პარასკევი, 29.03.2024, 17:18
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 15 » კონსტანტინოპოლი.
10:16
კონსტანტინოპოლი.

კონსტანტინოპოლის რუქა.

კონსტანტინოპოლი (ბერძნ. Κωνσταντινούπολις) იყო თანამედროვე სტამბოლის, თურქეთი, სახელი საუკუნეების განმავლობაში, როცა ის ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს წარმოადგენდა (ქალაქის ძველი ბერძნული სახელი იყო ბიზანტიუმი).

კონსტანტინოპოლი სტრატეგიულად მდებარეობდა ოქროს რქისა და მარმარილოს ზღვის უბეში, იმ ადგილას სადაც ევროპა აზიას ხვდება. მან წარმატებულად გაართვა თავი ძველი რომის გადმოცემულ მემკვიდრეობას და უდიდესი და უმდიდრესი ქალაქი იყო ევროპაში მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, რის გამოც მას „ქალაქთა დედოფალი" შეარქვეს.

დაარსება.

კონსტანტინე დიდმა, ძველი ბერძნული პოლისის ბიზანტიონის ადგილზე, ახალი ქალაქი დაარსა და რომის იმპერატორის ტახტი 330 წელს იქ გადაიტანა.

იმპერიის ახალი დედაქალაქი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი გახდა. ბოსფორის პირას, ევროპისა და აზიის გასაყარზე დაარსებული „ახალი რომი" იყო ბუნებრივი დამაკავშირებელი აღმოსავლური და დასავლური კულტურისა.

ახალ დედაქალაქს მოგვიანებით მისი დამაარსებლის პატივსაცემად კონსტანტინოპოლი ეწოდა. კონსტანტინოპოლს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, როგორც წარმართული რომის საპირისპიროდ დაარსებულ ქრისტიანულ დედაქალაქს.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1184 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები