხყოფას, გვაღიზიანებს მათი უძლურებანი, ხოლო თუ შენიშვნა მოგვცეს, ისე ვუპასუხებთ, რომ წყენითა და მწუხარებით ხშირად ტირილს იწყებენ.

უფალო, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ სრულიად დაგვიკარგავს შიში შენს წინაშე, უბრალო ადამიანური განსჯის საზომითაც კი გონდაკარგულნი ვართ.

იქნებ ჩვენი დაუდევრობის გამო ისიც კი არ ვიცით, რომ შენ იმდენად გძაგს მშობლების უპატივცემულობის ცოდვა, რომ ძველ აღთქმაში ბრძანე, ქვით ჩაექოლათ ჩვენი მსგავსი უკეთურნი: „წყეულიც იყოს ყოველი, ვინც პატივს არ მიაგებს მამასა თვისსა და დედასა თვისსა" (სჯულთა 27,16), ხოლო შემდეგ გვიკვირს, რატომ არ აეწყო მშვიდად და ბედნიერად ჩვენი ცხოვრება.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

მშობლების უპატივცემულობა განსაკუთრებით საშიშია ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის: უხეშად შევეპასუხებით მშობლებს, მივახლით საშინელ სიტყვებს და გავემართებით ეკლესიისაკენ ისე, რომ კარსაც კი გავიჯახუნებთ. რისთვის წავიდით ტაძარში? ნუთუ ფიქრობთ, რომ უფალი შეისმენს ჩვენს ლოცვას და მიიღებს ჩვენს შესაწირს? ნუ ვიტყუებთ თავს! ჩვენნაირებისგან ღმერთი არაფერს შეიწირავს. ერთ მაგალითს გიამბობთ ღირსი მამა ალექსანდრე სვირელის ცხოვრებიდან: წმ. სამების სახელობის ტაძრის კურთხევისას ღირსი მამა პარაკლისის შემდეგ მლოცველთაგან შესაწირს კრებდა ტაძრისათვის. ერთი გლეხი, სახელად გრიგორი, ცდილობდა შეეწირა რაიმე, მაგრამ ღირსმა მამამ არ მიიღო შესაწირავი.

ორჯერ და სამჯერ სცადა გრიგორიმ შესაწირის ჩადება ეპიტრაქილში, მაგრამ გამჭრიახმა მღვდელმა ჯერ უსიტყვოდ მოიცილა მისი ხელი, შემდეგ უთხრა: „ხელი გიყარს. მაგ ხელით დედა გიცემია და ღმრთის რისხვა მოგიწევია შენს თავზე" „რაღა ვქნა ახლა?" - ჰკითხა გრიგორიმ. „წადი, გამოსთხოვე პატიება დედაშენს და აწი აღარ გაბედო მისი შეურაცხყოფა".

ეს რჩევა გამოსადეგია ყველა შვილისთვის, რომლებმაც უხეში და მოურიდებელი საქციელით შეურაცხვეს თავიანთი მშობლები. გესმით? მშობლების შეურაცხყოფა არის უდიდესი უბედურება ჩვენთვის.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

მშობლების გარდაცვალების შემთხვევაში, ვლოცულობთ კი გულმოდგინედ მათთვის, გავცემთ მოწყალებას მათ სახელზე, მოვიხსენიებთ მათ ეკლესიისგან დადგენილ დღეებში, დავდივართ საფლავებზე, ვუვლით მათ?

არის თუ არა ჯვარი მათ საფლავებზე? შეინანეთ უფლის წინაშე, ვისაც გავიწყდებათ ამის გაკეთება, ან თავს იმართლებთ მოუცლელობით. არა, ეს დაკავებულობა კი არ არის, არამედ თავის შეუწუხებლობა გარდაცვლილ მშობლებზე ზრუნვით.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

უფლის მეხუთე მცნების წინაშე ჩვენ ვცოდავთ ნათესავებთან გულგრილი დამოკიდებულებით. ქრისტიანთა შორის ხშირად გაიგონებთ ხოლმე ასეთ სიტყვებს: „რა არის ჩემთვის და, ან ძმა? იგი უცხოზე უფრო უარესია". ჩვენ კი მშობლებზე ზრუნვის შემდგომ, უპირველეს ყოვლისა, ნათესავებზე ზრუნვა გვევალება. ეს ჩვენი სისხლისმიერი მოვალეობაა.

ხშირად გამიგონია: „მათ ღმერთი არ სწამთ და მათთან საერთო არაფერი მინდა რომ მქონდეს". მითუმეტეს გვმართებს მათთვის ზრუნვა, რათა ჩვენი მაგალითით, სიყვარულით, სიკეთით, კეთილგანწყობით აღვუძრათ მათ ინტერესი ქრისტიანობის მიმართ. ჩვენ კი, პირიქით, თავს ვიზღუდავთ მათგან და გავურბივართ, როგორც კეთროვნებს. აი, როგორი ქრისტიანები ვართ!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

თუ სახლში რძალი ან სიძე შემოგვივიდა, ჩვენ, ქრისტიანები, ვალდებულნი ვართ ჩვენი ოჯახის ახალ წევრებს კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით დავანახოთ, რას ნიშნავს ქრისტიანობა და რწმენა უფლისა. ზოგიერთი თავისი გიჟური ეჭვიანობით ახლად შექმნილ ოჯახში თესავს განხეთქილებას, რის გამოც, ღმერთმა დაგიფაროთ და, ინგრევა ოჯახები. შეინანეთ, ვინც ამაში ცოდვილნი ხართ უფლის წინაშე!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

თუ ჩვენ თვითონ ვართ მშობლები, საკუთარ შვილთა მიმართ უყურადღებობის გამო ვცოდავთ უფლის მეხუთე მცნების წინაშე.

იმდენად თავკერძები გავხდით, რომ შვილის ყოლაც კი აღარ გვინდა, რათა თავი არ შევიწუხოთ მისი აღზრდით. ბევრი დედა შვილის აღზრდას სამსახურს ამჯობინებს და ივიწყებს მოციქულთა სიტყვას, რომ დედაკაცი ცხონდება შვილების აღზრდით.

ჩვენ კი ავი საქციელით შვილებს ვასწავლით სიცრუეს, თვალთმაქცობას, სიზარმაცეს, უფროსის უპატივცემულობას და საშინელ სიტყვებს; ვაღიზიანებთ მათ უსამართლო შენიშვნებით და გარშემო მყოფთა მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებით - ბავშვებს ხომ ასე გაფაქიზებული აქვთ სიმართლისა და სამართლიანობის გრძნობა. შემდეგ კი თვითონვე გვიკვირს, რატომ არ გაიზარდნენ ჩვენი შვილები ისეთები, როგორიც ჩვენ გვინდოდა.

გვეზარება შვილებისათვის ლოცვა, გვეზარება მათი ხშირი ტარება ტაძარში, ვწუწუნებთ, რომ ჩვენს უღმერთო საუკუნეში ძნელია ქრისტიანის აღზრდა. თუ ეს არ მოგწონთ, რატომ არ მიმართავთ მთავარს? აზიარეთ ბავშვი რაც შეიძლება ხშირად და გჯეროდეთ, რომ მისი სული ვერ დაივიწყებს უფალთან ხშირად მიახლებას.

მაგრამ აქაც შეიძლება წინააღმდეგობაში ჩავარდნა და სიკეთის ნაცვლად ზიანის მოტანა: როდესაც ბავშვი საზიარებლად მიგყავთ, უნდა შეაჩვიოთ კიდეც იგი ზიარების სიხარულითა და მოწიწებით მიღებას. არ შეიძლება ბავშვს უთხრა ასეთი მკერეხელური სიტყვები: „წამოდი, მღვდელი შენ გემრიელ რამეს მოგცემს", არამედ უნდა უთხრათ: „წავიდეთ, ვეზიაროთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს".

ჩააცვით ლამაზად, ამითაც შეუქმენით განსაკუთრებული განწყობილება. თუ შესაძლებელია, ბავშვი მარხული მიიყვანეთ ზიარებაზე. ყოველივე ამას თქვენი პატარა ადრეული ასაკიდანვე უნდა შეაჩვიოთ.

იმის გამო, რომ არ გვინდა როგორმე მოვთოკოთ ჩვენი ეგოიზმი, რასაც უგუნურად მშობლიურ სიყვარულს ვუწოდებთ, ხშირად ისევ ვანებივრებთ ბავშვებს, რომ მათგან ნამდვილ ეგოისტებს ვზრდით, ნამდვილ მომხმარებლებს, რომლებსაც არავითარი სურვილი არა აქვთ არც შრომისა, რათა თავი ირჩინონ და არც სწავლისა, რათა შეიშინონ სპეციალობა.

უანგარიშოდ ვაძლევთ მათ ყველაფერს, რაც გაგვაჩნია, რაც მოგვეპოვება, ხოლო შემდეგ, ხანდაზმულობისას, ისინი სახლიდან თუ გვერეკებიან, ბედს ვუჩივით. რატომ? ისინი ხომ თქვენ თვითონვე აღზარდეთ ეგოისტებად? მაშ, დაითმინეთ და შესთხოვეთ უფალს პატიება საკუთარი შვილების სულების აღზრდით დამახინჯებისათვის.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

იქნებ ზოგიერთმა თქვენგანმა მრისხანების მომენტში კიდევაც დაწყევლა თავისი შვილები? მშობლის წყევლა საშინელი რამ არის. ვაი მას, ვინც თავისი საქციელით თავს დაიტეხა მშობლის წყევლა, მაგრამ ვაი მის მშობელსაც, რომელმაც დაწყევლა თავისი შვილები.

იქნებ ვინმემ მრისხანების ჟამს თავისი შვილი ბოროტ ძალას გაუგზავნა? ჩვენ ხომ უხილავად გვაკრავს გარს ავი და კეთილი სულების მთელი სამყარო. თქვენს მიერ დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვით ხომ თქვენვე აგდებთ საკუთარი შვილის სულს ბოროტის ხელში. შეინანეთ, შესთხოვეთ უფალს პატიება, რომ თქვენი წყევლა წარიშალოს ღმრთის გულისმოწყალების ძალით და არა ევნოს რა შვილებს.

თუ სულიერი მშობლები ვართ ვინმესი, ანუ ნათლობის საიდუმლოს თანაზიარნი, განა ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას ნათლულის მიმართ? თუ მხოლოდ მონათლულის მშობლებთან უფრო მჭიდრო მეგობრული კავშირის დასამყარებლად ჩავიდინეთ ეს? ვეხმარებით თუ არა მშობლებს მათი შვილის აღზრდაში? ჩვენ ხომ ემბაზთან ფიცით უარვყავით, და განვაგდეთ ეშმაკი და განვუდექით ყოველთა საქმეთა მისთა.

ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და თუ საქმის ვითარება არ გვაძლევს უფლებას, მივიღოთ უშუალო მონაწილეობა ჩვენი ნათლულის აღზრდაში, ვალდებულები ვართ, ვილოცოთ მათთვის. მაგრამ ჩვენ არც ვლოცულობთ სათანადოდ და თუ ისინი ღმრთის გმობაში გაიზრდებიან, ან თუნდაც ურწმუნონი, ამაში მშობლებთან ერთად ჩვენც ვიქნებით დამნაშავენი.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

სამარის კარამდე კიდევ არის იმედი გამოსწორებისა. თუ დღესვე დავიწყებთ ფიქრს მთელი მონდომებით, რწმენით ვილოცებთ ჩვენი ნათლულებისათვის, ვინაიდან ჯერ კიდევ ვხედავთ მათ ლტოლვას ნეტარი მარადიულობისაკენ, მაშინ გვაპატიებს უფალი ჩვენს ადრინდელ ცოდვებს და დაუდევრობას.

ჩვენ ვცოდავთ უფლის მცნების წინაშე ხელმძღვანელობისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამო. ამაში ყველანი ვართ დამნაშავე. უფროსობა ძალიან ძნელია. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენმა ხელმძღვანელმა „არაფრის კეთებისათვის" მიიღო დიდი ხელფასი. სადაც არ უნდა იყოს უფროსი - მონასტერში, ციხეში თუ სახელმწიფო სამსახურში, ყველგან აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა არა მარტო მინდობილ საქმეებზე, არამედ თავისი თანამშრომლების მიმართაც. რა უფლება გვაქვს განვსაჯოთ მისი მოქცევა, როცა არაფერი ვიცით მისი საქმიანობის შესახებ?

მონასტერში უფროსების წინაშე მორჩილება სულიერი კანონია. უსიტყვო მორჩილების გზით მავალი მონაზონი ადვილად ცხონდება - ეს პირდაპირი გზაა სულიერი წარმატებისათვის, მაგრამ დიდი ხნის დავიწყებულია მონაზონთა მიერ. ამ გზით უნდა იაროს არა მარტო მონაზონმა, არამედ ერისკაცმაც.

თუ ჩვენ ვკამათობთ, ვაღიზიანებთ უფროსებს ჩვენი ურჩობით და მით ვცოდავთ მეხუთე მცნების წინაშე, უფალმა მოგვიტევოს ჩვენ, რომელთაც არა გვსურს არავის მორჩილება ჩვენი უზომო ამპარტავნების, თვითნებობისა და ჭირვეულობის გამო.

განა რომელიმე თქვეგანი, ვინც ახლა ღმრთისმსახურებაში მონაწილეობს - გალობს ან ფსალმუნს კითხულობს, არ სცოდავთ წინამძღვრის, ან მწირველი მღვდლის წინაშე? განა არ მიგიციათ უსარგებლო, ან უადგილო შენიშვნა წირვის დროს ვინმესთვის და ამით დაგირღვევიათ ტაძარში მყოფთათვის ლოცვის სიმყუდროვე, ან სულაც წირვის მსვლელობა? არ გაღიზიანებულხართ განა წინამძღვრის, რეგენტის, ან მოწესეს სამართლიან შენიშვნაზე? არ შეგიძლიათ განა ხელი კითხვისა, ან გალობისათვის? იქნებ რომელიმე თქვენგანი მართლაც გააჩუმეს მგალობლებს აყოლილი და ამით დიდად ატკინეს გული, ანდა პირიქით - ჯიუტად არ ემორჩილებოდით და ამით არღვევდით გალობისა და კითხვის მსვლელობას.

ვინც მორჩილებით და სიყვარულით მონაწილეობს საეკლესიო ღვთისმსახურებაში, მუდამ უნდა ახსოვდეს ერთი რამ - თუ გინდა რაიმე სარგებლობა მიიღო და არ მოიწიო შენს თავზე უფლის რისხვა, საჭიროა უპირველეს ყოვლისა, დისციპლინის მკაცრად დაცვა, უფროსების უსიტყვო მორჩილება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ღმრთისმსახურების მსვლელობის დარღვევა.

საჭიროა მდაბლად შევუერთოთ ჩვენი დიდება და გალობა ღმრთისა ანგელოზთა ზეციურ გუნდს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმჯობესია საერთოდ არ გავეკაროთ იმ ადგილს, სადაც კითხულობენ დავითნს.


უმჯობესია სადმე კუთხეში მიყუჟულნი ვლოცულობდეთ. შეინანეთ, ვისაც თქვენი საქციელით დაგირღვევიათ ღმრთისმსახურების მსვლელობა.

6. თუ უფალმა რომელიმე ჩვენგანი დაადგინა უფროსად, ხომ არ სცოდავს დაუდევრობით, ან პირიქით - ზედმეტად მკაცრი შეფასებით? იქნებ ვალდებულებების გამო დაავიწყდა, რომ ჩვენი ხელმძღვანელობის ქვეშ მოქცეულია ცოცხალი ადამიანები ცოცხალი სულეთბი და რომ ჩვენთვის არავის მოუხსნია ვალდებულება იმისა, რომ ადამიანურად მოვექცეთ მათ. ეს კი განსაკუთრებით მოგვეთხოვება ჩვენ, ქრისტიანებს. ხომ არ აწყენინე რომელიმეს, ხომ არ გაიჩინე რჩეულნი, რომლებსაც ყველაფერს პატიობ, სხვებს კი არა. ხომ არ დებდით შარს რომელიმე თანამშ

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1206 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები