ხუთშაბათი, 25.04.2024, 09:25
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 15 » სტეფანე ახმეტელი.
09:58
სტეფანე ახმეტელი.

სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი)
დ. 1877 — გ. 1922
კუთვნილება რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
წოდება გენერალ-მაიორი.
ბრძოლები/ომები რუსეთ-იაპონიის ომი.
პირველი მსოფლიო ომი.
წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში.


სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი) (დ. 1877 — გ. 1922), ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1918).

დაამთავრა კადეტთა კორპუსი და სამხედრო სასწავლებელი სუმიში (უკრაინა). მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (დაჯილდოვდა წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით) და პირველ მსოფლიო ომში (პოლკოვნიკი).

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1918 წ.) მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება; სარდლობდა კორპუსს, ტფილისის გარნიზონის ეროვნული გვარდიის ნაწილებს, 1921 წ. საბჭოთა რუსეთის თავდასხმის დროს — სასაზღვრო ჯარებს.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დააპატიმრეს და მოსკოვში გაგზავნეს. მოკლეს გზაში, რიაზანის ციხეში; ოფიციალური ვერსიით გარდაიცვალა ტიფით.

სტეფანე ახმეტელის უმცროსი ძმა იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სიმონ (სიკო) ახმეტელაშვილი.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1170 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები