01:23 შვიდი საეკლესიო საიდუმლო. | |
ეკლესია უფლის სხეულისა. ქრისტიანის ცხოვრება ხის ტოტს შეიძლება შევადაროთ, რომელიც მანამ ცოცხლობს, სანამ ხეზეა მიბმული. ჩვენ სულიერად ვცოცხლობთ, როცა ვუკავშირდებით წმინდა ეკლესიას. ის გამდმოგვცემს ღვთის სულის მადლს, რომელიც ქრისტეს მოციქულებმა მიიღეს. ეკლესია ევედრება ღმერთს, გადმოვიდეს ჩვენზე ეს მადლი. ეკლესიაში ლოცვის დროს უხილავად მოქმედებს საიდუმლო ძალა ღვთის სულისა. ქრისტიანობაში ჩვენ ვიცით სულ შვიდი საეკლესიო საიდუმლო, ესენია: ისინი აღიარებენ თავიანთ რწმენას და აღუთქვამენ ღმერთს მისი მცნებების აღსრულებას. მღვდელი აკურთხებს წყალს და სამჯერ ჩააყურყუმალავებს ჩვილს, თან ამბობს: „ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, ამინ და ძისათა, ამინ და სულისა წმიდისათა, ამინ". ნათლობისა და მირონცხების შემდეგ მღვდელი სამჯერ შემოატარებს მონათლულს ემბაზის გარშემო და ახალი წევრი სამუდამოს შეუერთდება ეკლესიას. ზიარებისას მღვდელი ამბობს: „ეზიარება მონა ანუ მხევალი ღვთისა (სახელი)". ზიარებით ჩვენ ვუერთდებით თვით ქრისტეს. მღვდელს გამოაქვს ბარძიმი, მორწმუნენი პირჯვარს იწერენ და იმეორებენ ზიარების წინა ლოცვებს. შემდეგ ფრთხილად მიუახლოვდებიან ბარძიმს და ემთხვევიან, მიიღებენ თბილ ღვინოს (სარღვნელს) და სეფისკვერის ნატეხს. ზიარებამდე არ შეიძლება ჭამა და რაიმეს დალევა. ბოლოს მორწმუნენი კითხულობენ ზიარების შემდეგ სამადლობელ ლოცვებს. როგორ მოვინანიოთ ეს ცოდვები? ამისათვის დადგენილია სინანულის საიდუმლო ანუ აღსარება. აღსარებისათვის უნდა მოვემზადოთ. ვეცადოთ, გავიხსენოთ ყველაფერი, რითაც შევცოდეთ ღმერთის წინაშე, ახლობლებისა და ჩვენი თავის მიმართ. მღვდელი ხდება ჩვენი აღსარების მოწმე, ღვთის წინაშე ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს და მღვდელთან ერთად შევთხოვთ შენდობას. ყველა ქრისტიანი ზიარების წინ უნდა მივიდეს აღსარებაზე. მაშინაც, როცა სინდისი გვაწუხებს რაიმე ცოდვის გამო. ბავშვებმა აუცილებლად უნდა მოინანიონ ცუდი საქციელი ზიარების წინ. ზეთისცხების საიდუმლოს შესრულების წესი ასეთია: თავდაპირველად იკურთხება ზეთი, შემდეგ ნაკურთხ ზეთს წაუსვამენ ავადმყოფს და ყველა დამსწრეს. ზეთისცხებამდე იკითხება ნაწყვეტები მოციქულთა წერილებიდან, მღვდელი კითხულობს განსაკუთრებულ ლოცვას და ნაწყვეტებს სახარებიდან. ეს მღვდელთმსახურება სრულდება რამდენიმე მღვდლის მონაწილოებით. მღვდლობის საიდუმლო სრულდება იმ ადამიანზე, რომელი მღვდელმსახურო ხდება და იღებს განსაკუთრებულ მადლს. ღვთისმსახურთათვის არსებობს იერარქია ანუ დაწინაურებული ხარისხი. ყველაზე მაღალი ხარისხის საფეხურზე დგას ეპისკოპოსი, რომელიც სახარების მემკვიდრედ გვევლინება. ეპისოკპოსები მართავენ ეკლესიას და შეუძლიათ ყველა საიდუმლოს შესრულება. ეპისკოპოსი შეიძლება იყოს: ეპისკოპოსი, არქიეპისკოპოსი, მიტროპოლიტი და პატრიარქი. მეორე საფეხური არის მღვდელი, რომელიც ყველა საიდუმლოს ასრულებს, გარდა მღვდლის კურთხევისა. ბოლო ხარისხია – დიაკონი. მას საიდუმლოებების შესრულება არ შეუძლია, იგი ეხმარება მღვდელს. მათ დიდი მადლი გადმოეცათ თვით უფალ იესო ქრისტესაგან და ჩვენ განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით უნდა მოვეპყრათ მათ. მღვდელი სამჯერ აკურთხებს და სამჯერ შემოატარებს მათ ანალოღიის ირგვლივ. საქმრო და საცოლე დგანან ანთებული სანთლებით ხელში და მათ თავზე გვრიგვინები უჭირავთ მეჯვარეებს. ქრისტიანული ქორწინება წმინდაა, ამიტომ გაყრა არ არის დაშვებული, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა, როცა დაირღვევა ცოლ-ქმრული ერთგულება. | |
|