ხუთშაბათი, 25.04.2024, 18:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 20 » :)
21:10
:)

ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ომამდელ პერიოდში სიგარეტ ,,მალბოროს''რეკლამირებას ქალები ახდენდნენ. ეს ერთგვარად ესადაგებოდა ემანსიპაციის პროცესს, თანაც ითვლებოდა, რომ ქალი მიიზიდავდა სიგარეტის ძირითად მომხმარებლებს – მამაკაცებს. მწეველი ქალბატონები სარეკლამო მაკეტებზე ინარჩუნებდნენ ქალურობასა და მომხიბვლელობას.

მაგრამ 50-იანი წლების დამდეგს მეცნიერებმა პირველად გამოაქვეყნეს კვლევები, რომლებიც მოწევას ფილტვის კიბოსთან აკავშირებდნენ. ეს ის სასიკვდილო დარტყმა იყო, რომელსაც თამბაქოს მწარმოებლები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. ყველაზე მეტად უფილტრო სიგარეტის მწარმოებლები დაზარალდნენ. ფილტრიანი სიგარეტი მწეველთა მხრიდან აღიქმებოდა როგორც ნაკლებად მავნე, ამავდროულად გაბატონებული იყო აზრი, რომ ისინი ქალებისთვის იყო განკუთვნილი.


აკვნიდანვე კლიენტი.

ჭკვიან PR ტექნოლოგებს შეუძლიათ სამი წლის ბავშვი ბანკის კლიენტად აქციონ. ეს დაახლოებით ასე ხდება: საბავშვო ბაღში მიდის კეთილი ჯადოქარი. ის ბავშვებს ფერად საჩუქრებს ურიგებს, რომელთა შორის არის ყულაბაც.

ყულაბას თან ერთვის ბარათი მშობლების სახელზე, სადაც ნათქვამია, რომ მათი შვილის სახელზე გახსნილია საბანკო ანგარიში, რომელზეც უკვე დევს 5 მარკა. დანარჩენი დამოკიდებულია ბავშვზე: იგი აგროვებს ფულს ყულაბაში, რომლის გასაღებიც ბანკში ინახება, ანუ გარკვეული თანხის დაგროვების შემდეგ ბანკში მისვლა აუცილებელია.

დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, როდესაც ეს მოვლენა დავიწყებულია, ჯადოქარი კვლავ მოდის ბაღში და ბავშვებს მშობლებითურთ ბანკში ეპატიჟება "პირველი ყულაბის დღესასწაულზე”.ზეიმის დროს თითოეულ ბავშვს გადაეცემა გასაღები და სპეციალური ყუთი, რომელშიც დაგროვებული "განძეულობა” თავსდება.

მთელი ეს პროცესი ძალიან წააგავს ბავშვურ თამაშს. ზეიმის ბოლოს მცირეწლოვან კლიენტებს ეძლევათ საჩუქრები და უბრუნდებათ ცარიელი ყულაბები, ხოლო მშობლებს რჩებათ "შემნახველი წიგნაკი”, რომელზეც დევს 5 მარკა და პლუს ის თანხა, რაც ბავშვმა დააგროვა.

ეს ღონისძიება ტარდება ექვს თვეში ერთხელ. ასეთი PR კამპანია გათვლილია იმაზე, რომ, როცა ბავშვი გაიზრდება და დაიწყებს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას, ის თავისი ფეხით მივა ბავშვობიდან ნაცნობ საბანკო განყოფილებაში. აი, ასე ეხმარება PR ადამიანებს გამდიდრებაში და ბანკებს – გამსხვილებაში.


საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანები არ არიან გულგრილი სხვადასხვა სახის რეკორდების მიმართ. ამით ხშირად სარგებლობენ PR სპეციალისტები. მაგალითად, საბავშვო კონსტრუქტორების პრომოუშენის დროს შესაძლებელია ბავშვებს ავაშენებინოთ ისეთი რამ, რაც გასცდებოდა მათი წარმოსახვის უნარს და უფროსების ყურადღებასაც მიიქცევდა. მსგავსი PR სვლით დაიწყო ერთ-ერთმა კომპანიამ საბავშვო კონსტრუქტორების დაწინაურება რუსეთის ბაზარზე.

დედაქალაქში შეკრებილ ბავშვებს დაავალეს კოშკის აგება. მათ კომპანიის ინჟინრებიც ეხმარებოდნენ. მათმა გიგანტურმა ქმნილებამ არც მეტი-არც ნაკლები 24 მეტრისა და 66 სანტიმეტრის სიმაღლეს მიაღწია და უმალვე იქნა შეტანილი გინესის რეკორდების წიგნში.

მასმედია ინტერესით აშუქებდა მოვლენას იმის გათვალისწინებით, რომ ამ კოშკს ბოლო კუბიკი მოსკოვის მერმა დაადგა.

კონსტრუქტორების მწარმოებლები ამით არ დაკმაყოფილდნენ და ამჯერად უკვე ეკატერინბურგში ბავშვებმა ააგეს უზარმაზარი სახლი, რომლის სიმაღლემაც 26 მეტრი და 17 სანტიმეტრი შეადგინა; ისიც შევიდა გინესის რეკორდების წიგნში; თუმცა მცირეწლოვანმა მშენებლებმა მხოლოდ პირველი ოთხი მეტრი ააგეს, დანარჩენი კი- პროფესიონალებმა. ამით მოქალაქეთა ინტერესი არ განელებულა.

პირიქით, ხალხს აინტერესებდა არა მხოლოდ პლასტიკური კონსტრუქცია, არამედ მისი აგების პროცესიც. როდესაც მისი დემონტაჟი მიმდინარეობდა, მასალის ნაწილი ადგილობრივ მკვიდრთ ერგო სუვენირების სახით. აი, ასე გააერთიანა შრომამ მწარმოებელი და მისი მიზნობრივი აუდიტორია.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 982 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები