11:58 სოჭი-ტუაფსეს კამპანია. | |
სოჭი-ტუაფსეს კამპანია .
ჩამოაყალიბეს რევკომი და საბჭოთა რუსეთთან შეერთების სურვილსაც არ მალავდნენ. აფხაზი ბოლშევიკების დაპირებებით მოხიბლულმა კარგად შეიარაღებულმა გლეხთა რაზმებმა ჩრდილოკავკასიელი კომუნისტების დახმარებით 26 მარტს სოხუმი დაიკავეს, რვა მაისს კი სოხუმის მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭომ მიიღო დადგენილება საბჭოთა რუსეთთან შეერთების თაობაზე. გარდა ამისა, ისინი უახლოეს მიზნად მიიჩნევდნენ ამიერკავკასიის კომისარიატის დამხობასაც. აფხაზი ბოლშევიკების ლოზუნგს — «მიწა გლეხებს» — წამოეგო სამურზაყანოს (გალის მაზრის) გლეხობის ნაწილიც, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. ასეთ პირობებში ამიერკავკასიის სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება სოხუმის ოკრუგში წესრიგის აღდგენის შესახებ. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სეიმმა ეს დადგენილება მიიღო აფხაზთა სახალხო საბჭოს (სოხუმის ოლქის მმართველი ადგილობრივი ორგანოს) თხოვნით; რომლის წევრები, გავლენიანი თავადები ალ. შერვაშიძე, ტ. მარშანია და სხვები მართალია თბილისისადმი დაქვემდებარების მომხრენი მაინცდამაინც არ იყვნენ (მათ მთიელთა რესპუბლიკასთან კავშირი უფრო იზიდავდათ), მაგრამ ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად მაინც თბილისს დაუკავშირდნენ. სწრაფად განვითარებული შეტევის წყალობით გვარდიამ გუდაუთა და ახალი ათონიც გაათავისუფლა. თუმცა აფხაზი ბოლშევიკებმა დახმარებისათვის კვლავ ჩრდილოკავკასიელ კომუნისტებს მიმართეს (იმ დროისათვის უკვე გამოცხადებული იყო ყუბანისა და შავი ზღვის საბჭოთა რესპუბლიკები. შესაბამისად, ქმედითი დახმარება ოპერატიულად მიიღეს-სოჭიდან ავტომანქანებით გადმოისროლეს დაახლოებით ორიათასკაციანი ქვედანაყოფი. აქვე უნდა აღინიშნოს რომ დუშეთის მაზრაში ბოლშევიკების ხელმძღვანელობით დაწყებული აჯანყების ჩასაქრობად მთავრობამ გვარდიის ნაწილები სასწრაფოდ უკან გაიწვია, რის შედეგადაც გუდაუთაში დარჩა მხოლოდ მცირერიცხოვანი გარნიზონი. 18 ივნისს ბოლშევიკურმა რაზმებმა ქართველ გვარდიელებს ალყა შემოარტყეს. ორი დღის ბრძოლების შემდეგ ქართველები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ, მათი ნაწილი ტყვედაც ჩავარდა. 20 ივნისს მტერმა დაიკავა ახალი ათონიც, რის გამოც საშიშროება უკვე სოხუმსაც შეექმნა. მან ჩამოყალიბების პროცესში მყოფი საქართველოს რეგულარული საარმიო ნაწილები, კერძოდ პირველი მსროლელი დივიზია (საინტეროა რომ 300 მხედრიანი აფხაზური კავალერიით), გუდაუთისაკენ გაგზავნა, ხოლო თავად 19 ივნისს სოხუმში ჩავიდა. 22 ივნისს კარგად მომზადებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, მტრისაგან გათავისუფლდა გუდაუთა, 28 ივნისს-გაგრა, გადაილახა მდინარე მეხადირი, საქართველოს სამხედრო ნაწილები შევიდნენ პილენკოვოში (დღევანდელი განთიადი) და მიადგნენ მდინარე ფსოუს-სოჭის ოლქის საზღვარს. ხოლო აფხაზთა ეროვნული საბჭოს ზოგიერთი წევრი მარწმუნებდა, რომ აფხაზეთს ეკუთვნოდა არათუ სოჭი, არამედ აფხაზეთის საზღვრები უძველეს დროში ანაპამდეც კი მიდიოდაო. ამ ბრძანების შემდეგ მთელი ერთი კვირა წინ არ მივდიოდი, მაგრამ ნელ-ნელა მზადებას შევუდექი სოჭის ასაღებად… გვეუბნებოდნენ, რომ იქ მცხოვრები ქართველები მოუთმენლად ელიან ქართული ჯარის მისვლასო… გარდა ამისა, სანამ სოჭში ბოლშევიკები იქნებოდნენ, მათი შემოსევისა და პროვოკაციების საფრთხე მუდმივად იარსებებდა." ექვს სექტემბერს კი ქალაქს დენიკინელები მოადგნენ. გენერალმა მაზნიაშვილმა დიდი სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად ჯარები სადგურ ლოოსკენ დასწია, ტუაფსე კი «გათეთრდა»-ქალაქში თეთრები შევიდნენ. ეკატერინოდარის მოლაპარაკება. 1918 წლის სექტემბერს საქართველოს საგარეო მინისტრი ევგენი გეგეჭკორი სოჭში ჩავიდა, რათა მოლაპარაკება გაემართა ყუბანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საზღვრების მოწესრიგებისა და საქონლის გაცვლა-გამოცვლის მიზნით. რაც შეეხება ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიას, მას თბილისი მომლაპარაკებელ მხარედ არ ცნობდა, თუმცა მხედველობაში იღებდა მომავალ საშიშროებას. საზღვრების საკითხში საქართველოს უნდა მოეთხოვა მაქსიმუმ ტუაფსეს ოლქი, ხოლო სოჭის ოლქი და გაგრის რაიონი არ უნდა დაეთმო. სოჭში ჩასვლისას ევგენი გეგეჭკორი გენერალ გიორგი მაზნიაშვილთან და გიზო ანჯაფარიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. მათთან საუბრისას გამოირკვა, რომ სოჭის ოლქის მოსახლეობა საქართველოსადმი სიმპათიით იყო განწყობილი. ამასობაში ყუბანის რესპუბლიკაში ძალაუფლება ხელში დენიკინის არმიამ აიღო და საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა მოლაპარაკებები მასთან გაემართა. 1918 წლის 25 სექტემბერს ეკატერინოდარში დაიწყო მოლაპარაკება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობას და დენიკინის არმიას შორის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ოლქის ტერიტორია საქართველომ დაიკავა დროებით სანამ ჩრდილოეთ კავკასიაში მშვიდობიანობა არ დამყარდებოდა. ამის მიუხედავად, დენიკინმა კვლავ ულტიმატუმური ფორმით მოითხოვა სოჭის ოლქის და გაგრის ოლქის დაცლა მდ. ბზიფამდე. (სოჭის ოლქის შემთხვევაში მოტივაცია იყო მოსახლეობის ეთნიკურ სტრუქტურაში რუსები სიჭარბე, ხოლო გაგრის ოლქის შემთხვევაში რუსეთის მთავრობის დიდი მატერიალური დანახარჯები კურორტების მოსაწყობად). ამრიგად, მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. დენიკინმა ყუბანის მთავრობას კატეგორიულად აუკრძალა საქართველოსთან ვაჭრობა, ნავთობისა და სურსათის ექსპორტი მანამდე, სანამ სოჭის ოლქი სრულად არ იქნებოდა გაწმენდილი ქართული ჯარისაგან. სოჭი საქართველოს შემადგენლობაში. დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურების შექმნა. დაისახა შინაგან საქმეთა, იუსტიციის, მიწათმოქმედების და აფხაზეთის საქმეების სამინისტროების ერთობლივი სამოქმედო გეგმა სოჭის ოლქში ნორმალური ვითარების აღდგენის მიზნით. სოჭის ბანკში ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად თბილისიდან ჩაიტანეს რამდენიმე მილიონი მანეთი (ბონებით) და ასეული ათასი სხვადასხვა ვალუტა. აღსანიშნავია რომ ქართული ბონების კურსი, სოჭში არსებულ სხვა ფულთან-განსაკუთრებით დენიკინის მიერ მოჭრილთან შედარებით საკმაოდ მტკიცე იყო და მოსახლეობაში დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. განათლების სამინისტროს დამატებით გამოეყო ასი ათასი მანეთი სოჭის ოლქის სკოლების შესანახავად. აგრარული რეფორმის გატარების მოსამზადებლად ქალაქში ჩავიდა საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრი. ქართული ადმინისტრაცია და სამხედრო შტაბი დროებით სოჭის ფეშენებელური სასტუმრო „კავკასიის რივიერაში" განთავსდა. იმავდროულად, მოხალისეთა არმიის მიერ კონტროლირებულ ტერიტორაზე-ყუბანისა და შავი ზღვისპირეთის ქალაქებში (ეკატერინოდარში, ნოვოროსიისკში, ტუაფსეში) გაზეთები მოსახლეობას საქართველოს წინააღმდეგ მოუწოდებდნენ, ვრცელდებოდა ანტიქართული პროკლამაციები საქართველოს მკაცრად დასჯის მოთხოვნით. დენიკინმა დაიწყო ჯარების თავმოყრა ლაზარევსკაიასა და ლოოს შორის, ქართული სამხედრო ნაწილების პოზიციებთან. საქართველოს მთვრობამ სთხოვა ბრიტანეთის სამხედრო ხელმძღვანელობას (რომელიც ანტანტას წარმოადგენდა საქართველოში პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებით გამოწვეულ გერმანული ჯარების გაწვევის შემდეგ, რომ სოჭის ოლქი დროებით მაინც მათ დაეკავებინათ თეთრგვარდიელების ნაცვლად. თუმცა დიდმა ბრიტანეთმა მიზანშეწონილად მიიჩნია სოჭის ოლქი კვლავ ქართული იურისდიქციის ქვეშ დარჩენილიყო; საბოლოოდ კი ოლქის კუთვნილების საკითხი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გადაწყდებოდა. რაც შეეხება დენიკინის ჯარების თავმოყრას ლაზარევსკაია-ლოოს პლაცდარმთან, ბრიტანული სამხედრო მისიის წევრებმა მათთან მისული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარიშვილი და გენერალი ალექსანდრე გედევანიშვილი დაამშვიდეს რომ მოხალისეთა არმიისაგან საფრთხე მოსალოდნელი არ იქნებოდა. მათი დაპირების იმედზე მყოფმა საქართველოს მთავრობამ სოჭის რაიონში დისლოცირებული ქართული სამხედრო ნაწილები აწყურ-ახალციხის ფრონტზე გადაისროლა, რადგან ყარსიდან და არტაანიდან შემოსეულმა თურქთა შეიარაღებულმა რაზმებმა ახალციხე დაიკავეს. სოჭი-ბზიფის კამპანია.
თავის მხრივ მინისტრმა გეგეჭკორმა სთხოვა ინგლისის მისიას, კიდევ ერთხელ გაეფრთხილებინა მოხალისეები, წინ არ წამოსულიყვნენ. მაგრამ ამასობაში იქ დისლოცირებულ მცირერიცხოვან ქართულ გარნიზონს დენიკინელებმა ალყა შემოარტყეს, ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი ტყვედ ჩაიგდეს. სხვებთან ერთად ტყვედ ჩავარდნენ გენერალი კონიაშვილი, პოლკოვნიკი წერეთელი და მთავრობის რწმუნებული სოჭის ოლქში მუხრან ხოჭოლავა (მარტის ბოლოს ბრიტანული სამხედრო მისიის ჩარევის შედეგად, ისინი გაათავისუფლეს). დენიკინელებს ქალაქის აღებაში დიდი დახმარება გაუწიეს ადგილობრივმა სომხებმა, რომლებიც ორი თვის წინათ ბორჩალოს მაზრაში მომხდარი საქართველო-სომხეთის შეტაკებაში განცდილი დამარცხების გამო ანტიქართულად იყვნენ განწყობილნი. თუმცა სანამ თბილისში ნოტების გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობდა, დენიკინელებმა დაიკავეს ადლერი, ვესიოლოე, პილენკოვო, გაგრა და მდინარე ბზიფთან გაჩერდნენ-აღადგინეს 1904 წელს დადგენილი ადმინისტრაციული საზღვარი. 9 აპრილს მოსახლეობა აჯანყდა. საპასუხოდ მოხალისეები შეეცადნენ პლასტუნკისა და სხვა სოფლების გადაწვას. რაც შეეხება პარიზის სამშვიდობო კონფერენციას, საქართველოს დელეგაციამ ანტანტის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა ამ უმაღლესი დონის შეხვედრაზე წარადგინა მოთხოვნები საზღვრების დადგენის შესახებ, რომლის თანახმად სოჭის ოლქში საზღვარი უნდა უნდა გავლებულიყო ტუაფსედან 14 კილომეტრის დაშორებით მდინარე მაკოფსეზე, მაგრამ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. გაერთიანებული სამეფო კი, ანტონ დენიკინის დამარცხების შემდეგ, ამ რაიონის ბედით აღარ იყო დაინტერესებული. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ხელი აეღო ტერიტორიულ პრეტენზიებზე სოჭის ოლქის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთთან დადებული ხელშეკრულების პირველ პუნქტში ჩაიწერა, რომ ორ სახელმწიფოს შორის საზღვარი გადის მდინარე ფსოუზე, ბოლშევიკებმა მაინც მიაღწიეს მდინარე მეხადირსა და ფსოუს შორის არსებული ტერიტორიის დემარკაციულ ზონად გამოცხადებას. განთიადის საკითხი.
მდინარე მეხადირსა და ფსოუს შორის მდებარე ნაყოფიერმა მიწებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ბევრი მეწარმე მიიზიდა. თუ ამას დავუმატებთ საკურორტო ზონის ფაქტორსაც, შესაბამისად იმ დროისათვის პილენკოვოს თემის სოფლები საკმაოდ კეთილმოწყობილი იყო, მით უმეტეს რომ იქვე გადიოდა სოხუმი-სოჭის გზატკეცილი. აღსანიშნავია, რომ სოფელში მეშვიდე-მერვე საუკუნის ქრისტიანული ტაძარიც არსებობდა. 1922 წლის აპრილის ბოლოს აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ-ის) პრეზიდიუმმა სთხოვა სრულიად რუსეთის ცაკ-ს, რათა ეს რაიონი აფხაზეთს მიერთებოდა მდინარე ფსოუმდე. საკითხის განხილვა გაჭიანურდა და მხოლოდ 1924 წელს, უკვე საბჭოთა კავშირის ცაკ-მა შექმნა სპეციალური კომისია, რომელშიც დაინტერესებული მხარეების — რსფსრ-სა და აფხაზეთის წარმომადგენლები შევიდნენ (აქვე უნდა განვმარტოთ, რომ იმ წლებში სოხუმის ხელისუფლება თბილისისაგან გარკვეულ დისტანციაზე იმყოფებოდა და რიგ საკითხებს მეზობელ რუსეთთან ავტონომიურად წყვეტდა). 1943 წლის 12 ივნისს, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კომპარტიის ცეკამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, პილენკოვოს სახელი გადაერქვა და განთიადი ეწოდა. | |
|