პარასკევი, 29.03.2024, 16:09
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 15 » ბიზანტიის იმპერია.
10:13
ბიზანტიის იმპერია.



დროშა    გერბი

ბიზანტიის იმპერია (ბერძ.: Βυζαντινή Αυτοκρατορία), ოფიციალური სახელწოდება რომის იმპერია (ბერძ.: Βασιλεία τῶν Ρωμαίων), შემოკლებით ბიზანტია (ბერძ.: Βυζαντιoν) (395-1453) - შუა საუკუნეების სახელმწიფო რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში. შეიქმნა IV საუკუნეში რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფის შედეგად და არსებობდა XV საუკუნის შუა წლებამდე.

ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი დააარსა იმპერატორ კონსტანტინე I-მა 324-330 წლებში ბიზანტიონის ადგილას (აქედან მოდის სახელწოდებაც, რომელიც შემოიღეს რენესანსის მოღვაწეებმა იმპერიის დაცემის შემდეგ).

ბიზანტიის ისტორიას, ჩვეულებრივ, კონსტანტინოპოლის დაარსებიდან იწყებენ. ერთიანი რომის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი თეოდოსიუს I-ის (მართავდა 379-395) სიკვდილის შემდეგ რომის იმპერია საბოლოოდ გაიყო აღმოსავლეთი რომის (ბიზანტიის) და დასავლეთი რომის იმპერიებად.

აღმოსავლეთი რომის იმპერიის იმპერატორი გახდა არკადიუსი (395-408). თვითონ ბიზანტიელები თავს რომაელებს უწოდებდნენ.

დასავლეთი ქვეყნები მათ სახელმწიფოს რომანიას უწოდებდნენ, აღმოსავლეთი ქვეყნები კი - რუმს. საქართველოში ბიზანტიას საბერნეთს ეძახდნენ, ბიზანტიელებს - ბერძნებს, იონებს და პრომებს.


ბიზანტიის იმპერიის მოსახლეობა ეთნიკურად ჭრელი იყო (ბერძნები, სირიელები, კოპტები, სომხები, ებრაელები, მცირე აზიის ელინიზებული ტომები, თრაკიელები, ილირიელები, დაკები, გუთები, სლავები, არაბები, პაჭანიკები და სხვა), რაც გავლენას ახდენდა ბიზანტიის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობათა ჩამოყალიბებაზე.

წამყვან როლს იმპერიის ეკონომიკურ-პოლიტიკუ და კულტურულ ცხოვრებაში ბერძენი მოსახლეობა ასრულებდა. სახელმწიფო ენა IV-VI საუკუნეებში ლათინური იყო, VII საუკუნიდან - ბერძნული.

ბიზანტიის ისტორია დაახლოებით სამ ძირითად პერიოდად შეიძლება დაიყოს.


ბიზანტიის იმპერია იუსტინიან I-ის დროს 550 წელს.


ბიზანტიის იმპერია იუსტინიან I-ის დროს 550 წელს.
დედაქალაქი კონსტანტინოპოლი
ენა ლათინური 7 საუკუნემდე, ბერძნული შემდგომ.
რელიგია რომაული რელიგია 391 წლამდე, შემდგომ მართლმადიდებლობა
მართველობის ფორმა მონარქია
- 306 – 337 (პირვალი) კონსტანტინე დიდი
 - 1449–1453 (ბოლო) კონსტანტინე XI.


ბიზანტიის იმპერიის რუკა.


პირველი პერიოდი (მოიცავს IV-VII სს.) იყო მონათმფლობელობის რღვევისა და ფეოდალური ურთიერთობათა ჩამოყალიბების პერიოდი. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს თავისუფალი გლეხობა შეადგენდა. ბიზანტია ვაჭრობდა ირანთან, ინდოეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, გაბატონებული მდგომარეობა ეჭირა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ვაჭრობაში ხმელთაშუა ზღვაზე.

IV-V საუკუნეების ბიზანტიის იმპერია ცენტრალიზებული სამხედრო-ბიუროკრატიული მონარქია იყო, რომელშიც რომაული სახელმწიფოებრივი წყობილების ტრადიციები აღმოსავლეთი დესპოტიის ელემენტებს ერწყმოდა. ხელისუფლების სათავეში იდგა იმპერატორი (ბასილებსი) - შეუზღუდველი თვითმპყრობელი (autocrator). სათათბირო ორგანოს იმპერატორის კარზე წარმოადგენდა სენატი ან სინკლიტი. IV საუკუნეში ბიზანტიაში რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა (357 და 392 მთავრობამ გამოსცა კანონები წარმართობის წინააღმდეგ).


მეორე პერიოდი .

მეორე პერიოდი მოიცავს VII საუკუნის შუა წლები - XIII საუკუნის დასაწყისი. ამ პერიოდში ინტენსიურად განვითარდა ფეოდალიზმი. VIII-IX საუკუნეებში გაძლიერდა საიმპერატორი ხელისუფლება, იმპერატორ ლეონ III-მ წარმატებებს მიაღქია არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი პოლიტიკა მიმართული იყო დიდებულთა სეპარატისტული მისწრაფებების წინააღმდეგ - სახელმწიფო აპარატის განმტკიცება, თემების დაყოფა და დაქუცმაცება, საკანონმდებლო კრებულის "ეკლოგას" გამოცემა (726), ქალაქების თვითმმართველობის შეზღუდვა. ლეონ III მიემხრო VIII-IX საუკუნის პირველ ნახევარში დაწყებული ფართო რელიგიურ-პოლიტიკურ მოძრაობას - ხატმებრძოლობას.


მესამე პერიოდი .

მესამე პერიოდი (1204-1453) ხასიათდება შემდგომი ფეოდალური დაქუცმაცებით, ცენტრალური ხელისუფლების დაცემით და უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ გამუდმებული ბრძოლით. ჯვაროსნებმა ვერ შეძლეს თავიანთი ძალაუფლების გავრცელება ბალკანეთის მთელ ნახევარკუნძულზე და მცირე აზიაზე.


კონსტანტინე დიდი .

რომის იმპერატორები, რომლებიც თავს ღმერთებს უტოლებდნენ, სამას წელზე მეტხანს დევნიდნენ ქრისტიანებს. ქრისტიანების დევნის შეწყვეტა იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) სახელთან არის დაკავშირებული.

ახალი სარწმუნოებით კონსტანტინე დიდი ნგრევის პირას მისული რომის იმპერიის ერთიანობის შენარჩუნებასა და განახლებას ცდილობდა. ქრისტიანობა, მისი აზრით, მრავალეროვანი იმპერიის სიმტკიცის საფუძველი უნდა გამხდარიყო.

კონსტანტინე I-მა 313 წელს გამოსცა რჯულშემწყნარებლობის აქტი - მილანის ედიქტი, რომლითაც ქრისტიანებს სხვა რელიგიური მიმდინარეობების გვერდით თანაბარი უფლებები მიანიჭა.

მაშინ, როცა რომის იმპერია დაღუპვის პირას იყო, დაიწყო ეკლესიის პოლიტიკურ ძალად გარდაქმნის პროცესი. ეს ძალიან თამამი ნაბიჯი იყო, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო გვიანდელი რომის იმპერიისთვის, არამედ მთელი შუა საუკუნეებისთვის. კონსტანტინე დიდმა ბრძანება გასცა, დაებრუნებინათ ქრისტიანებისათვის ის ქონება, რომელიც მათ დევნის დროს ჩამოართვეს.

ნაწყვეტი მილანის ედიქტიდან.


"თავისუფლება რელიგიაში არ უნდა იზღუდებოდეს, პირიქით, ყველას გულსა და გონებას უნდა მიეცეს უფლება, იზრუნოს ღვთიურ საგნებზე თავისი ნების მიხედვით".

"გადავწყვიტეთ, რომ ქრისტიანებსა და სხვა ხალხებს ჩვენს იმპერიაში მივცეთ სრული თავისუფლება მისდიონ იმ სარწმუნოებას, რომელსაც თვითონ აირჩევენ. ყველა ადამიანს აქვს უფლება ქრისტიანი გახდეს, არც ერთი ღმერთის თაყვანისცემა და არც ერთი სარწმუნოება ჩვენგან შეზღუდული არ იქნება.

ამდენად, ქრისტიანული საზოგადოების მიმართ დავადგინეთ: ვისაც ჩვენი ხაზინიდან ან სხვა ვინმესგან შეუძენია ადგილები, სადაც წინათ ქრისტიანები იკრიბებოდნენ, ის ადგილები უკან დაუბრუნდეს ქრისტიანებს უსასყიდლოდ და ყოველგვარი გადასახადის გარეშე".

კონსტანტინოპოლი.

რომის იმპერია, მიუხედავად სირთულეებისა, არსებობას განაგრძობდა, თუმცა სიმძიმის ცენტრმა იმპერიის უფრო მდიდარ აღმოსავლურ პროვინციებში გადაინაცვლა.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2909 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 4.3/7
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები