11:06 ტფილისის ბრძოლა. | |
ტფილისის ბრძოლა, საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შორის ომის გადამწყვეტი ბრძოლა 1921 წ. 16-25 თებერვალს. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ცნობილია, როგორც „ტფილისის ოპერაცია" (რუს. Тифлисская операция); საქართველოში ხშირად კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლების სახელით მოიხსენიებენ იმ ორის სიმაღლის მიხედვით, რომელიც ცენტრალურ როლს თამაშობდა ტფილისის დაცვაში. წითელი არმიის შემოჭრა.
გარდა ამისა, ე.წ. ლორეს ნეიტრალური ზონა სადავო ტერიტორია იყო სომხეთსა და საქართველოს შორის; მის სრულ კონტროლს საქართველო 1920 წ. დეკემბრიდან ახორციელებდა. ამბოხებული ბოლშევიკების დასახმარებლად საბჭოთა კომისარმა კავკასიაში სერგო ორჯონიკიძემ წითელი არმიის ნაწილები გაგზავნა, თუმცა მოსკოვიდან ინტერვენციის დაწყების ოფიციალური ნებართვა ჯერ არ იყო მოსული. გარკვეული ორჭოფობის შემდეგ ლენინმა წითელ არმიას საქართველოში შესვლისა და ტფილისის აღების მითითება მისცა. გენერალმა წულუკიძემ შეძლო წინასწარ დანაღმული ფოილოს ხიდის აფეთქება და ამით მოწინააღმდეგის ჯავშან-ტექნიკის შეკავება, თუმცა რუსმა ქვეითებმა მოახერხეს მდინარის მეორე ნაპირზე გამაგრება, მოიგერიეს ქართული ნაწილების კონტრშეტევა და პლაცდარმი შეინარჩუნეს. ამან საშუალება მისცა წითელი არმიის სარდლობას ხიდის გამალებული სარემონტო სამუშაოები დაეწყო. 16-17 თებერვალს რუსებმა სოფლები: შულავერი, ეკატერინფელდი, მარნეული, კეშალო, კოდი, ელიზაბეტალი, სადგურები: სალოღლი და ბეიუქ-ქიასიკი დაიკავეს და ტფილისს 40 კმ-ზე მიუახლოვდნენ. ტფილისის დაცვა . კოჯორთან დაღუპული ქართველი იუნკრები. ტფილისის დაცვა.
რუსების უკანდახეულ ნაწილებს არტილერია და ავიაცია უტევდა. ამ ბრძოლაში ქართველებმა 1600 წითელარმიელი დაატყვევეს. ამ წარუმატებლობის მიუხედავად, 19 თებერვალს წითლებმა ახალი შეტევა წამოიწყეს, ამჯერად ტაბახმელას მიმართულებით, მაგრამ თბილისის სამხედრო სასწავლებლის რაზმის ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ და უკან დაიხიეს. 19-20 თებერვლის განმავლობაში საარტილერიო დუელი და უმნიშვნელო შეტაკებები მიმდინარეობდა ორხევის სექტორზე, თუმცა წითლებმა აქაც ვერ მიაღწიეს წარმატებას. მათ მოქმედებას უჩვეულოდ ძლიერი თოვაც უშლიდა ხელს. 20-21 თებერვალს რუსებმა გადაჯგუფება განახორციელეს: კოჯორის მიდამოებიდან მე-12 ცხენოსანი დივიზია მარჯვენა ფლანგზე გადაისროლეს და გააძლიერეს ზაქათალიდან მოსული მე-18 ცხენოსანი დივიზიით, რითაც შეიქმნა დამრტყმელი კავალერიული შენაერთი. 21 თებერვალს წითელმა არმიამ სცადა ქალაქის დამცველთა მარცხენა ფლანგისთვის შემოევლო, რასაც ქართულმა ჯარმა კონტრშეტევით უპასუხა: გენერალ ჯიჯიხიას მეთაურობით შეიქმნა შემტევი დაჯგუფება გვარდიის 5 ბატალიონისა და კავალერიული ბრიგადის შემადგენლობით, რომელმაც სოფ. ლილოდან შეუტია წითლებს. ამავდროულად, გვარდიის ორმა ბატალიონმა ორხევიდან ფრონტალური დარტყმა განახორციელა. რუსებმა უკან დაიხიეს; ქართველებმა 10 კმ წინ წაიწიეს, მაგრამ 23 თებერვალს იძულებული გახდნენ საწყის პოზიციებს დაბრუნებოდნენ მარცხენა ფლანგზე მოწინააღმდეგის ცხენოსანი დივიზიის გამოჩენის გამო. ამასობაში, 20 თებერვალს, წითლების კავალერიულმა შენაერთებმა ფრონტს მარჯვნიდან მოუარეს და მანგლისი დაიკავეს, რითაც თბილისს ზურგიდან დაემუქრნენ. საქართველოს სარდლობა იძულებული გახდა ფრონტი სოფ. წყნეთამდე გაეჭიმა, თუმცა ძალები არასაკმარისი იყო. შეიქმნა დამატებითი, ლილოს საბრძოლო უბანი პოლკ. ნ. გედევანიშვილის მეთაურობით. კოჯორთან ქართველმა იუნკრებმა ხელჩართულ ბრძოლაში უკუაგდეს ბაქოდან ჩამოსული სამხედრო კურსანტების წითელი ბრიგადა, მაგრამ რუსებმა შეძლეს მაზნიაშვილის პოზიციების გარღვევა სოღანლუღის ფრონტზე და სტრატეგიულ ე.წ. ტრიგონომეტრიულ პუნქტს დაეუფლნენ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე კი ტანკებისა და ჯავშნოსნების დახმარებით ორხევი აიღეს. საქართველოს სარდლობამ ბრძოლაში უკანასკნელი რეზერვი ჩართო და გააფთრებული ბრძოლების შემდეგ პოზიციები დაიბრუნა; თუმცა ძალების უკმარისობის გამო ფრონტი გაშიშვლდა; წითელი კავალერიის ორმხრივი მანევრის შედეგად შეიქმნა გარემოცვის საფრთხე. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ლილოს სექტორზე, სადაც ქართულმა ცხენოსანმა ნაწილებმა სოფ. ნორიოსთან კონტრშეტევით უშედეგოდ სცადეს გედევანიშვილის პოზიციებიდან მოწინააღმდეგის უკუდგება. რუსებმა მამკოდა, გლდანი და ავჭალა დაიკავეს. ქართველებმა უკანასკნელი ძალისხმევით - ჯავშნოსანისა და მოხალისეთა რაზმების გამოყენებით - შეძლეს ავჭალის ვაგზლის დაბრუნება. 25 თებერვლისათვის ქალაქის დამცველთა მდგომარეობა კრიტიკული იყო. შეიქმნა სრული გარემოცვის საშიშროება. ამ ვითარებაში საქართველოს სარდლობამ მიიღო თბილისის დატოვებისა და მცხეთისკენ უკანდახევის გადაწყვეტილება. | |
|