ხუთშაბათი, 28.03.2024, 13:17
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 15 » ბერძნულ-სპარსული ომები.
09:51
ბერძნულ-სპარსული ომები.

ბეძენი ჰოპლიტისა და სპარსელი ქვეითის ბრძოლა, ძვ. წ. V საუკუნე
თარიღი: ძვ. წ. 500–449
მდებარეობა: საბერძნეთი, თრაკია, მცირე აზია, კვიპროსი და ეგვიპტე
შედეგი: ბერძნების გამარჯევება
ტერიტორიული ცვლილებები: თრაკია და მცირე აზია განთავისუფლდა სპარსეთისგან.


ბერძნულ-სპარსული ომები (ასევე ცნობილი, როგორც სპარსული ომები) იყო ომების სერია საბერძნეთის ქალაქსახელმწიფოებსა და სპარსეთის იმპერიას შორის. ომი დაიწყო ძვ. წ. 500 წელს და 51 წლის შემდეგ ძვ. წ. 449 წელს დასრულდა ბერძნების თავდაცვითი წარმატებით. კონფლიქტი დაიწყო იონიელების აჯანყებით, თუმცა ის მალევე ძვ. წ. 493 წელს სპარსელებმა ჩაახშეს. ამას მოჰყვა დარიოს I-ის შეჭრა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რომელიც მარათონის ველზე ათენელების მიერ მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვებით დაგვირგვინდა. დარიოსის სიკვდილის შემდეგ საბერძნეთში შეიჭრა სპარსული არმია მისი შვილის, ქსერქსე I-ის მეთაურობით.

სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ლეგენდარული თერმოპილეს ბრძოლა ქსერქსესა და სპარტის მეფე ლეონიდასსშორის, რომელიც ოკუპანტების გამარჯვებით დამთავრდა. ამის მიუხედავად არც მეორე ლაშქრობის დასასრული გამოდგა სპარსელებისთვის მომგებიანი. კამპანიის ბედი სალამისის საზღვაო ბრძოლაში ათენელებისა და სპარტელების კოალიციის გამარჯვებამ გადაწყვიტა.

გამარჯვების შემდეგ ძვ. წ. 479-478 წლებში ბერძნებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და სპარსელების მიერ დაპყრობილი ტერიტორიები გაანთავისუფლეს. შემდეგ კი ძვ. წ. 477-449 წლებში მიმდინარე ათენელების პირველი საზღვაო ალიანსის მიერ წარმოებული ომის შედეგად მოწინააღმდეგეს თრაკია და მცირე აზიაც გამოსტაცეს.

ომების შედეგად სპაპსელების მრავალ ცდას აეღო ბალკანეთი, წერტილი დაესვა. ბერძნული ცივილიზაციის კულტურულმა განვითარებამ პიკს მიაღწია, თუმცა მალევე ამ პერიოდში დაწინაურებულ ათენსა და სპარტას შორის დაიწყო ომი, რომელიც პელოპონესის ომის სახელითაა ცნობილი.

ეს სტატია ომის შესახებ ესკიზია. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგ.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1477 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები