შაბათი, 20.04.2024, 19:26
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 15 » მონღოლთა შემოსევები საქართველოში.
10:34
მონღოლთა შემოსევები საქართველოში.


საქართველოს ტერიტორია მონღოლთა შემოსევამდე.

საქართველოს სამეფოს მონღოლთა ჯარებთან პირველი შეტაკება 1220 წელს მოუხდა. მონღოლთათვის ეს შეტაკება არაფერი იყო გარდა ზედაპირული ნიადაგის მოსინჯვისა, თუმცა ისინი 1236 წელს ისევ ბრუნდებიან, და ამჯერად სრული ძალით უტევენ საქართველოს, რაც ამ უკანასკნელის დანებებით სრულდება 1243 წელს. ქვეყანას მძიმე წლიური ხარკი დაედო მონღოლთა არმიისთვის რჩეული ჯარისკაცების მიწოდების ვალდებულებით მათ დაუსრულებელ საომარ კამპანიებში დასახმარებლად.

საქართველოს წინააღმდეგობა თავდაპირველად პასიური იყო, თუმცა შემდგომში უფრო სერიოზულ აჯანყებათა სერიაში გადაიზარდა, რომელსაც თან სდევდა ქართულ პრო- და ანტი-მონღოლურ ძალებს შორის შინა ომები. ამას შედეგად უწინ ძლიერი ფეოდალური სახელმწიფოს დაუძლურება და ფრაგმენტაცია მოჰყვა.

მონღოლთა ბატონობა გრძელდებოდა გვიანდელ 1320-იან წლებამდე -- ამ პერიოდში მეფე გიორგი V ბრწყინვალემ მოხერხებული დიპლომატიისა და სამხედრო წარმატების წყალობით დამპრყობთაგან სამეფოს დახსნა მოახერხა და მისი ყოფილი ძლიერება აღადგინა.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 3306 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 3.7/6
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები