პარასკევი, 26.04.2024, 00:31
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » ღვთისმშობლის ხატები.
09:26
ღვთისმშობლის ხატები.

ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები.


ძველი საეკლესიო გადმოცემა ღვთისმშობლის ხატების შექმნის ისტორიას მოციქულთა ხანას უკავშირებს. საეკლესიო საგალობლებში პავლე მოციქულის თანამგზავრისა და თანამოღვაწის ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ხატები მოიხსენიება. როგორც ცნობილია, საექიმო ხელოვნების გარდა, ლუკა მახარებელი ფერწერის ხელოვნებასაც არაჩვეულებრივად ფლობდა.

მიწიერი ცხოვრების ჟამს, ღვთისმშობლისაკენ ილტვოდა ყველა ახლობელი თუ შორეული, სურდათ, ენახათ იგი და მოესმინათ მისთვის, მისგან კურთხევა და დარიგება მიეღოთ, ხოლო ისინი, ვისაც უფლის დედასთან მისვლა არ შეეძლოთ, ცრემლით და გულისტკივილით გლოვობდნენ და სურვილს გამოთქვამდნენ, მისი თუნდაც ხატწერული გამოსახულება ენახათ.

ბევრჯერ და ბევრისგან ესმა ეს ღვთისმოსაური სურვილი მოციქულ ლუკას, რომელიც გამოცდილი ექიმი და მხატვარი, ანტიოქიის უგანათლებულესი მოქალაქე იყო და პირველ ქრისტიანთა სურვილის დასაკმაყოფილებლად ფიცარზე გამოსახა ღვთისმშობელი - ყრმა ღმერთით ხელში. შემდეგ კიდევ 2 ხატი დაწერა და სამივე ღვთისმშობელს მიუტანა. როდესაც თავისი გამოსახულებები იხილა, ყოვლადწმინდა ქალწულმა გაიმეორა წინასწარმეტყველური სიტყვები: ”ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი” და დასძინა - ”მადლი ჩემგან შობილისა ძისა იყოს ამ ხატებზე” .

მართლმადიდებლური ეკლესია პატივს მიაგებს ღვთისმშობლის წმინდა ხატებს და გალობით განადიდებს მათ. ერთ-ერთ ხატს იმ სამიდან, ღვთისმშობლის კურთხევის ღირსნი რომ გახდნენ, ეწოდება მოალერსე. აქ ის მარტოა გამოსახული და ევედრება მხოლოდშობილს ძეს, შეიწყალოს ცოდვილი კაცობრიობა.

მეორეზე ღვთისმშობელს ყრმა იესო მარცხენა ხელში უჭირავს და ეძახიან ოდიგიტრიას, ანუ ცათა სასუფევლისკენ მიმავალი გზის მაჩვენებელს. მესამეზე ყრმა მაცხოვარი მარჯვენა ხელით უპყრია და მასაც მოალერსე ჰქვია, მაგრამ პირველისგან გასარჩევად, ქიქოსისასაც უწოდებენ.

ერთ-ერთი ამ სამი ხატიდან ამჟამად რუსეთში იმყოფება.

მართლმადიდებელი ქრისტიანები საღვთო სიყვარულს ყოვლადწმინდა ქალწულის მიმართ მისი წმინდა ხატების თაყვანისცემით გამოხატავენ, აგებენ ტაძრებს და მის მიერ გარდამოვლენილ ზეციურ ნიშნებს ეკლესიაში დღესასწაულობენ.

ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესიის ფარგლებში არ მოიპოვება სოფელი, ქალაქი, სახლი თუ ტაძარი, სადაც ღვთისმშობლის ხატი უდიდეს სიწმინდედ არ მიიჩნევა.

ღვთისმოსავთათვის ღვთისმშობლის ხატის გამოჩენა გასაოცარ მშვენიერებას წარმოადგენს. უმეტესობა მათგანი დღეისათვის მართლმადიდებელი რუსეთის ტერიტორიაზეა დაბრძანებული. წმინდა ქალწულის ყველა ხატის გამოჩინებას თან აურაცხელი ზეციური ნიშანი მოსდევს. ყველა ამ ხატისკენ მორწმუნეთა სიმრავლე მიილტვის და რწმენისამებრ მათგან შეწევნას იღებს.



კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1406 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები