პარასკევი, 29.03.2024, 16:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » პავლე.
09:12
პავლე.

პავლე მოციქული.


პავლე, (ბერძნ. παΰλος, ებრ. სახელი שָׁאוּל, Scha'ul, აქედან ლათ. Saulus; გ. 60 შემდეგ, ალბათ რომში), ერთ-ერთი მოციქული ქრისტიანულ რელიგიაში, „საქმე მოციქულთას" მიხედვით, პავლე დაბადებულა ქ. ტარსოსში (კილიკია), წარჩინებული ებრაელის ოჯახში. ახ. წ. I საუკუნეში. საღვთისმეტყველო განათლება მიუღია იერუსალიმში ფარისეველ გამალიელის სკოლაში. თავდაპირველად აქტიურად მონაწილეობდა ქრისტიანთა დევნაში, მაგრამ დამასკის გზაზე ქრისტეს „სასწაულებრივ ხილვას" მოუქცევია, რის შემდეგ იგი ქრისტიანობის მქადაგებელი გამხდარა. ქრისტიანობის გასავრცელებლად სამგხის უმოგზაურია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნებში — არაბეთიდან ესპანეთამდე.

მოწამებრივად აღსრულებულა (თავი მოუკვეთიათ) რომში იმპერატორ ნერონის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს.

პავლეს მიაკუთვნებენ 14 ეპისტოლეს ახალ აღთქმაში. პავლეს ავტორობის საკითხს და ეპისტოლეთა დაწერის დროს ლიტერატურაში სხვადასხვანაირად განიხილავენ; ზოგი უარყოფს პავლეს ავტორობას, მიიჩნევს მას მითურ პირად, ხოლო ეპისტოლეებს ახ. წ. II საუკუნით ათარიღებს, ზოგი კი მას რეალურ პირად თვლის.

პავლეს ეპისტოლეებში შეიმჩნევა იუდაიზმისაგან სრული გათიშვის ტენდეცია (მას ლიტერატურაში პაულინიზმი ეწოდება). პავლე გვევლინება არა მარტო რელიგიურ იდეოლოგიად, არამედ ფხიზელ პრაქტიკოსადაც, რომელიც აარსებს ქრისტიანულ კერებს. მისთვის ძალაუფლება, სახელმწიფო და სოციალური წყობილება ღვთის განგებაა.

ამრიგად, პავლემ ხელი შეუწყო ქრისტიანობის ისტორიულ სვლას, საბოლოო გამარჯვებას და მის ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას. ამ მხრივ იგი დაშორდა ქრისტესა და მისი მოწაფეების მოძღვრებას, რომელიც მიმართული იყო ცხოვრების უსამართლოების წინააღმდეგ. ახალ აღთქმაში შემავალი პავლეს ეპისტოლეთა ყველა (ოთხი) ქართული რედაქციის კრიტიკულად დადგენილი ტექსტი X-XIV საუკუნეების თორმეტი ხელნაწერის მიხედვით გამოცემულია ქ. ძოწენიძისა და კ. დანელიას მიერ („პავლენი, პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები", თბ., 1974).

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1080 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები