პარასკევი, 29.03.2024, 15:52
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » ხახულის ხატი.
10:16
ხახულის ხატი.

ხახულის ღვთისმშობლის ხატი (ტრიპტიქონი) ქართული დეკორაციული ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშია. ხატის სახელწოდება მომდინარეობს ხახულის მონასტრის სახელწოდებიდან (დრესდღეობით მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე).

ისტორია.


ხატი რამდენჯერმა იქნა შესწავლილი და გამოკვლეული. მათგან გამოირჩევა ნ. პ. კონდაკოვისა და დ. პ. გორდეევის კვლევა. სხვა მეცნიერთა კვლევა მხოლოთ დანამატია ამ ორი მეცნიერის კვლევისა და აღწერის ფონზე.

ხახულის ტრიპტიკონის ორივე ფრთის ქვედა ნაწილში ძველქართული წარწერაა რომელიც გვაუწყებს რომ მეფე დემეტრე I-მა, რომელიც იყო დავით აღმაშენებელის ძე შეამკო ხახულის ღვთისმშობლის ხატი მინანქრებიანი კიდობნით. ცნობილია რომ თურქ-სელჩუკების შემოსევების დროს (1106-1125) დავით აღმაშენებელმა ხახულის ხატის შენარჩუნების მიზნით ის გელათის მონასტერში გადააბრძანა.

ხახულის ღვთისმშობლის ხატი პირველად 1650 წელს რუსეთის ელჩებმა ტოლოჩანოვმა და იევლევმა ასე აღწერეს: «ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატი, წელზევით გამოსახული, ხელებგაწვდენილი უფლისა მიმართ ისე, როგორც იწერება ვედრებაში. ძვირფასად შემკული და გასაოცარი.»


1859 წელს გელათის მონასტერი გაძარცვეს და გაიტაცეს ხახულის ღვთისმშობლის მინანქრის ხატი. 1932 წელს გელათის მონასტრის არქივში მიკვლეული იქნა აკვარელით შესრულებილი ხატის მოჭედილობის ესკიზი, რომელიც ქ. ქუთაისის გუბერნატორის, ლევაშოვის დაკვეთით მონასტრის გაძარცვამდე შეუსრულებია არქიტექტორ ვასილევს.

1863 წელს ოქრომჭედელმა საზიკოვმა ესკიზის მიხედვით დაამზადა ახალი ხატის მოჭედილობა, რომელიც შეწირულ იქნა გელათის მონასტერს ლევაშოვის მიერ 1865 წელს. გატაცებული ღვთისმშობლის ხატი როგორც ამას ნ. პ. კონდაკოვი მოწმობს მოხვდა მ. პ. ბოტკინის კოლექციაში, რომელიც 1923 წელს რსფსრ ხელმძღვანელი ორგანოს დადგენილებით დაუბრუნდა საქართველოს.

ვედრების მინანქრის ხატიდან შემორჩენილია მხოლოდ ღვთისმშობლის სახე და ხელები. 1952 წლამდე ინახებოდა გელათის მონასტერში. ამჟამად კი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის საგანძურშია დაცული.

ჭედურობა.


ხახულის კარედის ფრაგმენტი.

მთელი ხატი დაფარულია მდიდრულად ორნამენტირებული ჭედური ფურცლებით. შუა ნაწილის ჭედურობა შესრულებულია ბაჯაღლო ოქროს ფურცელზე. გვერდითი ფრთებისა კი - ცხელი წესით მოოქროვილ ოქროსა და ვერცლხლის შენადნობზე.

ხახულის ხატის მოჭედილობა დღემდე უცვლელი სახით არის მოღწეული. გაშლილი კარედის ზომაა - (2X1,47 მ), ცალკე ფრთებისა კი - (1,15X0,52 მ). ხახულის კარედის ცენტრში მოთავსებულია ღვთისმშობლის ვედრების ხატი - ”დეისუსი” (54X41 სმ). მთელი კარედის ფონი მორთულია ჭედური ფოთლოვანი ორნამენტებით. ორნამენტი ზევიტ

მიმართული მცენარეული ყლორტებითაა წარმოდგენილი, იშლება მთელ ზედაპირზე და ქმნის დეკორატიულ ხვეულებს. ყოველ ხვეულში ჩასმულია რელიეფური მრავალფურცელა. კარედის მოჭედილობის ერთიანიჩანაფიქრისდა მიუხედავად სამივე ნაწილის ჭედურობის მანერა განსხვავდება, რაც მიგვანიშნებს იმაზე რომ ტრიპტიქონის მოჭედილობაზე მუშაობდა სამი სხვადასხვა ოსტატი.

ხახულის ტრიპტიქონის ჭდურობის ორნამენტული მოტივი შედგება 11-12 საუკუნეებში ქართული ჭედური ხელოვნებისათვის კარგად ცნობილი ცალკეული ელემენტებისაგან, რაც მიგვანიშნებს იმაზე რომ კარედის ხატის ჭედურობა წარმოქმნილია ძველი ტრადიციების მქონე ქართულ მხატვრულ წრეში.

ტიხრული მინანქარი.


ცოქროს ფუძეზე დამზადებული მინანქრების ხელოვნებას სამართლიანად მიიჩნევენ ძველი ქართული მხატვრული ხელოვნების მწვერვალად. ოქროს ფურცელზე შესრულებული ტიხრული მინანქარი შემოგვრჩა ცალკე ხატებსა და მინანქრის მედალიონების სახით, რომლებიც ამკობენ ძველი ხატების მოჭედილობებს, ჯვრებს, ხელნაწერტა ყდაჭედილებს, პანაღიეებს, სანაწილებს და სხვა. ნ.პ. კონდაკოვი იყო იმ პიონერთაგანი რომელმაც საგანგებოდ შეისწავლა ხახულის ხატის ტიხრული მინანქარი.


ხახულის კარედის ფრაგმენტი.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2964 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები