01:27 რატომ გვჭირდება სულიერი მოძღვარი? | |
ხშირად არაეკლესიური ადამიანები სვამენ კითხვას: ვინ არის სულიერი მოძღვარი? რაში მჭირდება მისი დახმარება უფალთან საუბრისას? მთავარია, რომ მწამს. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს, მაშ, რაღად მინდა დამხმარე მასთან ურთიერთობისას, რატომ უნდა გადავუშალო უცხო პირს ჩემი სულის დაფარული ზრახვები? ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ადამიანი არა მარტო ხორცისაგან და ამქვეყნიური სურვილებისაგან შედგება, არამედ მას აქვს ღვთის მიერ ნაბოძები სული, იგი უფალმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ეს მსგავსება რომ არ დაიმცროს, მას სჭირდება საკუთარ სულზე ზრუნვა. მაგრამ კაცს თავისთავად, ღვთის გარეშე, არ შეუძლია სულიერ წარმატებას მიაღწიოს. მას აუცილებლად სჭირდება „ხელმძღვანელი". ის, ვინც დაარიგებს, უხელმძღვანელებს მის სულიერ ცხოვრებას. ასეთი პიროვნება კი უნდა იყოს სულიერი მოძღვარი, რომელსაც მორწმუნე მიმართავს არა მარტო აღსარების, არამედ სწავლებებისთვისაც. ადამიანი უნდა შეეცადოს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰყავდეს სულიერი მოძღვარი, მას გადაუშალოს თავისი ცოდვილი ფიქრები, უძლურებანი და ცდუნებები, იცხოვროს მისი რჩევა-დარიგებებით; აი, მაშინ დაიმკვიდრებს იგი ცათა სასუფეველს. უახლოესი ხელმძღვანელის გარეშე შეუძლებელია, წმიდად იცხოვრო ამქვეყნად. მაგრამ ის, ვინც მხოლოდ ახლა იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, სვამს კითხვას: კი მაგრამ, სად შეიძლება ვიპოვო სულიერი ხელმძღვანელი, განა შესაძლებელია დღეს კარგი მოძღვრის პოვნა, ყველა ხომ ერთნაირი არ არის? ასეთი ადამიანებისთვის პასუხი, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი და ამასთან, ღრმაა: თქვენ იპოვით მათ ეკლესიაში, იქ, სადაც სულიწმიდა მათ ქრიტეს ცხოვართა მწყემსად აყენებს. შესთხოვეთ უფალს, საჭიროების ჟამს მოგანიჭოთ კეთილმოსურნე სულიერი მოძღვარი, და შემდეგ უკვე თქვენი თხოვნის გარეშე იგი მანუგეშებელ სიტყვას გაუწყებთ. უფლის სული ასწავლის მას, რა და როგორ გითხრათ; თქვენ მისგან იმას გაიგებთ, რაც სულიერად გესაჭიროებათ და ღვთივსათნოა უფლისათვის და სულ მალე იგრძნობთ, რომ თქვენში უფლის მადლი დაივანებს... როდესაც ასეთი არაეკლესიური ადამიანების წინაშე სხვადასხვა ცხოვრებისრული პრობლემები დგება, ისინი იძულებულნი არიან, გადაწყვიტონ ეს პრობლემები მარტო, უფლის დახმარების გარეშე; ასეთნი მხოლოდ თავიანთ საკუთარ გონებას, ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ან ისეთივე ადამიანის რჩევებს ეყრდნობიან, როგორებიც თავად არიან: არაეკლესიური ხალხის. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში პრობლემები გადაუჭრელი რჩება, ან მათი გადაჭრა არანაკლებ პრობლემებს იწვევს. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა უბედურების მიზეზი და პრობლემა თავად ურწმუნო ადამიანშია; ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი ცოდვების შედეგად მისი სული უფლისგან განცალკევებულია და შინაგანი სულიერი ჰარმონია დარღვეული აქვს. იმიტომ, რომ ძრავისა და ნათურას შემქმენელებმა ისე შექმნეს ისინი, რომ წინასწარ გამოთვალეს თავიანთი ქმნილებებისთვის მუშაობის განსაზღვრული რეჟიმი, რომლის დარღვევაც მათ მწყობრიდან გამოსვლას იწვევს. ასევეა უფალიც, რომელმაც შექმნა კაცი, მისცა მას თავისი მცნებები როგორც ცხოვრების წესები, რომელთა აღსრულებითაც ადამიანი თავის სულს „ნორმალურ", ჰარმონიულ მდგომარეობაში ინარჩუნებს. თუ გონიერ ადამიანს ტელევიზორი გაუფუჭდა, იგი დასახმარებლად განსწვლულ ხელოსანს მიმართავს, ისეთს, რომელმაც იცის, როგორ გააკეთოს ეს ტელევიზორი. უგუნური კი პირიქით - თავად დაიწყებს მიკროსქემაში ჩხირკედელაობას ან მეზობელს მოუხმობს, რომელიც სპეციალისტი კი არ არის, არამედ მხოლოდ ეხმარება პატრონს, კიდევ უფრო გააფუჭოს ტელევიზორი. ამის მსგავსად, „მიწიერი" ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცოდვების შედეგად ცხოვრებისრულ პრობლემენს ეჯახებიან, ცდილობენ, ისინი თავად გადაწყვიტონ ან უფრო უარეს გზას ეძებენ - ისინი მირბიან „მეზობლებთან" - ჯადოქრებთან, ექსტრასენსებთან, მკითხავებთან. შედეგი უკიდურესად სავალალოა. ქრისტიანს, რომელიც ცდილობს, დაიცვას უფლის მცნებები, სულიერი სიმშვიდე და სუფთა სინდისი აქვს, მის გარეგნულ ცხოვრებაში მომხდარი ამბები ვერ არღვევენ მის შინაგან ჰარმონიას, არამედ პირიქით, მისი სულის კიდევ უფრო მეტად სრულყოფას ემსახურებიან. ისევე, როგორც ცეცხლი და წყალი აწრთობს რკინას და მას სპილენძზე უფრო ძლიერს ხდის. როდესაც ქრისტიანი მოძღვრისგან რაიმე საქმეზე კურთხევას მიიღებს და არ დაეჭვდება მის სისწორეში, არამედ მას მორჩილად აღასრულებს, უფალი დაუყოვნებვლივ გაუწვდის ასეთ კაცს თავის მადლმოსილ დახმარებას. ეკლესია მამათა ბაგეებით გვაუწყებს: „მიანდე შენი გული სულიერი მოძღვრის მორჩილებას და უფლის მადლი დაივანებს შენში!" მას სჭირდება ისეთი სულიერი ხელმძღვანელი, რომელთანაც დაუფარავად აღიარებს ცოდვებს, ყოველგვარი ეჭვისა და მიწიერი სირცხვილის გარეშე გადაუშლის მას გულს. სწორედ ამიტომ ხშირად ასეთი ადამიანები სვამენ კითხვას: როგორ ვიპოვოთ კარგი სულიერი მოძვარი? მაგრამ თუ მიენდეთ მას და მისგან მიიღეთ რჩევა და კურთხევა, მაშინ წმიდად აღასრულეთ იგი, როგორც თავად უფლისაგან მოცემული სიტყვა და ნუ ირბენთ შემდეგ ერთი მოძღვრიდან მეორესთან თქვენთვის არმოსაწონი დარიგებების შეცვლის იმედად. ყველა მოძღვრის სახით თანაბრად მოქმედებს ერთი და იგივე ქრისტე და ამიტომ ორჯერ მიმართვა ერთი და იგივე საკითხით სხვადასხვა მოძღვრებთან, ცოდვაა (თუ, რა თქმა უნდა, თავდაპირველადვე თქვენ კონკრეტული კურთხევა მოგცეს, როგორ უნდა მოქცეულიყავით). მაგრამ ეს არ გაწყობდათ და წახვედით სხვა მოძღვართან, ეს არ არის მიზანშეწონილი. | |
|