ხუთშაბათი, 25.04.2024, 06:53
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 15 » აბუ ლ-კასიმის ლაშქრობა საქართველოში 914.
10:42
აბუ ლ-კასიმის ლაშქრობა საქართველოში 914.

აბუ ლ-კასიმის ლაშქრობა საქართველოში 914, არაბების შემოსევა საქართველოში სამხრეთ აზერბაიჯანის აბუ ლ-კასიმის მეთაურობით. ლაშქრობის მიზანი იყო არაბთა შერყეული ხელისუფლების განმტკიცება.

აბუ ლ-კასიმი ჯერ თბილისს მივიდა, იქიდან კი კახეთში გაილაშქრა და აიღო უჯარმისა და ბოჭორმის ციხეები. შემდეგ დაუზავდა კახეთის ქორეპისკოპოს კვირიკეს და უჯარმა დაუბრუნა.

კახეთიდან აბუ ლ-კასიმი ქართლში გადავიდა და მოაოხრა. ქართველებმა თვითონვე "მოარღუივნეს ზღუდენი უფლისციხისანი", რათა მტერი იქ ვერ გამაგრებულიყო. არაბებმა დაარბიეს სამცხე-ჯავახეთიც, მაგრამ კარგად გამაგრებული თმოგვის ციხე ვერ აიღეს.

შემდეგ ყველის ციხეს შემოარტყეს ალყა. მეციხოვნეებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს უკეთ შეიარაღებულ და მრავალრიცხოვან მტერს, მაგრამ დამარცხდნენ.

აბუ ლ-კასიმმა შეიპყრო ციხისთავი გობრონი და სიკვდილით დასაჯა. სამხედრო წარმატების მიუხედავად აბუ ლ-კასიმმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. ხალხის შეუპოვარმა ბრძოლამ აიძულა საქართველოს გასცლოდა.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1143 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები