პარასკევი, 19.04.2024, 09:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 15 » ტრაფალგარის ბრძოლა.
09:13
ტრაფალგარის ბრძოლა.

თარიღი: 21 ოქტომბერი, 1805
მდებარეობა: ტრაფალგარის კონცხი
შედეგი: ბრიტანელების დამაჯარებელი გამარჯვება.

ტრაფალგარის ბრძოლა (21 ოქტომბერი, 1805) - საზღვაო ბრძოლა ბრიტანეთის სამეფო ფლოტსა და ფრანგებისა და ესპანელების კოალიციურ ძალებს შორის. ბრძოლა გაიმართა მესამე კოალიციის ომის ფარგლებში, ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე.

კოალიციის ძალებს მეთაურობდა ფრანგი ვიცე-ადმირალი ვილნევი, ბრიტანელებს კი გამოჩენილი ადმირალი ჰორაციო ნელსონი. ნელსონის განკარგულებაში იყო 27 სახაზო გემი, მტრის 33-ის საპასუხოდ. ბრძოლამდე ნელსონმა ბრძანა „ვიქტორიდან" გადაეცათ ლეგენდარული სიგნალი: ინგლისი მოელის, რომ ყველა ადამიანი თავის მოვალეობას შეასრულებს (ინგლ. England expects that every man will do his duty). ის დღეს ცნობილია, როგორც ნელსონის სიგნალი.

ძალთა თანაფარდობის მიუხედავად ბრძოლა ბრიტანელების ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვირგვინდა. ბრიტანელთა დანაკარგები მცირე იყო, თუმცა ბრძოლის მიწურულს ფლაგმანზე, საპარადო ფორმაში გამოწყობილი ნელსონი მტრის სნაიპერის ტყვიამ შეიწირა. ბრძოლის შედეგები კოალიციისთვის გამანადგურებელი იყო.

12 ათას დაჭრილ-დაღუპულ მებრძოლთან ერთად მათ დაკარგეს 22 სახაზო გემი, რომელთაგან 21 მოწინააღმდეგის ხელში გადავიდა. ბრძოლამ წერტილი დაუსვა ნაპოლეონის ცდას გადაელახა ლა-მანშის სრუტე და შეჭრილიყო ბრიტანეთში.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2244 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები