შაბათი, 20.04.2024, 06:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 20 » დღევანდელ რეზოლუციაში, ევროპარლამენტი საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს .
22:51
დღევანდელ რეზოლუციაში, ევროპარლამენტი საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს .

ევროპის პარლამენტმა დღეს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირს მოუწოდებს, უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში, მათ შორის გაყინული კონფლიქტების გადაჭრის საქმეში. რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, დადასტურებულია საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, რისი პატივისცემისაკენაც ევროპის პარლამენტის წევრები რუსეთსაც მოუწოდებენ.

ტექსტში დადებითი შეფასებაა გამოთქმული ჰაიდი ტალიავინის ანგარიშის მისამართით და გამოთქმულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისადმი მხარდაჭერა. ევროპის პარლამენტი სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაფართოებისაკენ მოწოდებით გამოდის, ამასთან, რუსეთსა და სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს მოუწოდებს, შეწყვიტონ სადამკვირვებლო მისიის დაბრკოლება.

რეზოლუციაში კმაყოფილებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა თითქმის ერთხმად უარყოფს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივი წესით გამოცხადებას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას, როგორც საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ მიმართულ ნაბიჯს.

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სამოქმედო სტრატეგიის საკითხებზე ანგარიში სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროპარლამენტის მომხსენებელმა, ბულგარეთის წარმომადგენელმა ევგენი კირილოვმა, წარმოადგინა. ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულება სავალდებულო არ არის.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1100 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები