ხუთშაბათი, 25.04.2024, 03:27
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 15 » ღაზის ალყა.
09:15
ღაზის ალყა.

ღაზის ალყა, ანდრე კასტანის ნამუშევარი
თარიღი: ძვ. წ. 332
მდებარეობა: ღაზა
შედეგი: მაკედონელების გამარჯვება
ტერიტორიული ცვლილებები: ალექსანდრემ დაიმორჩილა ეგვიპტე.

ღაზის ალყა - ძვ. წ. 332 წლის ოქტომბერში ფილისტიმელების ქალაქის 2 თვიანი ალყა ალექსანდრე მაკედონელი მიერ. ისოსთან სპარსეთის მეფის, დარიოს III-ის დამარცხების შემდეგ ძვ. წ. 333 წელს ალექსანდრე მაკედონელი ფინიკიისკენ დაიძრა და ამ ქვეყნის დაკავება დაიწყო. შვიდთვიანი ალყის შემდეგ მაკედონელებმა აიღეს ტიროსი და იქიდან ეგვიპტეს მიაშურეს.

ფინიკიიდან ალექსანდრემ პალესტინის ფილისტიმურ ქალაქებს შეუტია. 5 ქალაქიდან მხოლოდ ღაზამ გაუწია წინააღმდეგობა დამპყრობელს.

ქალაქი ზღვიდან 3-4 კმ-ზე მდებარეობდა მაღალ მთაზე და დიდი გალავანი ჰქონდა გარშემორტყმული. ღაზას ევნუხი მართავდა, რომელმაც დაიქირავა ნაბატეველები გარნიზონის გასამაგრებლად და მოიმარაგა დიდი რაოდენობის სურსათი.

მაკედონელებმა გააფთრებით შეუტიეს ქალაქს, გალავნის ზოგიერთ ადგილს ტარანებით ანგრევდნენ, ზოგგან კი საალყო მანქანების მიტანა არ მოხერხდა. ამას გარდა მაკედონელები ძირს უთხრიდნენ გალავანს და გვირაბიდან ცდილობდნენ ქალაქში შეღწევას.

ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს თვით ალექსანდრეც კი დაიჭრა. საბოლოოდ როდესაც ქალაქის კედლები დაინგრა მაკედონელებმა შეტევა დაიწყეს, თუმცა ღაზელებმა სამჯერ მოახერხეს მათი მოგერიება, მეოთხე შეტევის შესაჩერებლად ევნუხის მეომრებს ძალა აღარ ეყოთ.

პირველი ქალაქში მაკედონელი ჰეტაირი, ნეოპტოლემეოსი შეიჭრა, მას სხვებიც მიჰყვნენ. ღაზის მთელი მოსახლეობა გმირულად იბრძოდა და უმეტესობა დაიხოცა.

დაჭრილი ევნუხი მაკედონელებმა ჩაიგდეს ხელთ. ის სასტიკად დასაჯეს. ღაზის ალყამ 2 თვე გასტანა და ღაზის 10000 დამცველი დაიღუპა.

მაკედონელებს ქალაქი არ დაუნგრევიათ, მოსახლეობა ტყვედ გაყიდეს, ხოლო მათ ადგილზე ახალი ოჯახები დაასახლეს. ფილისტიმელების სახელი ამ ბრძოლის შემდეგ გაქრა ისტორიიდან. ალექსანდრემ გზა გააგრძელა ეგვიპტისკენ და 7 დღეში მიაღწია კიდეც ნილოსის ქვეყანას.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1033 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები