ხუთშაბათი, 25.04.2024, 23:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » იუდას სახარება.
08:31
იუდას სახარება.

იუდას სახარების 33-ე გვერდი.

იუდას სახარება არის დოკუმენტი, რომელსაც კაენიტები, ადრეული ქრისტიანული გნოსტიკური სექტა, იყენებდნენ, და რომელიც 2006 წელს გამოქვეყნდა ნაწილობრივი რეკონსტრუქციის შემდეგ.

დაახლოებით 50-მდე ნამუშევარი არსებობს, რომელსაც მიიჩნევენ ადრეული ეკლესიის "სახარებებად", თუმცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მხოლოდ 20 მათგანზე არსებობს, რომელთაგან ოთხი მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს კანონიკური სახარებებია. იუდას სახარება ერთ-ერთია 16 დანარჩენი სახარებიდან, რომელთა შესახებ გარკვეული ინფორმაცია ისტორიულად შემონახულ იქნა ადრეულ ეკლესიურ ნაწერებში.

ერთადერთი ცნობილი მანუსკრიპტი, რომელშიც ამ სახარების ტექსტია დართული არის ბოლო დროს 1700 წლის შემდეგ აღმოჩენილი ტყავგადაკრული პაპირუსის მანუსკრიპტი ეგვიპტის უდაბნოდან. პაპირი, რომელზეც სახარებაა დატანებული ფრაგმენტულია და მისი ზოგიერთი ნაწილები დაკარგულია.

როდოლფ კასერის თანახმად, კოდექსი თავდაპირველად 62 გვერდიანი იყო. აღმოჩენისას მანუსკრიპტიდან რამდენიმე ფურცელი ამოღებული და გაყიდული იქნა ცალცალკე და დღემდე ერთობლივად მხოლოდ 26 გვერდმა მოაღწია. თუმცა დროდადრო, დაკარგული ფურცლებიც ჩნდება, მათ მფლობელთაგან გაყიდვის მსურველთა გამოჩენისას.

იუდას სახარების მანუსკრიპტის რადიოკარბონულმა დათარიღებამ ის მე-3 და მე-4 საუკუნეებს მიაკუთვნა. შედარებისთვის ყველაზე ძველი ფრაგმენტი იოანეს სახარებიდან - პაპირუსი P52 - თარიღდება 125 წლით. თუმცა იუდას სახარებას მიიჩნევენ უფრო ძველი დაახ. 130 წლის მანუსკრიპტის ასლად. ეს დაახ. 100 წელიწადშია იესოს გარდაცვალების ბიბლიურ თარიღიდან.

იუდას სახარება თავდაპირველად ბერძნულად უნდა ყოფილიყო დაწერილი, ტუმცა მანუსკრიპტი ძველ კოპტურ ენაზეა. უეჭველია, რომ იუდას სახარების ავტორად იუდა ისკარიოტელს არ მიიჩნევენ, თუმცა მკვლევარებს ახალ აღთქმაში იოანეს სახარების ავტორობაზეც მრავალი ეჭვი აქვთ.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1150 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 3.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები