ხუთშაბათი, 25.04.2024, 10:27
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 15 » დაცვის სიგელი.
10:43
დაცვის სიგელი.

„დაცვის სიგელი", არაბი სარდლის ჰაბიბ იბნ მასლამას მიერ 654-655 წლებში გაცემული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა დამპყრობელი არაბებისა და ქართლის მოსახლეობის ურთიერთობას. „დაცვის სიგელს" არაბები აძლევდნენ ნებით დამორჩილებულ მოსახლეობას. ქართლის დასაპყრობად გამოლაშქრებულ ჰაბიბ იბნ მასლამას სტეფანოზ ერისმთავარმა საზღვართან შეაგება ელჩი ძღვნით და მორჩილება აღუთქვა.

არაბები თბილისში შემოვიდნენ, მასლამამ მიღებული ძღვენი მომავალი ხარკის ანგარიშში ჩათვალა და ქვეყანას „დაცვის სიგელი" მისცა. სიგელის ძალით:
დამპყრობლები ხელუხლებლად ტოვებდნენ მოსახლეობის სარწმუნოებას;
დამორჩილებულ მოსახლეობას ეკისრებოდა ხარკი — ჯიზია, კომლზე თითო დინარი;
ორივე მხარე ვალდებულებას კისრულობდა არ შეეცვალა კომლთა რიცხვი გადასახდელის შემცირების ან გადიდების მიზნით;
ქართველ მოსახლეობას დაევალა სამხედრო სამსახური;
თავისი ნებით გამაჰმადიანებული დამპყრობელთა ძმად ცხადდებოდა და თავისუფლდებოდა ჯიზიისაგან.

ჩანს, ქართლის მოსახლეობა შემდეგ აღარ იცავდა სიგელით ნაკისრ ვალდებულებას. 724-725 წლებში ქართლში ილაშქრა არაბმა სარდალმა ჯარაჰმა, რომელმაც განაახლა „დაცვის სიგელი". ზოგიერთი ცვლილებით და დამატებით. ჯიზიასთან ერთად, რომელიც ამ დროისათვის სულად გადასახდელს წარმოადგენდა, მოსახლეობას დაეკისრა საადგილმამულო გადასახდელიც — ხარაჯა.

„დაცვის სიგელის" ტექსტი დაცულია არაბი ისტორიკოსების ტაბარის, ბალაძურის, იაკუთის თხზულებებში. სიგელის ტექსტი თარგმნილია გერმანულ, რუსულ ენებზე.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1343 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები