შაბათი, 20.04.2024, 05:22
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 15 » ძველი რომის ისტორია/პუნიკური ომები.
08:37
ძველი რომის ისტორია/პუნიკური ომები.

პირველი პუნიკური ომი.


პირველი პუნიკური ომი მოხდა ძვ. წ. 264-ძვ. წ. 241 წლებში რომაელებსა და კართაგენს შორის დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბატონობისთვის. ისტორიაში პუნიკური ომების სახელით შევიდა რომაელებსა და კართაგენელებს შორის მომხდარი ძვ. წ. III - ძვ. წ. II საუკუნეებში სამი ომი. რომლებშიც რომაელებმა მოიპოვეს გამარჯვება, ხოლო მესამე პუნიკური ომის შედეგად კართაგენი სრულიად განადგურდა და მისი ტერიტორიები რომს ერგო.


წინაისტორია .

III საუკუნისთვის რომაელებმა უკვე მთლიანად დაიმორჩილეს აპენინებზე მაცხოვრებელი ერები, გალების გარდა. ამ დროიათვის მათ უკვე მოგერიებული ჰყავდათ იმ დროის ერთერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი პიროსი ეპიროსიდან. ახლა მათი ინტერესების სფეროში არა მხოლოდ ნახევარკუნძული, არამედ სამხრეთით მდებარე კუნძული სიცილია მოექცა.

სიცილიას აკონტროლებდა რომის მოკავშირე სახელმწიფო კართაგენი, რომელთანაც რომს ოდითგანვე მეგობრობა აკავშირებდა. კართაგენი ამ პერიოდისთვის არაფრით არ ჩამოვარდებოდა რომს. მისი ჰეგემონია ვრცელდებოდა ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაზე, ძლიერი ფლოტი კი აკონტროლებდა დასავლეთ ხმელთაშუა ზღვას და მათ უკვე ჰქონდათ კოლონიები სიცილიაში, სარდინიაში, კორსიკაზე და პირენეის ნახევარკუნძულზე.

კართაგენი და მისი კოლონიები ომამდე

ამ დროისთვის რომს ჰყავდა კარგად გაწვრთნილი არმია და შედარებით სუსტი ფლოტი. ეს ომი არ გამოირჩეოდა დიდი ბრძოლებით. უმეტესად ხდებოდა ქალაქების ხანგძლივი ალყა, კომუნიკაციებისთვის ბრძოლა და უპრეცენდენტო მაშტაბების საზღვაო ბრძოლები. ომის მსვლელობისას რომაელებმა ისწავლეს ახალი ტიპის გემების მშვენებლობა, როგორიცაა კვინკერემები, გეკსერები და გეპტერები. ასევე შეიმუშავეს ყვავებით გემების აბორდაჟზე აღება.

ადრე თუ გვიან ეს ორი სახელმწიფო უნდა დატაკებოდა ერთმანეთს ხმელთაშუა ზღვაში ბატონობის მოსაპოვებლად. ომის დაწყების საბაბად სიცილიაში დაწყებული კონფლიქტი გამოდგა. სირაკუზების ტირან აგაფოკლეს გარდაცვალების შემდეგ, კამკპანიელი დაქირავებული მეომრები უნდა დაბრუნებულიყვნენ იტალიაში.

მაგრამ ამის ნაცვლად, ისინი თავს დაესხნენ სიცილიურ ქალაქ მესინას და აიღეს იგი. რეგიუმის მოსახლეობა შეშინდა კამპანიელების თარეშით, და მათ დაცვა და დახმარება რომს სთხოვეს. რომაელებმა გამოგზავნეს 4000 კაციანი გარნიზონი დეციუს იუბელიუს კამპანუსის მეთაურობით. გარნიზონი ცოტა ხანში აჯანყდა და რეგიის მოსახლეობა დაარბია. აჯანყების ჩასახშობად რომაელებმა ჯარები გააგზავნეს.

აჯანყებულთა დამარცხების შემდეგ ისინი სამაგალითოდ დასაჯეს, ხოლო ქალაქი მის მკვიდრ მოსახლეობას დაუბრუნეს.

მესინაში გამაგრებული კამპანიელების წინააღმდეგ კი სირაკუზების ახალი ტირანი ჰიერონიმე იბრძოდა. როდესაც კამპენიელები დამარცხების პირას იყვნენ, მათმა ნაწილმა დახმარება კართაგენს სთხოვა, ნაწილმა კი რომს. რომაელები თავდაპირველად ორჭოფობდნენ, ვინაიდან არ ამართლებდნენ კამპანიელებს, მაგრამ მათი არ დახმარება ნიშნავდა კუნძულზე კართაგენის ჰეგემონიას.

ამიტომ ძვ. წ. 264 წელს რომაელები დათანხვდნენ დახმარების აღმოჩენაზე, მიუხედავათ იმისა რომ ამით მათ დაარღვიეს ძვ. წ. 306 წლის შეთანხმება, რომლის თანახმად მათ ჯარებს არ უნდა დაედგათ ფეხი სიცილიაზე.


კართაგენი და მისი კოლონიები ომამდე.


ომის დაწყება .

საომარი მოქმედებები 264 წელს

სიცილიაში გაგზავნილ იქნა რაზმი კონსულ აპიუს კლავდიუს კაუდექსის მეთაურობით. მამერტინელებმა ანმასობაში უკვე განდევნეს კართაგენელები და ქალაქი რომაელებს გადასცეს. კართაგენელებმა ჯვარს აცვეს მხედართმთავარი ჰანონი ქალაქის დაკარგვისთვის. კართაგენის ფლოტი სიცილიის ჩრდილოეთ კიდესთან განლაგდა, ხოლო არმია მესინას მახლობლად და დაიწყეს ქალაქის ალყა.

მესინასთან ბრძოლების მიმდინარეობაზე სხვადასხვა ისტორიკოსების მონათხრობი იმდენად განსხვავებულია, რომ მოვლენების მსვლელობის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ანეუს ფლორუსი და პავლე ოროზიუსი წერენ, რომ კლავდიუსმა იმდენად მალე წარმოაჩინა თავისი უპირატესობა, რომ ჰიერონიმე შეშინდა და თავი ბრძოლამდე დამარცხებულად სცნო.

პოლიბიუსი წერს ფაბიუს პიქტორზე დაყრდნობით რომ კლავდიუსმა ღამე გადაკვეთა სრუტე მესინასთან, მან ჯერ ელჩები გაგზავნა სირაკუზელებთან და კართაგენელებთან, ქალაქის ალყის მოხსნის მოთხოვნით, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. მაშინ კლავდიუსი ჯერ სირაკუზელებს დაესხა თავს და ცხარე ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა, ღამე კი მათ დატოვეს ბანაკი. მეორე დღეს კი კლავდიუსი კართაგენელებს შეებრძოლა და დაამარცხა.

დიოდორე სიცილიელის ვერსიით რომაელები სირაკუზელებთან ბრძოლაში დამარცხდნენ და თავი ქალაქს შეაფარეს, ღამე კი ჰიერონიმემ ჩათვალა რომ კართაგენელებმა უღალატეს, გადაწვა ბანაკი და სირაკუზებში დაბრუნდა.

ზონარას და დიონის გადმოცემით რომაელთა და სირაკუზელთა ბრძოლაში რომაული მხედრობა დამარცხდა, მაგრამ ქვეითებმა გაიმარჯვეს. ჰიერონიმემ თავი ჯერ მახლობელ მთებს შეაფარა, შემდეგ სირაკუზებში დაბრუნდა.

ამის მერე რომაელებმა კართაგენელთა ბანაკს შეუტიეს. ბანაკს ცალი მხრიდან ზღვა იცავდა, მეორე მხრიდან ჭაობი, შუალედში კი კედელი იყო აშენებული. რომაელთა შეტევა წარუმატებლად დამთავრდა და მათ უკან დახევა მოუწიათ, კართაგენელები დაედევნენ, რომაელები შემობრუნდნენ და შეებრძოლნენ. ბრძოლაში კართაგენელები დამარცხდნენ და კლავდიუსის მესინადან წასვლამდე ბანაკიდან გასვლას ვეღარ ბედავდნენ.

უკანასკნელმა ვერსიამ წარმოშვა ჰიპოთეზა, რომ მესინას ალყა ძვ. წ. 263 წლამდე გრძელდებოდა და შემდეგი წლის კონსულმა მანიუს ვალერიუს მაქსიმუსმა გაათავისუფლა ქალაქი. სავარაუდოთ მისი მეტსახელი მესალაც ამ წარმატებასთანაა დაკავშირებული. სხვა ჰიპოტეზებით, ამ წელს ვალერიუსმა სირაკუზებზე გაილაშქრა. ხოლო კართაგენელების ბანაკს რაც შეეხება ალბათ უკვე სხვა გამაგრებებიდან ვერ ბედავდნენ გასვლას.


შემდეგი საბრძოლო მოქმედებები სიცილიაში.

მესინასთვის ბრძოლების შემდეგ მოვლენების ზუსტი აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან იმ დროინდელი ისტორიკოსების მონაყოლები ერთმანეთს არ ემთხვევა.

ვარაუდობენ რომ რომაელებმა სცადეს ქალაქ ეხტელას აღება, ასევე სირაკუზებსაც შემოარტყეს ალყა, თუმცა მათი მოქმედებები აღარ იყო უწინდებურად წარმატებული. აპიუს კლავდიუსი კინაღამ ბერძენთა ტყვეობაში მოხვდა და სავარაუდოთ რეგიიში დაბრუნება მოუწია.

შემდეგი ძვ. წ. 263 წლის კონსულები გახდნენ მანიუს ვალერიუს მაქსიმუსი და მანიუს ოტაცილიუს კრასუსი.

ისინი 4 ლეგიონით და დამხმარე ჯარებით სიცილიაში ჩავიდნენ. მათ მოუარეს მთა ეტნას, აიღეს გადრანა და კენტორინი. სხვა ქალაქები კი კეთილი ნებით დაემორჩილნენ. სულ დიოდორეს ცნობებით 67 ქალაქი გადავიდა რომაელთა მხარეს. რომაელები სირაკუზებამდე მისულნი არც იყვნენ, როდესაც გიერონმა ჩათვალა რომ მათთან დაპირისპირებას ზავი ჯობია და კონსულებთან ელჩები გაუშვა.

ზღვაზე კართაგენელთა უპირატესობის გამო, რომაულ ჯარებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ მომარაგებაში, ამიტომ მათ აწყობდათ გიერონთან კავშირი და ისინი დათანხვდნენ. სირაკუზებს რომაელთათვის კონტრიბუცია უნდა გადაეხადათ. კონტრიბუციის რაოდენობას სხვადასხვა ავტორი სხვადასხვანაერად ასახელებს.

გიერონთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადბის შემდეგ სიცილიაში 4 ლეგიონის ნაცვლად მხოლოდ 2 დარჩა, ხოლო კართაგენელთა სამხედრო კონტიკენტი სიცილიაზე პირიქით - გაიზარდა. თავის ფორპოსტად მათ ქალაქი აგრიგენტუმი აირჩიეს.

დასავლეთ სიცილიაში რომაელებსა და კართაგენელებს შორის მიმდინარეობდა ბრძოლები ცალკეული ქალაქებისთვის.

დიოდორეს ცნობებით, რომაელები ხანგძლივად და უშედეგოდ ცდილობდნენ მაკელას აღებას. ეგესტა და ალიკა თავისი ნებით გადავიდნენ რომაელთა მხარეს. ილარი, ტირიტი და ასკელი კი რომაელებმა ძალის გამოყენებით აიღეს.


აგრიგენტუმი .


პირველი პუნიკური ომის დასაწყისში ქალაქი აგრიგენტუმი წარმოადგენდა კართაგენელთა მთავარ სამხედრო ბაზას. ორივე კონსულმა შეაჩერეს ყველა საბრძოლო მოქმედება და ოთხივე ლეგიონით აგრიგენტუმის ალყას შეუდგნენ.

რომაელები ქალაქიდან 2,5 კმ-ში დაბანაკდნენ. ივნისი იყო და რომაელები მიმოიფანტნენ ხორბლის მოსაგროვებლად. კართაგენელებმა ამით ისარგებლეს და თავს დაესხნენ რომაელებს. ლეგიონები მათმა რკინის დისციპლინამ იხსნა. კართაგენელები დიდი დანაკარგებით უკუაქციეს.

რომაელები ორ ბანაკად დაბანაკდნენ, ერთი ქალაქის დასავლეთით, მეორე სამხრეთ აღმოსავლეთით. ბანაკები თხრილით იყო შეერთებული. პოლუბიუსის თანახმად ალყა 5 თვე გაგრძელდა. რომაელები წარმატებით იგერიებდნენ კართაგენელთა თავდასხმებს. როგორც ჩანს დიდი ბრძოლები არ ყოფილა.

აგრიგენტუმში არანაკლედ 50 000 ჯარისკაცი იყო და მშვიდობიანი მოსახლეობა. 5 თვის შემდეგ ქალაქში უკვე სურსათის უკმარისობა იგრძნობოდა.

ვინაიდან ქალაქი ზღვისგან მოშორებით იყო, ფლოტით მისი მომარაგება შეუძლებელი იყო. ჰანიბალ გისკო ახერხებდა კართაგენში ელჩების გაგზავნას დახმარების სათხოვნელად. კართაგენიდან მასთან ჰანონი წამოვიდა.

ლილიბეუმში ჩავიდა ჰანონი, დიოდორეს თანახმად მას 50 000 ქვეითი, 6 000 მხედარი და 60 სპილო ყავდა. პავლე ოროზიუსის თანახმად მხოლოდ 30 000 ქვეითი და 1 500 მხედარი, ხოლო პოლიბიუსის თანახმად ჰანონს 50 სპილო ყავდა.

პოლიბიუსის თანახმად ჰანონის ჯარები ჰერაკლიუმისკენ დაიძვრნენ და აიღეს ერბესი, სადაც რომაელთა სურსათის მარაგი ინახებოდა. ზონარას თანახმად ჰანონი პირდაპირ აგრიგენუმთან მოვიდა. შემდეგ აგრიგენტუმისკენ დაიძვრა, დაამარცხა რომაული მხედრები და დაბანაკდა რომაელებისგან 4 კმ-ში[.

მტრებს შორის 2 თვე სერიოზული შეტაკება არ მომხდარა. რომაელების მდგომარეობა სურსათის დაკარგვამ ისე დაამძიმა, რომ, რომაელები უკვე ალყის მოხსნაზე ფიქრობდნენ, მაგრამ მათ სირაკუზების ტირანმა ჰიერონიმე IIმ უშველა სურსათით.

სურსათის პრობლემის გარდა რომაელთა ბანაკებში ავადმყოფობებიც დაიწყო. ჰანონს კი ქალაქში გაძლიერებული შიმშილი აიძულებდა სწრაფად ემოქმედა.

ბრძოლა ზემოთხსენებული მიზეზების გამო რომაელებსაც აწყობდათ. ორვე არმია ბანაკებს შორის ადგილზე გამოვიდა. კართაგენელი ქვეითები ორ რიგად დადგნენ, მათ შორის კი სპილოები იყვნენ. ხანგძლივი ბრძოლის შემდეგ კართაგენელთა პირველი რიგი გაიფანტა.


უკან გაქცეულებმა არეულობა გამოიწვიეს უკანა რიგებში და სპილოებში. კართაგენელთა უმეტესობა დაიხოცა. გადარჩენილებმა ჰერაკლიუმს შეაფარეს თავი.

ოროციუსის თანახმად 11 სპილო დაიღუპა, პოლიბიუსის თანახმად უმეტესობა.

დიოდორეს თანახმად ჰანონმა ორი ბრძოლა გამართა და საერთო ჯამში დაკარგა 3 000 ქვეითი და 200 მხედარი, ხოლო ტყვედ ჩავარდა 4 000 ადამიანი. დაიღუპა 8 სპილო და 33 დაიჭრა. შესაძლოა დიოდორე პირველ ბრძოლაში გულისხმობს იმ ბრძოლას რომელიც 2 თვით ადრე გაიმართა ჰანონის ჩამოსვლისთანავე.

ზონარას თანახმად ჯერ კართაგენელები ცდილობდნენ რომაელები გამოეწვიათ საბრძოლველად, შემდეგ კი როდესაც რომაელებს სურსათის პრობლემა გაუჩნდათ, როლები შეიცვალა. ჰანოი ბრძოლაზე აიძულა ქალაქიდან მოსულმა ამბებმა სიმშილის შესახებ.


ჰანონმა და ჰანიბალმა მოილაპარაკეს ერთდროულად დასხმოდნნ რომაელებს თავს, მაგრამ კონსულებმა ამის შესახებ შეიტყვეს და ნაწილი ჯარისკაცები ჩაასაფრეს.

ჰანონმა შეუტია რომაულ ბანაკს, ამ დროს ჩასაფრებულები დაესხნენ თავს და ჰანონი დამარცხდა. ჰანიბალის შეტევაც წარუმატებელი იყო.

პოლიბიუსის თანახმად ჰანონის დამარცხების შემდეგ, ჰანიბალის არმიამ იმავე ღამეს ჩუმად მიატოვა ქალაქი. რომაელები მხოლოდ არიერგარდს შეებრძოლენ და ქალაქი უბრძოლველად დაიკავეს და გაძარცვეს. ზონარას თანახმად მხოლოდ ჰანიბალი გადარჩა, ხოლო ქალაქში მყოფი მთელი არმია ტყვედ ჩავარდა ან დაიღუპა.

დიოდორეს თანახმად აგრიგენტუმის ალყაში 100 000 რომაელი მონაწილეობდა, მათგან 30 000 ქვეითი და 540 მხედარი დაიღუპა.


საზღვაო ბრძოლები .

ლიპარი .

ლიპარის კუნძულებთან ბრძოლა ძვ. წ. 260 იყო პირველი პუნიკური ომის პირველი საზღვო ბრძოლა.

აგრიგენტუმის აღების შემდეგ, სიცილიაზე სახმელეთო უპირატესობა რომაელებს ჰქონდათ, ხოლო ფლოტი კი კართაგენის უფრო ძლიერი იყო.

რომაელებმა დაიმორჩილეს სიცილიის შიდა ნაწილი, ხოლო ზღვისპირა ქალაქებში კართაგენელები ბატონობდნენ. ამ სიტუაციის შესაცვლელად რომისთვის აუცილებელი იყო ფლოტი. რომაელებმა ააშენეს 100 ხუთგემბანიანი და 20 სამგემბანიანი გემი.

რომაელებს გემთა მშენბლობის არავითარი გამოცდილება არ ჰქონდათ, ისინი მესინას ბრძოლამდე დატყვევებული ერთადერთი კართაგენული გემის მაგალითზე აშენებდნენ გემებს.

ახალ აშენებულ ფლოტს სათავეში გნეუს კორნელიუს სციპიონი ჩაუდგა. მან მესინასკენ გასცურა 17 გემით, დანარჩენი ფლოტი რამდენიმე დღის შემდეგ უნდა მოსულიყო.

ამ დროს რომაელებს მიეცათ საშუალება ღალატის მეშვეობით ლიპარი ჩაეგდოთ ხელში. სციპიონმა გადაწყვიტა არ დალოდებოდა დანარჩენ ფლოტს და არსებული გემების მესვეობით აეღო ქალაქი.

როდესაც პანორმაში მყოფნა ჰანიბალმა შეიტყო სციპიონის ლიპარში ჩასვლის ამბავი, მან გაგზავნა ბოოდესი 20 გემით. ბოოდესმა ღამით ჩაკეტა პორტში რომაული ფლოტი. დაბნეული ჯარისკაცები გამთენიისას ქალაქში გაიქცნენ, ხოლო სციპიონი ტყვედ ჩაბარდა. ამ მოვლენის შედეგად შეარქვეს სციპიონს ასინა, რაც ლათინურად ვირს ნიშნავს.


მილაი .

მილაის ბრძოლა იყო პირველი პუნიკური ომის მეორე საზღვაო ბრძოლა.

რომაულ გემებზე დამაგრებული ”ყვავი”, რომელსაც იგი გამოსდებდნენ მტრის გემს და აბორდაჟზე იღებდნენ.


ლიპარის კუნძულებთან ბრძოლის წაგების შემდეგ ფლოტი გადაებარა გნეუს კორნელიუს სციპიონ ასინას კოლეგას გაიუს დუილიუსს, რომელსაც აქამდე სახმელეთო ჯარები ებარა. ხოლო სახმელეთი ჯარები სამხედრო ტრიბუნებს ჩააბარა. რომაელებმა გააცნობიერეს, რომ მათი გემები ბევრად ჩამოვარდებოდა კართაგენულებს სიჩქარეში და მოქნილობაში, ამიტომ მოიგონეს იარაღი, რომესაც ყვავი შეარქვეს. გემის წინა ნაწილზე მაგრდებოდა მრგვალი ბოძი, რომელზეც მიმაგრებული იყო კიბე. კიბის აწევ დაწევა ბლოკებით ხდებოდა. ამ მოწყობილობით რომაელ ჯარისკაცებს საზღვაო ბრძოლის დროს შეეძლოთ მტრის გემზე გადასხვა და ხელჩართული ბრძოლა.

რომაულ გემებზე დამაგრებული ”ყვავი”, რომელსაც იგი გამოსდებდნენ მტრის გემს და აბორდაჟზე იღებდნენ.

გაიუს დუილიუსმა შეიტყო რომ კართაგენული ფლოტი ქალაქ მილაისთან დგას და ფლოტით მათკენ გასცურა. კართაგენელები რომაელებს მათი გამოუცდელობის გამო ზერელედ უყურებდნენ, მათ 130 გემი გამოუშვეს რომაელთა დასახვედრათ, იმედით რომ გამარჯვება ადვილი იქნებოდა და არ ჩათვალეს საჭიროდ საბრძოლო განაწესის დაცვა.

მათ დაინახეს რომაულ გემებზე აღმართული ყვავები, მაგრამ ვერ მიხვდნენ რა შეიძლება ეს ყოფილიყო. როდესაც ფლოტები ერთმანეთს მიუახლოვდნენ, რომაელები ყვავების მეშვეობით კართაგენულ გემებზე გადავიდნენ და გემბანებზე ხელჩართული ბრძოლები იმართებოდა, რაშიც რომაელები უთუოდ უფრო ძლიერები იყვნენ.

ასე რომაელებმა დაამარცხეს კართაგენელები და ხელში ჩაიგდეს მეთი ფლოტი. კართაგენელთა მეთაურმა ჰანიბალმა ძლივს მოახერხა ნავით გაქცევა. წამოწეული კართაგენული გემები ცდილობდნენ რომაულ გემებს გვერდებიდან ან უკნიდან მიახლოვებულიყვნენ, მაგრამ ყვავები ტრიალის წყალობით ყველა მიმართულებით სახიფათო იყო. პოლიბიუსის თანახმად, ამ ბრძოლაში კართაგენელებმა 50 გემი დაკარგეს.

ჰანიბალი კი დარჩენილი ფლოტით დაბრუნდა კართაგენში, საიდანაც უფრო მრავალრიცხოვანი ჯარით სარდინიაში გადავიდა (ძვ. წ. 258). სარდინიაზე ჰანიბალი რომაელებმა დაამარცხეს, და ამ უკანასკნელმა ფლოტის დაკარგვის შემდეგ თავი კართაგენს შეაფარა, სადაც იგი სიკვდილით დასაჯეს. ხოლო დუილიუსი პირველი მხედართმთავარი გახდა, ვინც ტრიუმფი საზღვაო ბრძოლისთვის მოიპოვა. მას პატივისცემის ნიშნით რომაელებმა მეჩირაღდნე და მესალამურე მიუჩინეს, რომლებიც ქეიფის შემდეგ სახლში აცილებდნენ.


საბრძოლო მოქმედებები სიცილიაში .

სიცილიაში საბრძოლო მოქმედებები 260-259 წლებში

ზღვაზე გამარჯვებამ რომაელები კიდევ უფრო შეაგულიანა. მათ ეგესტო ალყისგან გაათავისუფლეს და აიღეს მაკელა. რომაელებსა და მათ მოკავშირეებს შორის დავა მოხდა, თუ ვისი დამსახურება იყო მილთან გამარჯვება.

ამ დავის გამო მათ ცალცალკე გაშალეს ბანაკები პაროპსა და ტერმას შორის. ჰამილკარი, კართაგენული სახმელეთო ჯარების მხედართმთავარი, მათ მოულოდნელად დაესხა თავს ბანაკის გაშლისას და სხვადასხვა ცნობებით რომაელთა დანაკარგები 4000-დან 6000-მდე იყო.

ძვ. წ. 259 წელს სიცილიაში საომარ მოქმედებებს რომაელთა მხარეს ხელმძღვანელობდნენ კოსულები ლუციუს კორნელიუს სციპიონი და გაიუს აკვილიუს ფლორუსი.

კართაგენელებმა აიღეს მაზარა და შეიჭრნენ აღმოსავლეთ სიცილიაში, თუმცა ფლორუსმა ხელი შეუშალა მათ წინსვლას.

სციპიონი კი კორსიკაზე საკმაოდ წატმატებულად იბრძოდა.

მან ასევე დაამარცხა საზღვაო ბრძოლაში კართაგენელთა ახალი ადმირალი ჰანონი. შემდეგ სციპიონი სარდინიაში გადავიდა, სადაც არანაკლები წარმატებით იბრძოდა და კუნძულის ჩრდილო-დასავლეთი დაიკავა. რომში იგი ტრიუმფით დაბრუნდა.

შემდეგ ძვ. წ. 258 წელს რომაელებმა ახალი კონსულების, ალულუს ატილუს კალატინუსისა და გაიუს სულპიციუს პატერკულუსის მეთაურობით, შეუტიეს პანორმას, სადაც კართაგენელთა ბაზა იყო. კართაგანელებმა ბრძოლა არ მიიღეს, რომაელებს კი არ სურდათ ქალაქის ალყა, ისინი ქალაქ გიპანისკენ გაემართნენ და აიღეს იგი.

მათ ასევე ქალაქები მიტისტატი, კამარინა და ენა აიღეს და ლიპარების აღება სცადეს, მაგრამ ჰამილკარმარმა დაასწრო მათ.

სიცილიაში რომაელთა წარმატების განვითარება

ამასობაში კონსული სულპიციუსი სარდინიაში მოქმედებდა. მას აფრიკაში გადასვლა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. კართაგენელებმა კუნძულზე ჰანონი გააგზავნეს, მან დაამარცხა რომაელები, და მათ სარდინიაზე დროებით უკან დახევა მოუწიათ.

ტინდარისის ბრძოლა რომისა და კართაგენს შორის პირველი პუნიკური ომის დროს მომხდარი ერთერთი საზღვაო ბრძოლაა. იგი გაიმართა სიცილიის ჩრდილოეთ ნაპირებთან, ქალაქ ტინდარისთან.

გაიუს ატილიუსი რომაული ფლოტით ქალაქ ტინდარისის ნავთსადგურში იდგა. მან დაინახა უწესრიგოდ მიმავალი კართაგენული ფლოტი.

იგი დაედევნა მტრის ფლოტს, თვითონ კი 10 გემით წინ წავიდა, სანამ დანარჩენი გემები ნავსადგურიდან გამოდიოდნენ. როდესაც ეს კართაგენელებმა დაინახეს, შემობრუნდნენ, გარს შემოეხვივნენ ათ გემს და თითქმის ყველა ჩაძირეს, კინაღამ კონსულის გემიც ხელში ჩაიგდეს, რომელმაც სასწაულებრივ დაახწია დაღუპვას თავი, სწრაფმავალობის და კარგი მენიჩბეების წყალობით.

ამასობაში დანარჩენი რომაული ფლოტი მოვიდა შემთხვევის ადგილზე. რომაელებმა 8 გემი ჩაძირეს, 10 ტყვეთ ჩაიგდეს, კართაგენის დანარჩენმა ფლოტმა ლიპარებს შეაფარა თავი.

ამ ბრძოლაში წარმატებას ორივე მხარე ითვისებდა. ამის გარდა მეტოქეები კიდევ უფრო დააფიქრა ფლოტის სტრუქტურაზე, რომლითაც შეძლებდა ზღვაზე გაბატონებას.


ომის აფრიკაში გადატანა .

ამ რიგად, წინა წლების საბრძოლო მოქმედებების შედეგად, რომაელთა უპირატესობა სიცილიაზე ცხადი გახდა. რომაელთა შემდეგი მიზანი უკვე ლივია იყო. კართაგენელებისთვის ცხადი იყო, რომ, თუ რომაელები ლივიაში გადმოსხდომას შეძლებდნენ, მაშინ ადგილობრივი მოსახლეობა მათ წინააღმდეგობას არ გაუწევდა, ამიტომ კართაგენელებმა მთელი ყურადღება ზღვაზე გადაიტანეს, რათა რომაელთა აფრიკაში გადმოსვლა არ დაეშვათ.


ეკნომის კონცხთან ბრძოლა.

კაპე ეკნომუსის ბრძოლა იყო პირველი პუნიკური ომის დროს, საზღვაო ბრძოლა რომის და კართაგენის ფლოტებს შორის, ძვ. წ. 256 წელს, სიცილიის ნაპირებთან, ეკნომუსის კონცხთან, თანამედროვე ლიკატას მახლობლად. მასში მონაწილეთა რაოდენობით (თითო გემზე 300 მენიჩბე და 150 ჯარისკაცი), ეს იყო ანტიკური ეპოქის უდიდესი საზღვაო ბრძოლა.

ომის დაწყებიდან უკცე 8 წელი გავიდა, რომლშიც რომაელებმა დაამტკიცეს თავისი სახმელეთო უპირატესობა და შექმნეს ფლოტი, რომელმაც, უკვე შეძლო კართაგენული გამოცდილი ფლოტისთვის ღირსეული მეტოაქეობის გაწევა. სიცილიაზე 8 წლიანი ომის შემდეგ ორივე მხარე ჩიხში შევიდა, ვინაიდან ორივე მხარე ერთნაერად ძლიერი იყო.

ჩიხიდან გამოსასვლელად რომაელებმა გადაწყვიტეს საომარი მოქმედებების ლივიის დაუცველ ნაპირებზე გადატანა.

რომაელებმა მესინაში გადაისროლეს 330 გემი. ფლოტს ორივე კონსული, მარკუს ატილიუს რეგულუსი და ლუციუს მანლიუს ვულსონ ლონგუსი მეთაურობდნენ, აქედან კი ფლოტი ეკნომისკენ დაიძრა, სადაც სახმელეთო ჯარები იდგა, რომელიც 4 ლეგიონისგან და დამხმარე ჯარებისგან შედგებოდა. ამავდროულად კართაგენელებმა ჯერ ლილიბეუმისკენ, შემდეგ ჰერაკლეა მინოასკენ გადაისროლეს 350 გემი.

კართაგენელებს კარგად ესმოდათ ლივიის ნაპირების დაუცველობა, ამიტომ მათ განიძრახეს საზღვაო ბრძოლით აღეკვეთათ რომაელთა აფრიკული ექსპედიცია. ამიტომ კართაგენული ფლოტიც ეკნომისკენ გაემართა.

რომაული ფლოტი, ისევე როგორც ლეგიონები, 4 ნაწილად იყო დაყოფილი. პირველ ნაწილს ერქვა პირველი ლეგიონი და პირველი ფლოტი, და ა.შ. მეოთხე ნაწილს კი მესამე სახელიც ჰქონდა, სახმელეთო ჯარების მსგავსად, მათ ტრიარიუსები ერქვათ.

რომაულ ფლოტში სულ 140 000 ჯარისკაცი იყო. კართაგენელებიც კარგად იყვნენ მომზადებულნი, ოღონდ, როგორც საზღვაო ბრძოლის წესი და რიგია. გემების რაოდენობის თანახმად, მათი არმია 150 000 კაცზე მეტი იყო. რომაელებმა იცოდნენ რომ კართაგენული გემები მათსაზე უკეთესია, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს წყობას.

წინ ერთმანეთის გვერდიგვერდ ორი ექვსგემბანიანი გემი იყო, რომლებზეც კონსულები იყვნენ. მათ უკან მოყვებოდათ პირველი და მეორე ფლოტები, რომლებიც სოლისებრად იყვნენ განლაგებული, მათ უკან მესამე ფლოტი იყო, რომელსაც სატვირთო გემები მოყვებოდა და მეოთხე ფლოტი არიერგარდს ქმნიდა.

ბრძოლის სქემა.



ბრძოლის წინ რომაული ფლოტის მარჯვენა ფრთა, რომელიც პირველი სამი ფლოტისგან შედგებოდა, ღრმად შეიჭრა ზღვაში, რათა კართაგენელებს გარს შემოხვეოდა. მეოთხე ფლოტი მარცხენა ფრთას ჰქმნიდა, ნაპირისკენ შეტრიალებული კაუჭის მსგავსად განლაგებული. კართაგენელთა მარჯვენა ფრთას ჰანო დიდი ხელმძღვანელობდა, მარცხენას კი ჰამილკარი. კართაგენელები გრძელ თხელ ხაზზე განლაგდნენ.

რომაელებმა იერიში კართაგენელთა ცენტრზე მიიტანეს. რომაელთა ხაზის დასაშლელად, კართაგენულმა ცენტრმა სწრაფაც დაიხია უკან. დახეულ კართაგენელებს რომაელები უმალვე დაედევნენ. დევნაში პირველი და მაორე ბლოტი იყო ჩართული, ხოლო მესამე და მეოთხე ფლოტი ჩამორჩნენ.როდესაც პირველი და მეორე ფლოტი საგრძნობლად წავიდნენ წინ, ჰამილკარმა შემოატრიალა ცენტრი და ისინი რომაელებს დაესხნენ თავს.

ცხარე ბრძოლა გაიმართა, კართაგენელების უპირატესობა გემების სიჩქარე იყო, ხოლო რომაელები ყვავებით აბავდნენ მოახლოვებულ გემებს, თან ორივე კონსული აქ იბრძოდა.

ამ დროს კართაგენულმა მარჯვენა ფრთამ, რომელსაც ჰანო მეთაურობდა, დაარტყა რომაულ მეოთხე ფლოტს, ხოლო ნაპირებთან მყოფი კართაგენული გემები, ერთ ხაზზე დალაგდნენ და მესამე ფლოტს შეუტიეს, რომელსაც ბუქსირზე სატვირთო გემები ყავდა.

რომაელებმა ბუქსირიდან მოხსნეს სატვირთო გემები და შეებრძოლნენ კართაგენელებს. ამრიგად გაიმართა პარალელურად სამი საზღვაო ბრძოლა.

ბრძოლის მოძრავი სქემა

ბოლო ბოლო რომაელებმა უკუ აქციეს ჰამილკარის ფლოტი. ლუციუსმა ხელში ჩაგდებული გემები და შემდეგ სატვირთო გემები ბუქსირზე აიყვანა, ხოლო მარკუს რეგულუსი გაეშურა მეორე ფლოტის გადარჩენილი გემებით მესამე და მეოთხე ფლოტების დასახმარებლად. იგი ჰანონის ფლოტს შეებრძოლა, რომელიც მეოთხე ფლოტს ავიწროვებდა.

ორი მხრიდან შევიწროვებულმა კართაგენელებმა მალე დაიხიეს უკან. ლუციუსმა ბუქსირზე მყოფი გემები უსაფრთხო ადგილზე დააყენა და პირველი ფოტიც, მესამეს დასახმარებლად, ბრძოლაში ჩაერთო.

მესამე ფლოტი ალყაშემორტყმული იყო, ისინი მხოლოდ იმან იხსნა, რომ ყვავბის შიშით კართაგენელები არ უახლოვდებოდნენ მათ, მხოლოდ ნაპირთან აკავებდნენ. ამ დროს კონსულები გამოჩდნენ და 50 კართაგენული გემი ჩაიგდეს ხელში, აქედან ძალიან ცოტა გადარჩა, ვინც ნაპირების გასწვრივ გამოაღწია.

ამ ბრძოლაში რომაელებმა 24 გემი დაკარგეს, კართაგენელებმა 30-ზე მეტი დაკარგეს. ტყვედ არცერთი რომაული გემი არ ჩავარდა, ხოლო კართაგენელების 64 გემი ჩაიგდეს რომაელებმა ხელში.

ეკნომუსის ბრძოლის შემდეგ, რომაელებს აფრიკაში გადასასვლელად მხოლოდ დაზიანებული გემების შეკეთება და საკვების გაახლება სჭირდებოდათ. კართაგენელები მათ ზღვაში უკვე ვეღარ გააჩერებდნენ.

ანტიკური ეპოქის ამ უდიდეს ბრძოლაში რომაელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ მათი ახალბედა ფლოტი ძველი, გამოცდილი კართაგენულის ღირსეული მეტოქეა და მათ აქვთ ყველა შანსი იმისთვის რომ გაბატონდნენ ხმელთაშუა ზღვაზე.


ლივიაში გადასვლა.

კაპე ეკნომუსის ბრძოლის შემდეგ, რომაელებისთვის აფრიკისკენ გზა ხსნილი იყო, მათ დაუპრყოლებლად მოახერხეს ლივიის სანაპიროებზე გადმოსხდომა. რომაულ არმიას კონსული მარკუს ატილიუს რეგულუსი მეთაურობდა. ამასთან დაკავშირებით კართაგენელბმა ჰამილკარი სასწრაფოდ გამოიწვიეს აფრიკაში. მის გარდა კართაგენულ არმიას ჰასდრუბალი და ბოსტარი ხელმძღვანელობდნენ. ჰამილკარი კართაგენში დაბრუნდა 5 000 ქვეითით და 500 მხედარით.

რომაელები ამასობაში ლივიაში თარეშობდნენ. შემდეგ ადისს მიადგნენ და ალყა შემოარტყეს. კართაგენული არმიაც ადისისკენ დაიძრა. მათ ქალაქის მახლობლად გორა დაიკავეს და დაბანაკდნენ. გორა რთული ასასვლელი იყო, ხოლო კართაგენელებს უმეტესად საკუთარი მხედრობის იმედი ჰქონდათ. რომაელებმა გადაწყვიტეს უმოკლეს ვადებში შეტევა, სანამ კართაგენელები დაბანაკებულნი არიან მხედრებისთვის ასეთ მოუხერხებელ ადგილას.

რომაელები გორას განთიადზე მიადგნენ ორი მხრიდან. კართაგენელი მხედრები და სპილოები ამ სიტუაციაში სრულიად გამოუდეგარნი აღმოჩნდნენ, სამაგიეროთ ქვეითები კარგად იბრძოდნენ და პირველი ლეგიონი უკან დახიეს. მაგრამ, როდესაც კართაგენელები წინ წამოიწივნენ, მათ გარს მეორე მხრიდან რომაელები შემოეხვივნენ და უკუ აქციეს.

ამის შემდეგ ბანაკიდან ყველა კართაგენელი გაიქცა. როცა კი ცხენები და სპილოები დაბლობზე ჩამოვიდნენ, დახევა გარდაუვალი იყო. რომაელებმა ცოტა ხანი სდიეს ქვეითე

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 3325 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 4.3/6
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები