სამშაბათი, 23.04.2024, 09:06
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 20 » ჟურნალისტმა „ობამას ღალატს“ ახსნა მოუძებნა.
23:07
ჟურნალისტმა „ობამას ღალატს“ ახსნა მოუძებნა.

ამერიკულ და დასავლეთის სხვა ქვეყნებში ბოლო ხანს რამდენიმე პუბლიკაცია გამოქვეყნდა, რომელშიც გატარებულია აზრი, რომ შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ, შესაძლოა, მიატოვა საქართველო.

ყველაზე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ინტერნეტგამოცემა Huffington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც გატარებულია აზრი, რომ პრეზიდენტი ობამა საქართველოს ზურგს აქცევს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამო.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საიმონ შუსტერს, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს. ჟურნალისტმა განმარტა, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულების შეცვლას, პირველ ყოვლისა, ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის განსხვავებული ხედვა განაპირობებს საგარეო პრიორიტეტებისა, თუმცა გაიმეორა, რომ მიხეილ სააკაშვილის პიროვნული ფაქტორიც იწვევს უნდობლობას.

„მე სტატიაში განვიხილავდი სწორედ სააკაშვილის პიროვნებას, მის ქცევებს,რომელთაც შეეძლო ამერიკის მხრიდან უნდობლობა გამოეწვია. მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ, უბრალოდ, მთავარ როლს თამაშობს სხვა მიდგომა ამ რეგიონისადმი, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიისადმი, ასევე კავკასიისადმი.

დემოკრატებს და რესპუბლიკელებს ხშირად განსხვავებული შეხედულება აქვთ იმაზე, თუ როგორ აწარმოონ საგარეო პოლიტიკა. ბუში (უმცროსი) ძალიან აქტიურად ახორციელებდა ფერადი რევოლუციების პოლიტიკას ყველგან - მათ შორის, საქართველოში - და ცდილობდა რუსეთი (ვაშინგტონის) მეგობრული სახელმწიფოების ერთგვარ ალყაში მოექცია. ობამა ძალიან სცილდება ამ შეხედულებას.

ის მიიჩნევს, რომ მთავარ როლს აქ თამაშობს ამ ფილოსოფიის - ნეოკონსერვატიზმის - უარყოფა და რომ რუსეთთან დიალოგი პირდაპირ უნდა წარმოებდეს. და თუკი ამ გზას მიჰყვება, საქართველოსთან უშუალო მეგობრობა შეიძლება არამომგებიანი და საშიშიც კი აღმოჩნდეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება დიალოგს რუსეთთან." 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საიმონ შუსტერი წერილში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს როგორც „ამერიკისათვის სახიფათო პარტნიორს." ჟურნალისტი, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა, სტატიაში აღნიშნავს, რომ „თბილისში ჩავიდა უპირველეს ყოვლისა იმისათვის, რომ გაერკვია, რა როლი ითამაშა სააკაშვილმა 13 მარტის სკანდალში.

ავტორს მხედველობაში აქვს„იმედის" მიერ გაშვებული ინსცენირებული „ახალი ამბები", „რომელმაც მთელ ქვეყანას ამცნო, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, რომ სააკაშვილი მოკლულია, ხოლო ქართული არმიის დიდი ნაწილი მტრის მხარეზე გადავიდა." საიმონ შუსტერი ვარაუდობს, რომ „სააკაშვილს სახიფათო სპექტაკლებით შესაძლოა რუსეთის გახელება სურდეს." 

„თუ იმ კომენტარებით ვიმსჯელებთ, რომელიც ჩემს სტატიასთან დაკავშირებით ამერიკელმა მკითხველებმა დატოვეს, მაშინ საკმაოდ სახიფათო ჩანს საქართველოსთან მეგობრობა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი რჩება. იმის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მედვედევმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას და რუსეთის მთავრობას არ სურთ საქმე დაიჭირონ სააკაშვილთან, აწარმოონ მასთან დიალოგი; იმის შემდეგ, რაც ტალიავინიმ თქვა, რომ ომი 2008 წელს საქართველომ დაიწყო და აგრეთვე „იმედის" ეთერის შემდეგ ამერიკაში ბევრი ფიქრობს, რომ სააკაშვილი საკმაოდ სახიფათო პარტნიორია, რომ ის არაპროგნოზირებადია."

Huffington Post- ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი ჰყვება იმასაც, თუ როგორ ჩამოშორდა საქართველოს პრეზიდენტს მისი ამერიკელი მრჩეველი დანიელ კუნინი ტელეკომპანია „იმედში" გასული იმიტირებული გადაცემის შემდეგ:

„თუკი კუნინმა, დაახლოებულმა კაცმა, რომელმაც რამდენიმე წელიწადი საქართველოს მთავრობას შეალია, სააკაშვილისგან გამიჯვნა გადაწყვიტა, რატომ უნდა უერთგულოს მას ობამამ? რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებასაც რომ დავანებოთ თავი, რატომ არ უნდა გაეთვალისწინებინა ობამას ეს გამოცდილება?"- სვამს კითხვას Huffington Post- ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი საიმონ შუსტერი, რომელიც კიდევ უფრო შორს მიდის და ასკვნის, რომ „13 მარტის შემდეგ სააკაშვილთან დაკავშირებით ბევრ დასავლელ ლიდერს მოთმინება ამოეწურა."

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1005 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები