ხუთშაბათი, 28.03.2024, 15:04
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 15 » მესამე კოალიციის ომი.
09:11
მესამე კოალიციის ომი.

ნაპოლეონ I აუსტერლიცის ბრძოლაში, ფრანსუა ჟერარის ნამუშევარი
თარიღი: 1805
მდებარეობა: ევროპა, ტრაფალგარის კონცხი
შედეგი: ანტი ნაპოლეონური კოალიციის დამარცხება.


მესამე კოალიციის ომი - 1805 წელს მიმდინარე ომი ნაპოლეონ ბონაპარტის საფრანგეთსა და მის წინააღმდეგ შეკრულ კოალიციას შორის, რომელშიც ავსტია, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი გაერთიანებულიყვნენ.

ავსტრიისა და რუსეთის გაერთიანებული არმია საფრანგეთის საზღვრებში შეჭრას აპირებდა. თუმცა მანამდე, სანამ მიხეილ კუტუზოვის არმია გენერალ მაკის არმიას შეურთდებოდა, ნაპოლეონმა ავსტრიელებს შეუტია და ულმთან ისინი დაამარცხა. 21 ოქტომბერს ავსტრიელებმა კაპიტულაციას მოაწერეს ხელი.

ულმის კამპანიას მოყვა ბრიტანელების წარმატება ზღვაში. 21 ოქტომბერს ვიცე-ადმირალმა ჰორაციო ნელსონმა გაანადგურა ესპანეთისა და საფრანგეთის ფლოტი ტრაფალგარის ბრძოლაში. ამით ბოლო მოეღო ნაპოლეონის ცდას გადაელახა ლა-მანშის სრუტე და შეჭრილიყო ბრიტანეთში.

ბრიტანელების წარმატების მიუხედავად რუსეთის არმია გამოუვალ მდგომარეობაში იყო. მაკის არმიის განადგურების შემდეგ მათ უკან რუსეთისკენ დახევა დაიწყეს.

მათ დაედევნა ნაპოლეონის არმიაც. რამდენიმე არიერგარდული ბრძოლის მეშვეობით, რუსეთის არმიამ ოლმიცისაკენ დაიხია, სადაც ისინი ავსტრიის ჯარებს და რუსეთიდან მოსულ გენერალ ბუქსგევდენის 50 000-იან არმიას შეუერთდნენ.

1805 წლის 2 დეკემბერს აუსტერლიცის ბრძოლაში კოზლიციური ჯარები დამარცხდნენ. ავსტრია ომიდან გამოვიდა და ხელი მოაწერა საფრანგეთთან სეპარატულ პრესბურგის ზავს. რუსეთის ჯარები გაიყვანეს რუსეთში.

ომში მოკავშირეების დამარცხება არ ნიშნავდა ნაპოლეონის ომების დასასრულს შემდეგ წელს საფრანგეთის წინააღმდეგ ახალი კოალიცია შეიკრა და დაიწყო მეოთხე კოალიციის ომი.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1115 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები