პარასკევი, 29.03.2024, 13:12
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » ფსალმუნნი საქმეა ანგელოზთა.
01:52
ფსალმუნნი საქმეა ანგელოზთა.

ფსალმუნთა გალობით უხსოვარი დროიდან ადიდებდნენ ჭეშმარიტ უფალს. მათ ხოტბას ასხამენ ეკლესიის დიდი მნათობები - წმინდა ათანასე დიდი, წმინდა ბასილი დიდი, წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა ეფრემ ასური...

„ არა რომელიმე ერთი სხვათა წიგნთაგანი ესრეთ ღმერთსა ადიდებს, ვითარ ფსალმუნთა წერილი", - ბრძანებს ბასილი კესარიელი.
ისტორია

ფსალმუნთა წიგნი ძველი წელთაღრიცხვის XI საუკუნეში შეიქმნა. ეს დიდი ღვაწლი წილად ერგო დავით წინასწარმეტყველს - ისრაელის მეორე მეფეს.

მრავალრიცხოვანი ოჯახის ნაბოლარა ვაჟი მამამ მწყემსად დაადგინა. მწყემსობის დროს ჭაბუკი სულიწმიდის შთაგონებით საგალობლებს ქმნიდა და საკრავზე აჟღერებდა. სწორედ ამ საკრავის სახელიდან წამოდგება ფსალმუნთა სახელწოდება.

უფლის მადლით ცხებული დავითი ისრაელის მეფედ იქნა გამორჩეული. ის 40 წლის მანძილზე განაგებდა ქვეყანას და ისრაელის მრავალ მტერს სძლია.

წმინდა მეფეს სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია ფსალმუნთა წერა. ქმნიდა მათ ღვთის შთაგონებით, განსაცდელისა თუ შვების, დაცემისა თუ აღზევების ჟამს, დაუძლურებული და ღვთისგან შემწეობის მთხოვნელი თუ ხილულ და უხილავ მტრებზე ღვთის მადლით გამარჯვებული.


წმინდა მამები ფსალმუნზე

„ფსალმუნნი განდევნაა ეშმაკთა. ფსალმუნნი იარაღია შიშისაგან ღამისა. ფსალმუნნი უსაფრთხოებააა ჩვილთათვის. ფსალმუნნი ნუგეშისცემაა მოხუცთა.

ფსალმუნნი ყველაზე ღირსეული სამკაულია დედათათვის. ფსალმუნნი საქმეა ანგელოზთა, ზეციური სამკვიდრებელი და სულიერი საკმეველია. ფსალმუნნი განანათლებს გონებას, აღმყვანებელია ზეცად, კაცთ ღვთის თანამოსაუბრედ ჰყოფს. ფსალმუნნი სადაც შემუსვრილებით იგალობება, იქვეა ღმერთი ანგელოზთა თანა" (წმიდა ეფრემ ასური).

„ფსალმუნი - მყუდროებაა სულისა, მომფენი მშვიდობისა. ის არბილებს მრისხანებას სულისას და უბიწო-ჰყოფს თავშეუკავებლობას. ის აცხრობს მძვინვარე გულის ზრახვებს. ფსალმუნი შუამავალია მეგობრობაში, ერთობაა შორეულთა შორის და შერიგებაა მომტერეთათვის, რამეთუ ვის ძალუძს ჩათვალოს მტრად ის, ვისთანაც ერთად ერთიან ხმას აღუვლენს ღმერთს? ამიტომაც ფსალმუნთა გალობა გვაძლევს ჩვენ ერთ-ერთს უდიდეს სათნოებათაგან - სიყვარულს" (წმინდა ბასილი დიდი).

„ფსალუნთა გალობა ზეიმია მოხარულთათვის და ნუგეშინისცემა მოწყინებაში მყოფთათვის. ის ათვინიერებს ვნებებს, როგორც ველურ მხეცებს, ლაგამს სდებს თავშეუკავებლობას, აღხოცავს უსამართლობას და გვერდში უდგას სიმართლეს, დაამხობს ღვთისმგმობ ზრახვებს, კლავს ბილწ სურვილებს, გვაწყებს ღვთაებრივ კანონს, გვიქადაგებს ღმერთს, განგვიმარტავს სარწმუნოებას, ბაგეებს დაუხშობს მწვალებლებს, აღაშენებს ეკლესიებს" (წმიდა იოანე ოქროპირი).

ამიტომ ფსალმუნებს უმნიშვნელოვანესი ადგილი უნდა ეკავოს ქრისტიანის ცხოვრებაში. წმინდა ეკლესია გვირჩევს, ერთი დღეც არ გავატაროთ ფსალმუნთა წაუკითხავად.
ფსალმუნთა წიგნი

„დავითნი" არა მარტო ქრისტიანის პირად ლოცვებში, არამედ საზოგადო ღმრთისმსახურების დროსაც გამოიყენება. ისინი წმინდა დავითის სიცოცხლეშივე იკითხებოდა ძველი აღთქმის ტაძრებში, მერე კი - პირველი საუკუნეების ქრისტიანულ ეკლესიებში. მსახურების ძირითად ნაწილს მათი გალობა შეადგენდა.

IV ს-ში 150 ფსალმუნი 20 კანონად დაიყო, რომლებიც, თავის მხრივ, სამ დიდებას ქმნის. მათი კითხვა შეიძლება ნებისმიერი მიზეზით - მიცვალებულთათვის, სნეულთათვის, ჯანმრთელობისათვის, მშვიდობისთვის (შესაბამის ლოცვებთან ერთად). ხშირად მორწმუნენი გუნდად იკრიბებიან ტაძრებში და ფსალმუნებს კითხულობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საგალობლები ნებისმიერ ჟამს შეგვიძლია წარმოვთქვათ, მაინც არსებობს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილი ფსალმუნები. მაგალითად, მიცვალებულთათვის სასურველია XVII კანონის კითხვა, სინანული ჟამს - 50-ე ფსალმუნისა, ხილულ და უხილავ მტერთა დასაძლევად - 90-ისა, ღვთისადმი მადლიერებისა და ქების აღსავლენად - 134-ისა და 135-ისა (საზოგადოდ, იმ ფსალმუნებისა, რომელთაც სათაურად „ალილუია" აქვთ).

ფსალმუნები, ისევე, როგორც ნებისმიერი ლოცვა, მოძღვრის კურთხევის თანახმად უნდა ვიკითხოთ.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1076 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები