სამშაბათი, 16.04.2024, 13:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი.
09:41
ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი.

ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი - ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, სასწაულებით განდიდებული. მდებარეობს ბოდბის დედათა სავანეში, წმინდა ნინოს საფლავზე. ეს ხატი ათონის მთაზე დაიწერა 1905 წელს.


ისტორია .

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მონასტერი გაუქმდა და დედები სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. სავანის ტერიტორიაზე საავადმყოფო გაიხსნა და ივერიის ხატს მისი პერსონალი მაგიდად იყენებდა. რამდენიმე მონაზონი მოწყალების დის სახით მონასტერში დარჩა და ფარულად ემსახურებოდა წმიდა ნინოს საფლავს.


აღსრულებული სასწაულები .

მონასტრის მახლობლად დღესაც ცხოვრობს კეთილმორწმუნე ქალი რაისა, რომელიც თავად მოგვითხრობს ამ ამბებს: მისი დედა რენტგენის კაბინეტში სანიტარად მსახურობდა. რამოდენიმე ფარულ მონაზონთაგან ერთ-ერთი რუსეთიდან ჩამოსული დედა მაგდალინაც იყო. მას გაგონილი ჰქონდა, წმინდა ნინო ფეხით ჩავიდაო საქართველოში და მის საფლავთან დამკვიდრება ისურვა. დედა მაგდალინა ფერმწერიც ყოფილა.

მას უთხოვია რაისას დედისთვის, როგორღაც გამოვითხოვოთ ხატი და მე აღვადგენ დაზიანებულ ნაწილებსო. მანამდე კი ასეთი რამ მომხდარა. რენტგენის კაბინეტის ექიმს ხატი სახლში წაუღია და თვითონაც მაგიდათ იყენებდა.

მცირე ხანში მისი შვილი მძიმედ გამხდარა ავად. სიზმარში ექიმს ღვთისმშობელი გამოცხადებია და უთქვამს, სანამ ხატს ადგილზე არ დააბრუნებ, შენს შვილს არაფერი ეშველებაო. შეშინებულ ექიმს სიწმინდე უკანვე დაუბრუნებია, მაგრამ მიზეზი ხმამაღლა არ უთქვამს.

მაშინ რაისას დედას შეუთავაზებია, ჩამოვწეროთ როგორც უვარგისი ინვეტარი და აქაურობას გავაცილოთო. მართლაც ასე მოქცეულან. დედა მაგდალინამ სწორად რაისას სახლში აღადგინა ეს სიწმინდე, მოგვიანებით კი ჩარჩოში ჩაუსვამთ და კვლავ თავის პირვანდელ ადგილზე დაუბრძანებიათ.

ღვთისმშობლის ამ ხატთან დაკავშირებით გულისტკივილით ყვებიან კიდევ ერთ ამბავს:

იმ სოფელში, სადაც დედათა მონასტერი იმყოფება, ერთი უკეთური კაცი ცხოვრობდა. იგი „ჩეკისტი" იყო და რელიგიურ სიწმინდეებს განსაკუთრებული სიძულვილით შეურაცხყოფდა.

სწორედ მან აღმართა ხელი ივერიის ღვთისმშობლის ხატზე - სახე საგანგებო სიმკაცრით დაუსერა და საგანგებოდაც დაისაჯა: ჯანმრთელი და საღსალამათი ყველასათვის მოულედნელად გარდაიცვალა.

სოფელში დღემდე ლაპარაკობენ, თუ როგორ დაისაჯა მთელი მისი შთამომავლობა, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ამოწყდა მთელი მისი ოჯახი.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1031 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები