სამშაბათი, 16.04.2024, 07:23
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 16 » ლიტერატურა.
10:26
ლიტერატურა.

ძველი წიგნების შეკვრა მერტონ კოლეჯის ბიბლიოთეკაში.

ლიტერატურა (ლათ."littera" - (ანბანის ასო) - ფართო მნიშვნელობით საზოგადოებრივად ღირებული ნაწერი და ნაბეჭდი პროდუქცია. ვიწრო გაგებით - მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, რომელიც გამოსახვის საშუალებად იყენებს სიტყვას, მეტყველებას, ენას. ანტიკურ ხანაში მას მხოლოდ ზეპირსიტყვიერების ფორმა ჰქონდა, შემდეგ მოხდა ნაწარმოებთა ჩაწერა. დროთა განმავლობაში ლიტერატურამ შეიძინა კერძო ხასიათი და გახდა საზოგადოებრივი ყოფიერების, ადამიანური ურთიერთობებისა და ემოციების გამოხატვისა და კვლევის საშუალება.

ლიტერატურის სახეები.


განასხვავებენ ლიტერატურული ხელოვნების ორ სახეს: პოეზიას და პროზას. პოეზია არის ემოციების გადმოცემა სიტყვის მუსიკით, რომელიც მეტრიკის გარკვეულ წესებს ემორჩილება, ხოლო პროზა ჩვეულებრივი მონათხრობია ლექსთაწყობის გარეშე.

პროზა უფრო ეთანადება ყოველდღიურ სასაუბრო ენას, ვიდრე პოეზია. ანტიკური ლიტერატურული ნაწარმოებები ლექსად იყო შექმნილი, პროზა უფრო გვიანდელი ეტაპია. მხოლოდ მე-18-19 საუკუნეებში მოხდა მათი გათანაბრება მნიშვნელობის მიხედვით.


პროზაულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება:
მითი, ლეგენდა,ზღაპარი, რომანი,ნოველა, ესეი, დრამა, პუბლიცისტური ნარკვევი,ეპისტოლე და მემუარები


პოეტურ ნაწარმოებებს მიეკუთვნება:
ლექსი, იგავი, პოემა, ეპოპეა და ეპოსი


ლიტერატურულ ნაწარმოებთა განსაკუთრებულ სახეობას წარმოადგენს მოკლე გამოთქმები, რომლებიც გამოხატავენ ადამიანთა ნააზრევს ცხოვრების სხვადასხვა ღირებულებების შესახებ:
აფორიზმი, ანდაზა, სენტენცია, მაქსიმადა დევიზი


ლიტერატურათმცოდნეობა, რომელიც შეისწავლის ლიტერატურის ისტორიას და ფორმებს, იცნობს მისი განვითარების სტილებს და პერიოდებს:
რენესანსი, კლასიციზმი, ბაროკო, რომანტიზმი და მოდერნიზმი.


ლიტერატურა შინაარსის მიხედვით ,

განსაზღვრების თანახმად, ლიტერატურულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება როგორც „ვეფხისტყაოსანი" და „დავითიანი", ასევე ბიბლია, ქართლის ცხოვრება და საქართველოს კონსტიტუცია. უფრო ხშირად ტერმინი ‘ლიტერატურა’ ესმით როგორც ბელეტრისტიკა ანუ სიტყვაკაზმული მწერლობის (მოთხრობები, რომანები) ნაწარმოებთა ერთობლიობა.

ლიტერატურული ნაწარმოებები შინაარსის მიხედვით შეიძლება იყოს:
ჰაგიოგრაფიული, წმინდანთა ცხოვრების ამსახველი, მაგ. „შუშანიკის წამება";
ისტორიული, მაგ. კ. გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი", თუკიდიდეს "პელორონესის ომი”, ე. გიბონის "რომის იმპერიის რეგრესი და დაცემა;
ბიოგრაფიული, მაგ. პლუტარქეს „კეთილშობილ ბერძენთა და რომაელთა ცხოვრება";
ფილოსოფიური, მაგ. პლატონის „დიალოგები";
სამეცნიერო, მაგ. ჩ.დარვინის "სახეობათა წარმოშობა”, ჟ.–ა. პუანკარეს "მეცნიერება და ჰიპოთეზა”, ზ. ფროიდის ნაწარმოებები;
პოლიტიკური, მაგ. ნ. მაკიაველის "პრინცი” , ციცერონის, თ. ჯეფერსონის, უ. ჩერჩილის და სხვათა ნაწარმოებები.


ლიტერატურული ჟანრები .
ავტობიოგრაფია – ბიოგრაფია – დეტექტიური რომანი – დეტექტიური ფანტასტიკა - ვესტერნი – კრიმინალური რომანი – საბავშვო დიტერატურა – სამეცნიერო ფანტასტიკა – სატირა
სხვადასხვა.

ლიტერატურული ფიგურები:
ბელეტრისტი – დრამატურგი – ესეისტი – კრიტიკოსი – მწერალი – ნოველისტი – პოეტი – პროზაიკოსი – ჟურნალისტი


ეროვნული ლიტერატურები:
ამერიკული ლიტერატურა – ბერძნული ლიტერატურა – გერმანული ლიტერატურა – ესპანური ლიტერატურა – თურქული ლიტერატურა – ინგლისური ლიტერატურა – იტალიური ლიტერატურა – რუსული ლიტერატურა – სპარსული ლიტერატურა – ფრანგული ლიტერატურა – ქართული ლიტერატურა - რომაული ლიტერატურა.


მუსიკალური ნოტები.


მუსიკა (ბერძნ. μουσική musike) არის ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.

მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში.

შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება, კინო. განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან (ჰომოფონია, პოლიფონია, ჰეტეროფონია) მუსიკას.

ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები.

მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.


მუსიკის სტილები და ჟანრები .

ბლუზი — ელექტრონული მუსიკა — ვესტერნი — კამერული მუსიკა — კლასიკური მუსიკა — კომიკური ოპერა — მარში — ოპერა — ოპერეტა — პანკი — პასტორალი — პოპ–მუსიკა — რაფსოდია — რეგეი — რეპი — როკ–მუსიკა — მეტალი — საესტრადო მუსიკა — სერენადა — სიმფონიური მუსიკა — სიმფონია — სიმღერა — სიუიტა — სონატა — სოული — ტანგო — ქანთრი — ხალხური მუსიკა — შანსონი - ჯაზი — ჰეროიკული ოპერა — ჰიმნი.


მუსიკის ზოგადი ტერმინები.
აკუსტიკა – ბგერა – ბემოლი – გამა – დიეზი – დინამიკა - ინტერვალი – მელოდია - მეტრი - მუსიკალური სკალა – ნოტი - პაუზა - პოლიფონია - რიტმი - სმენა – ტემბრი - ტემპი - ტონალობა – ხმა – ჰარმონია.


a cappella - accelerando - adagio - allegretto - allegro - allentando - andante - andantino - appassionato - appoggiatura - continuo - crescendo - diminuendo - dolce- forte - fortissimo - glissando - largo - larghetto - metronome - obbligato - orchestra - ostinato - piano - pianissimo - pizicatto - presto - prestissimo - ralantando - sostenuto - staccato
ბარიტონი - ბანი - კონტრალტო – მეცო-სოპრანო - სოპრანო - ტენორი
მუსიკალური საკრავები .

დასარტყმელი საკრავები - ელექტრონული საკრავები - კლავიშებიანი საკრავები - სასულე საკრავები – სიმებიანი საკრავები – ხემიანი საკრავები.


სხვადასხვა .

მუსიკის დარგის მოღვაწეები
კომპოზიტორი – მომღერალი – მუსიკოსი

მუსიკალური კოლექტივები
ანსამბლი - ბენდი - დუეტი - კვარტეტი - მუსიკალური ჯგუფი - ორკესტრი – ტრიო - ქორო.

ეროვნული მუსიკა
აზერბაიჯანული მუსიკა – არაბული მუსიკა – ინდური მუსიკა – იტალიური მუსიკა – ქართული მუსიკა.


სკულპტურა. დავითი, მიქელანჯელო.


ქანდაკება, სკულპტურა (ლათ. sculptura, მოდის sculpo — გამოჭრა, ვთლი,) გამოთლა, სახვითი ხელოვნების პლასტიკა — გამოსახულება, რომლის შექმნასაც აქვს მოცულობითი ფორმა და სრულდება მაგარი ან პლასტიკური მასალებისგან.

სკულპტურების მთავარი ჟანრია — პორტრეტი, ისტორიული, საყოფაცხოვრებო, სიმბოლური, ალეგორიული გამოსახულება, ცხოველების გამოსახულება. სკულპტურების სამხატვრო — გამოხატულება — მოცულობითი ფორმის შექმნა, პლასტიკური მოდელირება (გამოქანდაკება), სილუეტის შექმნა, ფაქტურის, ზოგიერთ შემთხვევაში ფერისაც კი.

განასხვავებენ: მომრგვალო სკულპტურა (სტატუა), ჯგუფები, სტატუეტი, ბიუსტი, შეიძლება შეხედოთ სხვადასხვა მხრიდან და რელიეფური (როცა გამოსახულება მდებარეობს სიბრტყეზე). მონუმენტური სკულპტურა ძეგლები, მონუმენტური ურთიერთობაშია არქიტექტურულ მხარესთან.

სკულპტურების შემადგენლობა — ლითონი, ქვა, თიხა, ხე, გიფსი და სხვა. მეთოდები მისი დამუშავების არის: გამოქანდაკება, გამოძერწვა, ამოჩხაპნა, გამოჭრა, გამოთლა და სხვა.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1669 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები