პარასკევი, 29.03.2024, 12:49
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 15 » ეგრისის დიდი ომი 542-562.
11:51
ეგრისის დიდი ომი 542-562.

ეგრისის დიდი ომი, ასევე ლაზური ომი, ქართულ ისტორიოგრაფიაში მოხსენიებულია, როგორც ომი ბიზანტიასა და სასანიდთა იმპერიას შორის ლაზიკის (ეგრისი) რეგიონზე გავლენის მოსაპოველბლად. ეგრისის დიდი ომი 20 წელს გაგრძელდა (542-562) და ბიზანტიელთა გამარჯვებით დასრულდა. ლაზური ომი დეტალურად აქვს აღწერილი პროკოფიუს კესარელსა და აგათიას სქოლასტიკუსს.

ლაზიკას, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა, კავკასიის მთებზე მნიშვნელოვან გასასვლელებს აკონტროლებდა, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ორივე იმპერიისთვის. ბიზანტიელთათვის ეს იყო ბარიერი სპარსელთა მიერ იბერიის გავლით შავ ზღვაზე გასვლისთვის ხელის შესაშლელად.

სპარსელი სასანიდები დასთანხმდნენ ეგრისის ბიზანტიის გავლენის სფეროში დარჩენას 532 წელს დადებული სამუდამო მშვიდობის ხელშეკრულებით.

თუმცა ბიზანტიელთა მცდელობას საკუთარი ადმინისტრაცია დაენიშნა რეგიონში ლეზების აჯანყება მოჰყვა 541 წელს. ლაზების მეფე გუბაზის თხოვნის პასუხად სპარსეთის მეფე ხოსროს I ლაზიკაში შემოდის და იღებს ბიზანტიელთა მთავარ საყრდენს შავ ზღვაზე - პეტრას, ქვეყნის საკუთარ პროტექტორატად აღიარებით. თუმცა შაჰის მცდელობას ქვეყანა სპარსეთის პირდაპირ დაქვემდებარებაში მოეყვანა ზოროასტრიზმზე მოქცევით ქრისტიანი ლაზების უკმაყოფილება გამოიწვია და მეფე გუბაზი ისევ აჯანყდა 548 წელს, ამჟამად სპარსელების წინააღმდეგ.

გუბაზ II-მ დახმარება იმპერატორ იუსტინიანე I-ს სთხოვა და ასევე ალანები და საბირები შემოიყვანა ალიანსში.

იუსტინიანემ 7000 რომაელი და 1000 ზანი გამოგზავნა გუბაზის დასახმარებლად და პეტრას ციხე-სიმაგრის გასამაგრებლად. სპარსთა გამაგრებამ მირმიროს მეთაურობით დაამარცხა ბიზანტიელთა მცირერიცხოვანი ძალა, რომელიც იმერის გადასასვლელს იცავდა და პეტრას ალყა შემოარტყა. მირმიროსმა ციხის დასაცავად 3000 მეომარი დატოვა, თავად კი სომხეთისკენ გაემართა. ლაზიკის დასარბევად დარჩენილი 5000 ჯარისკაცი დაგისთუსმა (საბირთა მეთაურმა) გაანადგურა ფაზისთან ბრძოლაში 550 წელს.

სპარსთა მომდევნო შემოტევაც წარუმატებელი აღმოჩნდა - მათი მეთაური ფაროქანი მდინარე ცხენისწყალთან ბრძოლაში მოკლულ იქნა. ბიზანტიელთა ახალმა მეთაურმა ბესასმა ჩააცხრო აბაზგების პრო-სპარსული აჯანყება, აიღო პეტრა და მირმიროსი არქეოპოლისთან დაამარცხა 551 წელს. თუმცა ამ უკანასკნელმა მოახერხა ქუთაისისა და უქიმერიონის ციხის აღება, გადაუჭრა რა ამით ბიზანტიელებს მნიშვნელოვანი გზები უღელტეხილებისკენ. 553 წლის ზაფხულში ის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას აღწევს თელეფისთან და ბიზანტიელებს აიძულებს უკან ნესოსკენ დახევას.

მირმიროს გარდაცვალების შემდეგ სპარსელთა სამხედრო მეთაურდა ნახორაგანი დაინიშნა 554 წელს. ის ასევე წარმატებულად ამარცხებს ბიზანტიელებს ონოგურისთან და განდევნა ისინი არქეოპოლისიდან. ამ დამარცხებამ დიდი უთანხმოება გამოწვია ლაზთა და ბიზანტიელთა გენერლებს შორის.

მეფე გუბაზმა იმპერატორ იუსიტნიანეს შესჩივლა ბესას, მარტინსა და რუსტიკუსზე. ბესა იმპერატორმა გაიწვია, თუმცა რუსტიკუსმა და მისმა ძმამ გუბაზის მოკვლა მოახერხეს. ლაზებმა იმპერატორს მეფედ წათე, გუბაზის უმცროსი ძმა, დაანიშნიეს, ხოლო სენატორი ათანასე მკვლელობის საქმეს იძიებს. რუსტიკუსი და იოანე დაიჭირეს, გაასამართლეს და სახალხოდ თავი მოკვეთეს.

555 წელს მოკავშირეებმა დაიბრუნეს არქეოპოლისი და სპარსელების თავდასხმა ფაზისზე წარმოატებით მოიგერიეს. მომდევნო წლებში ბიზანტიელებმა მთიელი ტომების მისიმიანელებისა და აფსილების აჯანყება ჩაახშეს და საბოლოოდ განდევნეს სპარსელები ქვეყნიდან.

557 წლის ზავით დასრულდა ომი ბიზანტიისა და სპარსეთის იმპერიებს შორის. 562 წელს დადებული ორმოცდაათწლიანი მშვიდობის ხელშეკრულებით ხოსროს I-მა ცნო ლაზიკა როგორც ბიზანტიის ვასალი ქვეყანა ყოველწლიური გადასახადის სანაცვლოდ.

ომის დაწყება ეგრისში.


ლაზიკის სამეფო.


ბიზანტიის იმპერია იუსტინიანე I-ის დროს.


სასანიანების ირანი ხოსრო II-ის დროს.


აღმოსავლეთ რომის იმპერიაში 527-565 წლებში მბრძანებლობდა იუსტინიან I , ხოლო სასანიდთა ირანში ხოსრო I ანუშირვანი (531-579). ორივემ მთელი თავისი ხანგრძლივი მეფობა მუდმივ ომიანობასა და ერთმანეთის მტრობაში გაატარეს. იუსტინიანემ გაამრავლა რომაული ჯარი ეგრისში.

რომაელი მეციხოვნეების გამრავლება ეგრისელებს არ მოსწონდათ, ამას რომაელი მოხელეების ბოროტმოქმედებებიც დაემატა. იმდროინდელი ბიზანტიელი მოხელეები ცნობილები იყვნენ თავიანთი სიხარბით, თაღლითობით და თვითნებობით. ასე იქცეოდნენ ბიზანტიელები ეგრისშიც . განსაკუთრებით შეაწუხა ხალხი სტრატეგმა ციბემ.

ციბემ ეგრისში თავისუფალი ვაჭრობა მოსპო. ვაჭრებს ნება არ ჰქონდათ თვითონ შემოეტანათ ეგრისში საქონელი, არც ეგრისელებს ჰქონდათ უფლება თავს ნებაზე გაეყიდათ საქონელი.

როგორც შემოსატანს , ისე გასატან საქონელს ჯერ ციბეს ხელში უნდა გაევლო და ფასებსაც მათ თვითონ ციბე უწესებდა. ეგრისელებს აიძულებდნენ ისეთი საგნებიც ეყიდათ რომლებიც არ სჭირდებოდათ. ხშირად კი ბიზანტიელები ნაყიდ საქონელში ფულს არ იხდიდნენ.

ეგრისი ამ დროს ფართო ვაჭრობას აწარმოებდა .

ვაჭრობა ძირითადად ყირიმთან და პონტოსთან ხორციელდებოდა, ვაჭრობა დიდი შემოსავლები მოჰქონდა, ციბეს მონოპოლია ამ საქმეში კი მეფეს და დიდებულებს ძალზედ ავიწროებდა. ამიტომ ეგრისელებმა გადაწყვიტეს თავისი ქვეყნიდან ბიზანტიელების განდევდა, ამ საქმისთვის მათ დახმარება სპარსეთს სთხოვეს.

ეგრისის მეფე ამ დროს გუბაზ II იყო . გუბაზმა ირანის შაჰს ხოსროს ფარულად ელჩები გამუგზავნა ეგრისის წარმომადგენლებმა ხოსროს უთხრეს : «უნდა ვთქვათ ზოგიერთი ბოროტების შესახებ, რაც ჩვენს წინააღმდეგ წყეულმა რომაელებმა ჩაიდინეს. ჩვენს მეფეს მეფობის მხოლოდ გარეგნული ნიშნები დაუტოვეს, ძალა-უფლება და საქმეები კი თვითონ მიითვისეს. მეფე მოსამსახურეს დაემსგავსა, მას განმკარგულებელი სტრატეგის ეშინია.

აუარებელი ჯარებიც ჩაგვიყენეს, მაგრამ იმისთვის კი არ ჩაუყენებიათ რომ დაიცვან ჩვენი ქვეყანა ,-მოსაზღვრე ხალხებისგან, მაგრამ ჩვენ ხომ სხვა არავინ გვაწუხებს გარდა რომაელებისა. არამედ იმისათვის, რომ დავემწყვდიეთ ჩვენ , როგორც ციხეში, და რათა ჩვენს ქონებას დაპატრონებოდნენ .»


ელჩებმა ხოსროს სთხოვეს დახმარებოდნენ ეგრისელებს ჯარებით ელჩები უხატავდნენ ხოსროს იმ სარგებლიანობას რასაც ეგრისში დამკვიდრებას შეიძლება მოეტანა : «სპარსელების ძალას თქვენ გაზრდით უძველესი სამეფოთი და მისი საშუალებით განდიდდება თქვენი ხელმწიფის ღირსებაც. ჩვენი ქვეყნის ზღვით - კი რომაელების ზღვას დაუკავშირდებით , თქვენ ნებაზე იქნება დამოკიდებული რომ მოსაზღვრე ბარბაროსებმა ყოველ წელიწადს არბიონ რომაელების მიწა-წყალი ...

თქვენ ალბათ იცით რომ ლაზების ქვეყანა დღემდე კავკასიის მთების წინააღმდეგ საფარს წარმოადგენდა .»


ხოსრო ძალიან გაახარა ამ ამბავმა . იმდროინდელი ისტორიკოსი ასე აღწერს ხოსროს გულის ნადებს: «ხოსროს ღირსშესანიშნავ მონაპოვრად მიაჩნდა კოლხეთის მტკიცედ დასაკუთრება, რადგანაც მისი აზრით ეს ირანის ძალაუფლებას დიდ სარგებლობას მოუტანდა.

იბერიაც ხომ მომავალში სავსებით მორჩილი იქნებოდა, რადგანაც იბერიელებს აღარ ეყოლებოდათ ის ხალხი , ვისთანაც ისინი, განდგომის შემთხვევაში თავს გადაირჩენდნენ... აგრეთვე ჰუნებიც სპარსელების სახელმწიფოს ვეღარასოდეს დაარბევდნენ , თვითონ ხოსრო კი ამ ჰუნებს გაცილებით ადვილად მიუსევდა რომაელების სახელმწიფოს , როცა ეს მისთვის სასურველი იქნებოდა .»


ლაზიკიდან შეტევით სპარსელები ადვილად შესძლებდნენ თავდასხმას ხმელეთითაც და ზღვითაც, ეგრეთწოდებულ ევქსინის ნაპირებზე და მოულოდნელად დაიპყრობდნენ ბიზანტიელებს. ამიტომ უნდოდა ხოსროს ლაზიკის შემომტკიცება . ეგრისის ელჩებს ხოსრომ ცბიერი თანხმობა მისცა , ვითომც მხოლოდ დახმარებას უპირებდა.

542 წელს ხოსრო უზარმაზარი ჯარით მოვიდა ქართლში აქედან კი ეგრისში გადავიდა. რითაც დაარღვია ”საუკუნო ზავი” სპარსელების მეგზურები თვითონ ლაზები იყვნენ . ეგრისის საზღვრები უღრანი ტყეებით იყო დაფარული და სპარსელები იძულებულები იყვნენ გზა სახელდახელოდ გაეკაფათ. გუბაზ მეფე შეხვდა ხოსროს შუა კოლხეთში და ეგრისის ჯარებით სპარსელებს შეუერთდა.

რადგან ბიზანტიელების მთავარი ძალა პეტრაში იყო განლაგებული მოკავშირეები პირველად პეტრასკენ დაიძრნენ. სისხლიმღვრელი ბრძოლების შემდეგ პეტრა აიღეს და იქ სპარსული გარნიზონი ჩადგა.

სამაგიეროს გადასახდელად ბიზანტიელები ირანს შეესივნენ ამიტომ ხოსრო იძულებული შეიქმნა შინ დაბრუნებულიყო. 545 წელს სპარსელებმა და ბიზანტიელებმა დროებითი ხუთწლიანი ზავი დადეს.

ომის გაფართოება.


ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე .


ხოსრო II-ის გამოსახულება მონეტაზე.


ხოსროს განზრახვა ის იყო, რომ მთლიანად აეყარა ეგრისის ხალხი და მის მიწა წყალზე სპარსელები და სხვა სანდო ტომები დაესახლა. ახლა ხოსრო იმასაც ატყობდა რომ ეგრისელები სპარესელების მადლიერები სრულიად არ დარჩნენ. ეგრისში სპარსელების დამკვიდრებით შეწყდა სავაჭრო კავშირები ბიზანტიასთან, რითიც ძალიან ზარადლდებოდნენ ეგრისის მეფე და წარჩინებული ხალხი. გარდა ამისა სპარსელები არც ქცევით სჯობდნენ ბიზანტიელებს.

ხოსრომ ჩათვალა რომ დროებითი ზავი შესაფერისი დრო იყო მისი გეგმის შესასრულებლად. მან ერთ თავის სარდალს დაავალა მოეკლა გუნბაზ მეფე . სარდალმა ეს საქმე ერთ წარჩინებულ ლაზს ფარსანს დააკისრა, რომელსაც გუბაზ მეფესთან მტრობა ჰქონდა. თუმცა ეგრისში მეფესა და აზნაურებს შორის ისეთი მტრობა მაინც არ იყო როგორც ქართლში.

ფარსანმა ამ მუხანათურ საქმეში ხელი არ გაისვარა და ყველაფერი შეატყობინა გუბაზს. სპარსელების ვერაგობით აღშფოთებულმა გუბაზმა დახმარებისთვის კვლავ იუსტინიანე კეისარს მიმართა , თავისი წინანდელი საქციელი მოინანია და შესთავაზა - ისევ ბიზანტიელების მხარეს გადმოვალო, ოღონთ სპარსელები გაგვანდევნიეთო. იუსტინიანეს ეს ამბავი ძალზედ მოეწონა და ეგრისში ახალი ჯარი გააგზავნა.

ომი ახალი ძალით ატყდა. ასეთი დიდი და გამანადგურებელი ომიანობა იშვიათად ყოფილა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ეგრისშო მოთარეშე ბიზანტიელების და სპარესელების მიზანი ამ ქვეყნის სრული დაპყრობა იყო. ორივენი ქვეყანას დაუნდობლად აოხრებდნენ ლაზიკას.

გამარჯვება ბიზანტიელების და ეგრისელების მხარეს იხრებოდა. ეს უფრო ეგრისელების დამსახურება იყო . ეგრისელები გაცილებით კარგად იბრძვოდნენ, სპარსელებს ძალიან მალე გააძევებდნენ ქვეყნიდან ეგრისელებსა და ბიზანტიელებს შორის უთანხმოება რომ არ ყოფილიყო.

როდესაც ხოსრომ შეიტყო ეგრისის ამბები ძალზედ შეწუხდა და ახალი ჯარი გამოგზავნა. 549 წელს რიონის ნაპირებთან სპარესელებმა დიდი მარცხი ნახეს მაგრამ პეტრა მაინც შეინარჩუნეს.

550 წელს ხოსრომ ეგრისში ახალი სარდალი გამოგზავნა უზარმაზარი ლაშქრით. ეს ლაშქარი მუხურიის თემში დაბანაკდა, მდინარე ცხენისწყლის ნაპირას. მტრის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ამხედრდა მეფე გუბაზი და ბიზანტიელები.

სამხედრო თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს უეცარი შეტევა განეხორციელებინათ სპარსელებსი წინააღმდეგ. მაგრამ აქ თავი იჩინა უთანხმოებამ მოკავშირეების შორის. გუბაზ მეფემ ლაზ მეომრებს მოუხმო გასამხნევებლად. «არავითარი მოწოდება ესაჭიროება იმას , ვინც ჩვენასვით თვით გარემოებით არის აღფრთოვანებული. საფრთხე მოელის ხომ ჩვენს ცოლშვილებს, სამშობლო ქვეყანას და ერთი სიტყვით ყველაფერს ... ნუ გაქრება ლაზების სახელი ! ძნელი არ არის, ვაჟკაცობა, სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენთვის, რომელთანაც ხშირად გაგვიმარჯვია მათზე ხელჩართუყლ ომში .»


ეგრისის ცხენოსანი ჯარი პირველი ეძგერა მტერს, ატყდა ხელჩართული ბრძოლა ომი, სპარსელების სასტიკი დამარცხებით დასრულდა. სპარსელების სარდალმა და მეომრების უმრავლესობამ ბრძოლის ველზე დალია სული, სხვებმა გაცევით უშველა თავს. მოკავშირეებმა სპარსელების მთელი ბანაკი ხელში ჩაიგდეს, ამის შემდეგ სპარსელები მხოლოდ პეტრაში რჩებოდნენ.

ლაზები მოითხოვდნენ პეტრაზე თავდასხმას, მაგრამ ბიზანტიელები ამას ეწინააღმდეგებოდნენ. მაშინ ლაზებმა კეისართან იჩივლეს, შეიძლება თქვენი სტრატეგი სპარსელების მოსყიდული იყოსო . იუსტინიანემ ლაზეთში სხვა სტრატეგი გამოგზავნა სპარსელებიც ეგრისში ახალი ჯარით შემოიჭრნენ.

სპარსელებმა ახალი ტაქტიკა აირჩიეს მათ ამჯერად ეგრისის ჩრდილოეთით მდებარე აფხაზეთში გამაგრება არჩიეს.

მდგომარეობა აბაზგიაში.


ბაზგების აჯანყება 550.


პეტრა. ციხე–ქალაქის ნაშთი

დღევანდელ აფხაზეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ სხვადასხვა ტომები. IV საუკუნეში ეს ტომები ეგრისის სამეფოში გაერთიანდნენ . მაგრამ დროთა განმავლობაში ცვლილებები მოხდა , აფშილები კვლავ ეგრისის მეფის ქვეშევრდომები დარჩნენ ხოლო, აბაზგები გამოეყვნენ ეგრის და უშუალოდ კეისტრის ვასალად ითვლებოდნენ.

აბაზგებს უძველესი დროდან ორი მთავარი ჰყავდათ, ერთი აბაზგიის დასავლეთ ნაწილში ხოლო მეორე აღმოსავლეთში იყო. აბაზგები შეწუხებულები იყვნენ მთავრების მტარვალობით და სიხარბით. როდესაც ეს მთავრები ლამაზ ბავშვებს დაინახავდნენ წაარმთვედნენ მათ მშობლებს და რომაელებზე ჰყიდდნენ, ბავშვების მამებს კი ხოცავდნენ შური არ იძიონონ. აბაზგებმა ვეღარ აიტანეს ეს უსამართლობა და ორივე მთავარი მოსპეს.

ამასთან ერთად აბაზგებმა იუსტინიანეს მოთხოვნით ქრისტიანობაც მიითღეს. ქრისტიანობით იუსტინიანეს აბაზგების შემომტკიცება სურდა. კეისრის ძალაუფლება ამაგრებდნენ , რომაელი სამხედროები რომლებიც ბიჭვინთასა და ცხუმში (სევასტოპოლი) იდგნენ. როდესაც ხოსრო პირველად შეიჭრა ეგრისში , ამ პუნქტების რომაელმა გარნიზონებმა ძირამდე დაანგრიეს დასახლებული ციხეები, რადგან ეშინოდათ რომ სპარსელებს ვერ გაუმკლავდებოდნენ. სპარსელებმა აბაზგიაში ფეხი მაინც ვერ მოიკიდეს.

მაგრამ შემდგომში აბაზგიაში სხვა ამბავი მოხდა. ბიზანტიელემა მოხელეებმა და ჯარისკაცებმა, რომლებიც კვლავ მოვიდნენ აბაზგიაში , მოინდომეს აბაზგიის სრული დაპყრობა. აბაზგიელებმა ახალი მთავარი დაიყენეს და ფარულად ირანელებს მიმართეს დახმარებისთვის. მაგრამ ბიზანტიელებმა ეს ამბავი გაიგეს და აბაზგიაში დიდი ჯარი გაგზავნეს როგორც ხმელეთიდან ასევე ზღვიდან.


აბაზგიელები გამაგრდნენ ერთ მიუვალ ციხესიმაგრეში რომელსაც ტრაქეა ერქვა, ახლა კი გაგრა ქვია. ბიზანტიელებმა ციხეს ალყა შემოარტყეს, ატყდა დაუნდობელი ბრძოლა. ბიზანტიელები რიცხობრივად გაცილებით მეტნი იყვნენ , ბოლოს ისინი ციხეში შეიჭრნენ. აბაზგიელები ახლა თავისი ცოლ-შვილებით სახლებში ჩასაფრდნენ.

მტერმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა და აბაზგიელების სახლებს ცეცხლი წაუკიდა. მხოლოდ აბაზგიის მთავარმა რამდენიმე კაცთან ერთად მოახერხა ციხიდან გაქცევა, აბაზგიელები ვინც გადაჩნენ მტრების ხელში ჩავარდნენ.როდესაც სპარსელების ჯარები აბაზგიაში შევიდა , ყველა აბაზგიელი ვინც გადარჩა სპარსელების მხარეს გადავიდა. სპარესელებმა კარგად იცოდნენ რომ აბაზგიელებს არც ირანელები ეხატათ გულზე, ამიტომ ყველა წარჩინებულ ოჯახიდან მძევლები წაიყვანეს.

ამავე დროს არეულობა მოხდა აფშილეთშიც, ეგრისის მეფის ერთ-ერთმა დიდმა მოხელემ , რომელიც გუბაზის უკმაყოფილო აზნაურების რიცხვს ეკუთვნოდა, ღალატით გადასცა სპარსელებს აფშილების მეტად მაგარი ციხე წიბილი (წებელდა).

მაგარმ სპარსელებმა შეურაცმყოფა მიაყენეს ციხისთავის ცოლს, ტომით აფშილს. ქალის ღირსების შეურაცმყოფის გამო , აფშილებმა ციხეში შესული ყველა სპარსელი ამოწყვიტეს.

სპარსელებმა დასაყრდენი ვერც აფშილეთში ნახეს, მათ მხოლოდ პეტრა ჰქონდათ დაკავებული.


50 წ. ბიზანტიელებმა კვლავ ალყა შემოარტყეს პეტრას. ხოსროს პეტრა ძალზედ გამაგრეული ჰქონდა, მაგრამ ბიზანტიელები ორჯერ მეტნი იყვნენ და სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ პეტრა აიღეს.

ახლა ქართლიდან ეგრისში სპარსელების ახალი ჯარი გადმოვიდა. სპარსელებმა შეაკეთეს ქუთათისის (ახლადნელი ქუთაისის) ძველი ციხე და აქ გამაგრდნენ. ამით სპარსელებმა გზა მოუჭრეს ეგრისს მის თემებთან - ლეჩხუმთან და სვანეთთან და აგრეთვე მნიშვნელოვან ციხესთან უქიმერიონთან.

552 წელს ბიზანტიელებმა და სპარსებმა ისევ დადეს ხუთწლიანი ზავი, რომლითაც სპარსელებმა კარგად ისარგებლეს, თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად ეგრისში. ამავე დროს , ეგრისის აზნაურებში ისევ გაიზარდა მიდრეკილება სპარსელებისადმი. ბიზანტიელი ისტორიკოსი გვიამბობს , რომ თუმცა გუბაზ მეფეს ბიზანტიელების მხარი ეჭირა, «”დანარჩენი ლაზები, რომელნიც რომაელი ჯარისკაცებისაგან , საშინლად იყვნენ შეწუხებულნი, განსაკუთრებით კი ჯარის სარდლებისაგან იყვნენ შევიწროებული, მეტწილად სპარსელების მომხრეობას იჩენდნენ.

არა იმიტომ რომ სპარსელობა მოსწონდათ, არამედ რომაელების ბატონობისგან თავის დაღწევა სურდათ.»


ეგრისის ხალხი მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვოდა.

ერთმა ეგრისელმა აზნაურმა, სპარსელების მომხრემ, უქიმერიონის ციხე სპარსელებს გადასცა. ეს ციხე სვანეთის გზაზე ბატონობდა და ამრიგად სპარსელებმა ახლა სვანეთ ლეჩხუმის თემები უფრო კარგად დაიმორჩილე.

შორაპნის ციხეც სპარსელების ხელში იყო. გუბაზ მეფე და ბიზანტიელები ძლზე შევიწროებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ , მაგრამ გუბაზ მეფეს სპარსელებთან შერიგების სურვილი მაინც არ ჰქონდა, ლაზების წვრილ-წვრილი თავდასხმებით (პარტიზანული ომით) სპარსელებს მოსვენებას არ ჰქონდათ. 553 წელს გუბაზს სპარსელებთან რამდენიმე ბრძოლა ჰქონდა.

ამ ბრძოლებში ბიზანტიელები სრულ სილაჩრეს იჩენდნენ. გუბაზ მეფე ამის გამო ძალზედ განრისხდა და საჯაროდ დაუწყო რომაელებს ლანძღვა «რომაელი სარდლები უჭკუო, უქნარა და მშიშარა ხალხიაო.»


ამიტომ 554 წელს რომაელმა სარდლებმა შეტყუებით მოკლეს გუბაზი, ვითომ სპარსელებთან კავშირის გამო.
სახალხო კრება ეგრისში [რედაქტირება] მთავარი სტატია : ეგრისის სახალხო კრება 555.


იმ დროინდელი ბიზანტიელი ისტორიკოს წერს, რომ გუბაზის ვერაგულად მოკვლამ ”ააღელვა ლაზების მთელი ჯარი. ლაზები ისე იყვნენ აღშფოთებულები რომ , გადაწყვიტეს აღარ შერიგებოდნენ რომაელებს და აღარ ეომათ მათთან ერთად. როდესაც ლაზებმა გუბაზი დაასაფლავეს, მათი ჩვეულების თანახმად, აღარ მიიღეს ბრძოლებში მონაწილეობა რადგანაც თავს უკიდურესად შეურაცმყოფილად გრძნობდნენ .

თუ რს ნიშნავდა ლაზების დახმარება ბიზანტიელებმა მალე დაინახეს ეს ონოგურის ბრძოლაში. აქ 3 000 სპარსელმა სამარცხვინოდ დაამარცხა 50 000 ბიზანტიელი.

თვითონ ლაზები ამ დროს ქვეყნის შემდგომ ბედზე ფიქრობდნენ . 555 წელს ხალხის თავკაცებმა ერთ ხეობაში დიდი საერო კრება მოაწყვეს. აქ ბევრი სხვადასხვა აზრი გამოითქვა იმის თაობაზე, თუ როგორ მოქცეულიყვნენ შემდგომში. კრების მეთაური აზნაურები ორ ჯგუფად გაიყვნენ. ერთი ჯგუფის სათავეში აიეტი იდგა, რომაელების ძველი მტერი და სპარსელების მომხრე.

აიეტი ამტკიცებდა გუბაზის მოკვლა მხოლოდ დასაწყისია და რომაელებს ჩვენი მოსპობა აქვთ განზრახულიო, სპარსელები კი უფრო სანდობნი არიანო. «გაქრა კოლხების ძველი ღირსება, - დღეიდან ჩვენ სხვებზე ვეღარ ვიბატონებთ ...

ჩვენ რომ ეს ბოროტმოქმედება უყურადღებოდ დავტოვოთ , რომაელები უკვე აღარ დაგვეხსნებიან და კიდევ უფრო გაგვაბახებენ ჩვენი უმოქმედობის წყალობით. რა თმა უნდა რომაელები იმათ უფრო თავხედურად ექცევიან ვინც ემორჩილება და ჩვეულებრივად ზევიდან ქვევით უყურებენ იმათ, ვინც მათ ემსახურება ...

მე მინდა რომ კოლხეთის სამეფოს ჰქონდეს თავისი ძველი დიდება, რომ მას არ სჭირდებოდეს უცხოელების დახმარება გარედან, რომ როგორც ომის ასევე მშვიდობის დროს ის თავის ძალებს ეყრდნობოდეს. მაგრამ როცა ჩვენ ჟამთა ვითარების გამო ან ბედის უკუღმართობის წყალობით ან ორივე მიზეზის წყალობით ისე დავუძლურდით , რომ სხვისი ხელქვეითი გავხდით, ისევ სჯობია იმის ხელქვეითი ვიყოთ უფრო კეთილისმსურველის, ვინც დაურღვევლად იცავს კეთილ განწყობილებას თავისიანებთან და მოკავშირეებთან.»


აიეტის სიტყვამ ისე ააღელვა ხალხი რომ, ერთხმად იყვირეს სპარესელებს მივემხროთო.

მაგრამ მოწინააღმდეგე პარტიის მეთაურმა ფარტაძმა, რომელსაც დიდი პატივისცემა და გავლენა ჰქონდა კოლხებში . შეაჩერა ხალხი.

ფარტაძი ურჩევდა , საქვეყნო საქმის გულისთვის დაევიწყათ ეს მწუხარება და წყენა და გონების ძალით საუკეთესო გზა აეირჩიათ. «გუბაზ მეფის მკვლელობა სტრატეგების საქმეა და აქ კეისრი არაფერ შუაშია. რომაელები მაინც უფრო მისაღებნი არიან, რადგან სპარსელები ვერასოდეს ვერ შეეგუებიან რომ ჩვენ სხვადასხვა სარწმუნოება გვაქვს.

სასოწარკვეთილებას და გრძნობების ღელვას კი არ უნდა ავყვეთ და მონებივით კი არ უნდა გავიქცეთ , არამედ უნდა გავიმსჭვალოთ კოლხის თავისუფლებსი სურვილით , ვაშკაცურად უნდა გადავიტანოთ უბედურება და არ ჩავიდინოთ არავითარი უღირსი და მამაპაპური წესების შემბღალავი. შევატყობინოთ კეისარს , რაც მოხდა და ვნახოთ, რა პასუხს მოგვცემს, თუ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა უარყოფილი იქნა , მაშინ ვიფიქროთ სპარსელებთან კავშირზე.»


ფარტაძის აზრმა გაიმარჯვა, შეატყობინეს იუტინიანე კეისარს მომხდარი ამბავი, მოითხოვეს მკვლელების დასჯა და სთხოვეს ეგრისის მეფედ გუბაზის ძმის , წათეს დამტკიცება, რომელიც ამ დროს კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა. იუსტინიანემ კარგად იცოდა ლაზების ფასი იმდროინდელ მოქმედებებში. ეგრისის ხალხი რომ არ განდგომოდა იუსტინიანემ სასწრაფოდ შეასრულა ლაზების ყველა მოთხოვნა . მკვლელები სიკვდილით დაისაჯნენ, ხოლო მეფედ კურთხეული წათე დიდი ზეიმით და დიდებით ჩამოიყვანა სამშობლოში. წათე შეუდა ეგრისის მართვას.
მისიმიელების აჯანყება .სპარსელების საბოლოო დამარცხება  მთავარი სტატია : მისიმიელთა აჯანყება.


მისიმიელები მდინარე კოდორის სათავეში ცხოვრობდნენ. ისინი ეგრისის მეფის ქვეშევრდომები იყვნენ. თუმცა მათ საკუთარი ენა და ადათები ჰქონდათ. 555 წელს მისიმიელების ქვეყანაში ერთი ბიზანტიელი სტრატეგი მივიდა. რათა ყოველწლიური ხარკი გადაეცა ალანებისთვის, რომლებიც დღევანდელ ყარაჩაის ტერიტორიაზე სახლობდნენ და ბიზანტიელების მოკავშირეები იყვნენ.

სტრატეგის ქცევა მისიმიელებს არ მოეწონათ და ეჭვებიც გაუჩნდათ, ამიტომ მისიმიელებმა ბიზანტიელებს ელჩები გაუგზავნეს და ასე შეუთვალეს : «უსამართლობას გვიპირებ როგორც ჩანს, სტრატეგო. შენ არც სხვას უნდა მისცე ნება , რომ ჩვენი საკუთარი მიწა წაიღოს, არც თვითონ უნდა მოისურვა ასეთი რამ. თუ რომ მართლაც ამგვარი რამე გულში არ გიდევს, წაბარგდი ახლავე აქედან, სხვაგან დადექ და სამყოფ-საჭმელს ჩვენ მოგიტანთ.»


სტრატეგმა უდიდესი სიბრიყვე ჩაიდინა, ელჩები ჯოხით აცემინა. მთიელი ხალხის აზრით , ცემა ისეთი შეურაცმყოფაა, რომელიც სისხლით უნდა მოირეცხოს. აქ ხალხის ღირსებაც იქნა შეურაცმყოფილი, რადგან მისიმიელების წარმომადგენლები ასე უდიერად მოეპყნენ. ამიტომ იმავე ღამეს მისიმიელები თავს დაესხნენ ბიზანტიელებს და მუსრი გაავლეს, თვითონ კი სპარსელების მხარეს გადავიდნენ.

როდესაც აქ რომაელები კვლავ მოვიდნენ ისეთი ბრძოლა ატყდა რომ, რომაელები ბავშვებსაც არ ინდობდნენ - ზოგს კლდიდან ყრიდნენ, ზოგს კი მახვილზე აგებდნენ, მაგრამ თავისუფლების მოყვარე მისიმიელებმა რომაელები სასტიკად დაამარცხეს და მათი ტერიტორიიდან სამარცხვინოდ განდევნეს.

ბოლოს საქმე შერიგებით დასრულდა, მისიმიელებმა ბიზანტიელებს ზარალი აუნაზღაურეს, ხოლო ბიზანტიელებმა, დართეს ნება მისიმიელებს ეცხოვრათ მათი სურვილით, მამა-პაპური ადათების მიხედვით.

555 წელს, სპარსელების 60 000 ჯარმა იერიში მიიტანა ბიზანტიელებზე, ციხე გოჯის მიდამოებში, რომაელების საქმე შეიძლებოდა ცუდად წასულიყო , მაგრამ ისინი ერთი ლაზის გმირობამ იხსნა. ის კაცი სპარსელებს დაეჭირათ და გზის ჩვენება მოსთხოვეს. მეგზურმა იმდენი მოახერხა რომ, ბიზანტიელებს შეატყობინა მტრის მოძრაობა და სპარსელები ხაფანგში შეიტყუა. ბიზანტიელების და მათი მოკავშირეების უეცარი თავდასხმის გამო, სპარსელები დაიბნენ და გაიქცნენ.

ამის შემდეგ სპარსელებმა ქალაქ ფაზისზე გაილაშქრეს, მაგარ აქ კიდევ უფრო სასტიკი მარცხი ნახეს. სპარსელების 12 000 კაცი მოკლული იქნა.

შაჰმა ეგრისში თავისი საქმე წაგებულად ჩათვალა და ჯერ დროებითი ზავი შესთავაზა ბიზანტიელებს, შემდეგ კი, 562 წ. ქალაქ დარაში უფრო ხანგრძლივი ზავი დაუდო.

ქალაქ დარაში დადებული ზავის პირობით, სპარსელები უარს ამბობდნენ ეგრისზე, მაგრამ სადავოდ მიაჩნდათ სვანეთი.

სვანები ძველთაგანვე ეგრისის მეფეს ემორჩილებოდნენ. ეგრისის მეფეები სვანებისგან ძღვნად იღებდნენ (თაფლს, ცვილს, ტყავებს). თვითონ ეგრისის მეფე სვანეთში პურს აგზავნიდა . სპარსელებთან ომის პერიოდში ეგრისსა და სვანეთს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. სვანები იმასაც აბრალებდნენ ეგრისელებს რომ პური აღარ მოგვაწოდესო.

ამიტომ სვანები სპარსელების მხარეს გადავიდნენ. სვანეთს ირანისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა , თუ ისისნი სვანეთში გამაგრდებოდნენ მოახერხებდნენ ეგრისისთვის მუდმივი საფრთხე შეექმნათ.

ეს დავა დიდხანს გაგრძელდა , ვიდრე 575 წელს ბიზანტიელები სვანეთში არ შეიჭრნენ და სვანეთის მთავარი ტყვედ არ აიყვანეს. ამის შემდეგ სპარსელების გავლნა დასავლეთ საქართველოში სრულიად უმნიშვნელო იყო.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1700 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები