ოთხშაბათი, 24.04.2024, 07:07
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 20 » ბალეტი პოპულარული ხდება.
21:55
ბალეტი პოპულარული ხდება.

თუ ფიქრობთ, რომ PR სჭირდებათ მარტო პოლიტიკოსებს ან ბიზნესმენებს, ცდებით. ხელოვნებასაც არანაკლებ სჭირდება PR-ის დახმარება, ვიდრე სხვა რომელიმე საქონელს. სხვაგვარად მოწოდება: ,,სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს'', არასოდეს იმოქმედებდა. იმას, ვინც ლამაზია, უბრალოდ ვერავინ შეამჩნევდა.

მაგალითად, მოვიყვანოთ ამერიკული ბალეტი. ამერიკელები მრავალი წელი ფიქრობდნენ, რომ ბალეტი ცოტას თუ დააინტერესებდა. გარდა ამისა, იყო მოსაზრება, რომ მამაკაცები არ არიან კარგი მოცეკვავეები, ამასთანავე აკლიათ პლასტიკურობა.

ამერიკაში ბალეტის მცირერიცხოვანმა მოყვარულებმაც ძალიან ცოტა რამ იცოდნენ ამ ლამაზი ხელოვნების შესახებ _ მათ არ შეეძლოთ მოეყოლათ ბალეტის ისტორიაზე, ვერც ბალეტის სკოლებსა და გამოჩენილ მოღვაწეებზე ვერაფერს იტყოდნენ.

ედვარდ ბერნაისმა, რომელსაც დავალებული ჰქონდა ფაბლისიტის გაკეთება რუსულ-ამერიკული საბალეტო სკოლის დიაგილევის ტურის შესახებ, აღიარა, რომ თვითონაც არაფერი იცოდა იმ საქმის თაობაზე, რომელსაც ხელი მოჰკიდა.

ბერნაისმა დაიწყო ბალეტის პოპულარიზაცია ოთხგვერდიანი საინფორმაციო ბიულეტენების შედგენით, სადაც მოცეკვავეების სურათები და კომპოზიტორებზე ინფორმაცია იყო დაბეჭდილი.

,,ქალთა ფურცლების’’ განყოფილებამ, რომელშიც ლაპარაკია კოსტიუმებზე, დიზაინსა და ქსოვილზე, მკითხველის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ბიულეტენზე ხელის მომწერნი საჩუქრდებოდნენ ბალეტის სცენების ფერადი ფოტოებით.

წინ წაწევის შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ბალერინების ფოტოების გამოქვეყნება პრესაში ტურის დაწყების წინ. ერთ-ერთმა ჟურნალმა ,,Ladies Home journal''-მა უარი განაცხადა ბალერინების ფოტოების დაბეჭდვაზე, რადგან მათი ქვედატანი მუხლს ზემოთ იყო.

ბერნაისმა ბრძანა ქვედატანის ბოლოების დაგრძელება, ფოტოები კი გამოქვეყნდა არანაკლებ 20 ყველაზე სახელგანთქმულ გამომცემლობაში. ბალეტის პოპულარიზაციას ხელს უწყობდა აგრეთვე რუსული წიგნი ბალეტზე.

მთავარი კითხვა, რომელიც წიგნის წაკითხვის შემდეგ იბადებოდა, ფიარისტებს ასე ესმოდათ: ,,რატომ ეშინიათ ამერიკელებს, იყვნენ დიდებულები?’’. რამდენიმე ამერიკელმა დიზაინერმა შექმნა ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ფერით და დიზაინით ერწყმოდა შემდგომი პრემიერის კოსტიუმებსა და დეკორაციას.

შემოთავაზებული სტილი ძალიან პოპულარული გახდა და მაღაზიებიც წარმატებით ყიდდნენ ამ საქონელს.

დამაგვირგვინებელი ნაბიჯი იყო, საგულდაგულოდ ორგანიზებული შეხვედრა დიაგილევის დასთან ნიუ-იორკის პორტში. მრავალრიცხოვანი ამერიკული და უცხოური მასმედიის, აგრეთვე პორტში მოწვეული საზოგადოების წინაშე წარსდგა აღფრთოვანებული ხალხი, რომელიც აღტაცებით ეგებებოდა დასს და მსახიობებს ყვავილებით ავსებდა.

ბალეტი გახდა ძირითადი თემა მრავალრიცხოვანი პუბლიკაციებისთვის და ელიტული ქრონიკის ცენტრში მოექცა. შედეგად, ამერიკელები პირველი ტურის დაწყებისთანავე ითხოვდნენ მეორის ბილეთს.

ხშირად პროდუქციის ან თქვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ მწირი ინფორმაციის გამო, მომხმარებელი არ იჩენს სათანადო ყურადღებას. ამ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს PR კამპანია და შეიქმნას მოვლენა.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1024 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები