პარასკევი, 29.03.2024, 12:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 15 » ხატმებრძოლეობა.
10:20
ხატმებრძოლეობა.

ქლუდის პსალთერიონის მინიატურა: ხატმებრძოლეობის ალეგორიული გამოსახულება : «და მისცეს მას ძმარი ნავღლითა აღზავებული.

და გემოჲ რაჲ იხილა, არა უნდა სუმის. ». მხატვარი აკომენტირებს ხატმებრძოლების ქმედებებს და ადარებს ევანგელისტურ მოვლენებს.

ჯვარზე აცმა გოლგოთის მთაზე; ხატმებრძოლები, რომლებიც იესოს ხატს კირით ჩღაპნიან; ქრისტეს მარჯვნივ მდგარი იესო აწვდის იესოს ძმრით გაჟღენთილ ღრუბელს, სხვა მეომარი ქრისტეს გამსჭვალავს.

მთის ძირში დგანან ხატმებრძოლები იოანე გრამატიკოსი და ანტონი სილელიმეომარი მარჯვნივ აწვვდის ქრისტეს ძმრით გაჟღენთისლ.


ხატმებრძოლეობა - VIII საუკუნეში დაწყებული რელიგიური დაპირისპირება, რის გამოც დაწყებული დაპირისპირება საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა თითქმის მთელ საქრისტიანოში. ლეონ III თავის ბრძანებით სათავე დაუდო ხატმებრძოლეობას.

იმპერატორის განკარგულებით აიკრძალა ხატების თაყვანისცემა. მან ბრძანა ეკლესიიდან მათი გატანა. იმპერატორი და მისი მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ ხატების თაყვანისცემა იყო იგივე კერპმსახურება. ქრისტიანთა დიდი ნაწილი აღაშფოთა იმპერატორის ამ გადაწყვეტილებამ.

ხატმებრძოლთა წინააღმდეგ განსაკუთრებით ამხედრდა ბერ-მონაზვნობა და ეკლესიის სხვა მსახურნი. ამან საშუალება მისცა იმპერატორს ეკლესია-მონასტრებისათვის მიწები და ქონება ჩამოერთმია.

ამით იგი ცდილობდა სახელმწიფო ხაზინის გამდიდრებას და თავისი ხელისუფლების განმტკიცებას.

787 წელს VII მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ნიკეაში, აღდგენილ იქნა ხატთაყვანისცემა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ირინე დედოფალს, რომელიც მოგვიანებით იმპერატორის სახელი მართავდა ქვეყანას.

ქრისტიანულ ეკლესიას კიდევ დიდი ხანი დასჭირდა, რათა საბოლოოდ აღედგინა ხატთაყვანისცემა. საბოლოოდ იგი აღდგენილ იქნა 843 წლის 11 მარტს. ეს დღე ეკლესიაში მართმადიდებლობის ზეიმად ითვლება და აღინიშნება დიდმარხვის პირველ კვირას.

ამ ბრძოლებმა ბიზანტიის იმპერიას და მის ხელისუფლებას უარყოფითი შედეგი მოუტანა. ქვეყნის შიგნით დაპირისპირებას დაემატა არაბთა და ბულგარელთა აგრესიის გააქტიურება.

ხატმებრძოლეობამ მეტად დაძაბა ურთიერთობა იმპერატორებსა და რომის პაპებს შორის. IX საუკუნეში რომის პაპ ნიკოლოზ I-სა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფოტის შორის დაპირისპირებამ აშკარა გახადა რომისა და კონსტანტინოპოლის მღვდელმთავართა ინტერესები. ეს იყო ბრძოლა მსოფლიო ეკლესიის მეთაურის ტიტულისათვის.

პაპის მიერ ეკლესიისაგან ფოტიოს განკვეთას, კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ პაპის შეჩვენებით უპასუხა.

განხეთქილება კონსტანტინოპოლსა და რომს შორის ბიზანტიის ახალმა იმპერატორებმა, მაკედონელთა დინასტიიდან, შეძლეს გარკვეული ხანით დაეძლიათ.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1521 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები