ხუთშაბათი, 25.04.2024, 08:03
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი.
10:04
ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი.

ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი (26 ივნისი)– ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.

ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი.


ისტორია .

1383 წელს ლადოგის ტბაში, ნოვგოროდის მხარეში, მეთევზეები იჭერდნენ თევზს.უცებ ზეგარდმო ნათელი მოეფინა ირგვლივ ყველაფერს.მეთევზეებმა აიხედეს ზევით და იხილეს სასწაული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მზესავით ანათებდა და მოდიოდა წყალზე ისე, თითქოს ვიღაცის უხილავ ხელს მოჰქონდა.

მეთევზეებმა დაუწყეს ყურება, თუ საით მიდიოდა ხატი, მაგრამ ღმერთმა არ ინება მათთვის ეჩვენებინა და ხატი თვალს მიეფარა. გარკვეული დროის შემდეგ იგივე ხატი გამოჩნდა ჰაერში და ისევ ანათებდა. ტიხვინიდან 100 მილის მოშორებით შეიკრიბა ურიცხვი მაცხოვრებელი და უყურებდნენ ღვთისმშობლის ხატს, რომელსაც ყრმა მაცხოვარი ეჭირა მარცხენა ხელში.

მაშინ ღვთისმშობელმა ინება მიწაზე ჩამობრძანება. მალე ამ ადგილას ააშენეს ტაძარი და ხატი ამ ტაძარში დააბრძანეს. ხატი მრავალს სასწაულებს აღასრულებდა. ცოტა ხანში ხატი გაუჩინარდა და გარკვეული დროსი შემდეგ ტიხვინიდან 20 მილის მანძილზე მთის წვერზე გამოჩნდა იგივე სახით.

მოძღვრებმა ჯვრებით და ხატებით მოაწყეთ მისკენ მსვლელობა. მათ მრავალარიცხოვანი ხალხი შეუერთდა ფსალმუნების გალობით.ლოცვით და ცრემლებით შეევედრნენ ღვთისმშობელს, გაეხადა ისინი ღირსნი მიეღოთ ეს სიწმინდე. ხატმა შეიწირა მათი ლოცვა და მოძღვრებს გადაეცა. ხალხმა გადაწყვიტა, მთაზე მისთვის აეშენებინათ ტაძარი, მოჭრეს ხეები და დაიწყეს მიწის თხრა და როცა მოსაღამოვდა, დაიშალნენ. ხატი მომავალი ტაძრის საძირკვეთან დაბრძანებული დატოვეს. დილით ხატი კვლავ გაუჩინარდა.

ხალხმა დაიწყო გოდება და გულმხულვარე ლოცვა, უფალს გამოეცხადებინა ხატის ადგილსამყოფელი. ცოტა ხანში იხილეს ნათება, გაყვნენ სხივს და მივიდნენ მდინარე ტიხვინის მახლობლად უდაბნოში. ხატი სწორედ აქ იმყოფელობა. იგი ჰაერში იყო, არავითარი სადგომი არ ჰქონდა. უდაბნოში ჭაობიანი იყო. გადაწყვიტეს აქ დაემუშავებინათ მიწა და აეგოთ ტაძარი.

ამ ამბის საუწყებლად ნოვგოროდში მთავარეპისკოპოსთან გაგზავნეს კაცი. მან მოსკოვის თავადს შეატყობინა ტიხვინში მომხდარი ეს სასიხარულო ფაქტი და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აშენების შესახებ მისცა ლოცვა–კურთხევა, ტაძარი სწრაფად ააშენეს. ტაძარი უნდა ეკურთხებინათ მიძინებისათვის. მართმადიდებელთა მოსაწევად ამ ღირსესანიშნავ დღეზე გაგზავნეს ღვთისმოშიში მნათე გიორგი გაგზავნეს.

უკან მობრუნებულმა გზაში იგრძნო კეთილსურნელება და შეჩერდა. მას გამოეცხადა თვით ღვთისმშობელი, ნაძვის კუნძზე იჯდა და მარჯვენა ხელში ეჭირა ვერცხლის კვერთხი. მის წინ იდგა ვიღაც წმინდანი, რომელიც ასევე ანათებდა. მნათემ იგი წმინდა ნიკოლოზს მიამსგავსა. გიორგი ამ ხილვის დანახვაზე უზომოდ დაეცა.

ღვთისმშობელი შეეხო მას და უთხრა:"ადექი ნუ გეშინია. წადი ტაძარში და უთხარი: ნუ გააკეთებენლითონის ჯვარს მასზე, არამედ გაკეთონ ხის ჯვარი". გიორგიმ მიუგო:არ დამიჯერებენო. ღვთისმშობელი შეპირდა, რომ მისცემდა ნიშანს, თუ არ დაუჯერებდნენ. გიორგიმ მოუყვა ხალხს მომხდარი ამბავი, მაგრამ მათ არ დაუჯერეს და გადაწყვიტეს, გამოეჭედათ რკინის ჯვარი.

ერთ–ერთმა მშენებელმა აიტანა ჯვარი გუმათზე და ცდილობდა დაემაგრებინა, მაგრამ ამოვარდა ქარიშხალი და გადმოაგდო იგი მიწაზე ჯვარიანად სრულიად უვნებელი. მაშინ კი ირწმუნეს გიორგის სიტყვები და მყისვე შეასრულეს ღვთისმშობლის ბრძანება.

ტაძრის კურთხევის შემდეგ მოძღვრები გაემართნენ იმ ადგილას, სადაც გიორგიმ იხილა ღვთისმშობელი და წმინდა ნიკოლოზი. ამ ადგილას ააშენეს სამრეკლო წმინდა ნიკოლოზის სახელზე. ხოლო კუნძისაგან, რომელზედაც იჯდა დედა ღვთისა, გააკეთეს ხის ჯვარი და დადგეს სამრეკლოში.

ღვთისშობლის ტაძარი და წმინდა გიორგის სამრეკლო 2–ჯერ დაიწვა, მაგრამ ორივეჯერვე ხატიც და ხის ჯვარიც უვნებელი გადარჩა. მესამე მშნებლობის დროს თვად ვასილის ბრძანებით იგი დაანგრიეს და აშენეს ხის ტაძარი. ამავე დროს უდაბნოში აშენდა ხის ტაძარი, სადაც სამრეკლო იდგა და გააშენეს წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხის ტაძართან ქვისაგან გააშენეს მამათა მონასტერი ქვის გალავანითურთ.


ხატის სასწაულები .

ტიხვინის მონასტერი

ერთ–ერთი ბერი აბრაამი, სერგიევის მონასტრიდან, მძიმედ დაავადდა.მივიდა აღსარებაზე მოძღვარ მარტირისთან. მან იცოდა ტიხვინის ღვთისმშობლის სასწაულები და ურჩია სულიერ შვილს, წასულიყო და ელოცა ხატის წინ. აბრაამი მივიდა ხატთან, თაყვანი სცა და მყისვე განიკურნა. ამ სასწაულით განცვიფრებულმა მონასტრის წინამძღვარმა დატოვა იგი ტაძარში, მისცა გასაღები და დაავალა ღვთისმშობლის ხატის მოვლა.

ამასობაში მოხუცი მარტირი ძალიან განიცდიდა რომ თვითონაც არ მივიდა ხატთან და ერთ დღესაც იხილა, ხატი მოუწოდებდა მასაც თავისთან. მარტირი წავიდა, თაყვანი სცა სასწაულმოქმედ ხატს და თვითონაც დარჩა იმავე მონასტერში. მაგრამ ცოტა ხანში ღვთის ნებით იგი მოშორებით უდაბნოში გადავიდა. გადაწერა ხატის ასლი, თან წაიღო და დროს ატარებდა უწყვეტ მარხვასა და ლოცვაში. მან ისეთ სიწმინდეს მიაღწია, რომ ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ასლით მრავალ სასწაულს აღასრულებდა.

კაზანის მეფის შვილი კი მკვდრეთით აღადგინა ამ ხატმა. მადლიერმა მეფე სიმონმა მოხუც მარტირს უდაბნოში აუშენა სავანე და ტიხვინის ხატის სახელობის ღვთისმშობლის ტაძარი. ეს მონასტერი ცნობილია ზელენეცკის სახელწოდებით.

ტიხვინის ხატი ბრმებს სინათლეს უბრუნებდა, უძლურნი იკურნებოდნენ, უსაზღვრო იყო ღვთისმშობლის მადლის ძალა.

ტიხვინის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერს ხშირად თავს ესხმოდნენ შვედები. მაგრამ დედა ღვთისა ყოველთვის იცავდა მათ. აშინებდა მტრებს საშინელი ხილვებით და აიძულებდა, უკან დაბრუნებულიყვნენ. თადასხმების შეწყვეტის შემდეგ სავანეში მშვიდობა დამყარდა.

მაგრამ ტიხვინის მონასტრის ბერებმა დაიწყეს უღირსი ცხოვრება. ღვთისმშობელმა დიდხარნს ითმინა მათი უსაქციელობა. ბოლოს გადაწყვიტა დაესაჯა ისინი. ტიხვინში ცხოვრობდა ერთი მორწმუნე ნიკიტა. ღვთისმშობელი გამოეცხადა მას და უთხრა: "წადი იღუმენთან და ძმებთან და უთხარი, შეინარჩუნონ თავშეკავება, ნუ ლოთობენ. ასევე აუკრძალონ ქალებს მონასტრის კედლებში შესვლა და ევედრონ ღმერთს თავიანთი ცოდვების მიტევებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სავანე ცეცხლით დაისჯება".

ნიკიტამ ყველაფერი გადასცა იღუმენს, მაგრამ მათ არ დაუჯერეს. ცოტა ხანში ერთი ბერის კელიაში ცეცხლი გაჩნდა, რომელიც მთელს სავანეს მოედო და გადაწვა. მაშინ ბერებმა ირწმუნეს ნათქვამი, შეინანეს და დაიწყეს მკაცრი ცხოვრება, რათა გამოესყიდათ თავიანთი დანაშაული. მალე სავანე, მორწმუნეთა მონდომებით აღსდგა, გაფართოვდა და გაძლიერდა.



წყაროები მოგვითხრობენ, რომ ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი მობრძანდა კონსტანტინოპოლიდან, მისი თურქების მიერ დაპყრობიდან 70 წლის შემდეგ. როდესაც ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი იდიდა ტიხვინში, ღვთისმორწმუნე ვაჭრები კონსტანტინეპოლში იმყოფებოდნენ უწმინდეს პატრიარქთან.

საუბრის დროს პატრიარქმა მოიგონა კონსტანტინეპოლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც დიდი ხნის წინათ უკვალოდ გაქრა.

მაშინ ვაჭრებმა მოუთხრეს ტიხვინში სასწაულებრივად მოსული ხატის და მისი სასწაულების შესახებ. პარტიარქმა მათი სიტყვებიდან დაასკვნა, რომ ეს ნამდვილად კონსტანტინეპოლის ხატი იყო.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1103 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები