პარასკევი, 19.04.2024, 08:29
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 20 » მედვედევის სრულფასოვანი პარტნიორი.
23:10
მედვედევის სრულფასოვანი პარტნიორი.

დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი (მარცხნივ) და ვიქტორ იანუკოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტი
18.05.2010


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი პირველად ეწვია ოფიციალური ვიზიტით მეზობელ უკრაინას. ამასთან, ის უკვე მეშვიდედ შეხვდა უკრაინის ლიდერ ვიქტორ იანუკოვიჩს თებერვლის შემდეგ, როცა უკრაინაში გამართულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა გამარჯვება სწორედ იანუკოვიჩს მოუტანა.


იანუკოვიჩი კი კრემლთან მჭიდრო ურთიერთობას ემხრობა, რაც, მედვედევთან ხშირ შეხვედრებთან ერთად, მთელი რიგი შეთანხმებების გაფორმებით გამოიხატა. 

„რუსეთს, ბოლოსდაბოლოს, გამოუჩნდა სრულფასოვანი უკრაინელი პარტნიორი", - ეს სიტყვები პრეზიდენტ მედვედევს ეკუთვნის განმარტებასთან ერთად, რომ იგულისხმება „ნორმალური" ხელმძღვანელობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და ახორციელებს კიდეც... საუბარია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე, მის გუნდთან, მის მთავრობასთან ერთად.

თვით იანუკოვიჩმა კიევში რუსი კოლეგის ვიზიტის პირველივე დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ რუსეთთან მჭიდრო კონტაქტებს მიიჩნევს ერთადერთ სწორ პოლიტიკურ კურსად: „როდის ყოფილა დაპირისპირების პოლიტიკა ეფექტიანი? ჩემთვის უცნობია ქვეყანა, რომელიც ასეთი პოლიტიკის ხარჯზე დაიცავდა თავის ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ, ჩვენს პოლიტიკაში ყოველთვის დარჩება პრინციპული პოზიცია ეროვნული ინტერესების დაცვის მხრივ".

მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყნის ლიდერების პოზიციებს გავეცანით, ვახსენებთ ჩამონათვალს შეთანხმებებისა, რომლებიც კიევში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს გაფორმდა.

ამ ჩამონათვალს კიევში რადიო „თავისუფლების" უკრაინული სამსახურის კორესპონდენტი, დმიტრი შურხალო გვთავაზობს: „უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სამ შეთანხმებას მოაწერეს ხელი: ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხსა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე. მათვე ხელი მოაწერეს უკრაინა-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი კომისიის ოქმს. დანარჩენ დოკუმენტებს კი მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

პირველ რიგში, აღსანიშნავია ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კონსტანტინ გრიშჩენკომ და სერგეი ლავროვმა.

ეს არის ხელშეკრულება სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის შესახებ. თუმცა, მოგვიანებით ვიქტორ იანუკოვიჩმა დააზუსტა, რომ მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება დელიმიტაციის შესახებ. ანუ, თუ სახმელეთო საზღვრის დადგენაზე უკვე ადგილზე იმუშავებენ, რაც შეეხება დელიმიტაციას - საზღვაო საზღვრის დაწესებას, მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. თუმცა, იანუკოვიჩმა გამოთქვა იმედი, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება."

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1007 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები