პარასკევი, 19.04.2024, 11:41
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 20 » სილიკონური უბედურება .
21:12
სილიკონური უბედურება .

ძალიან იშვიათად და ძალიან გვიან რეაგირებდა შექმნილ კრიზისზე სამედიცინო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Dow corning მიჩიგანის შტატიდან.

კრიზისი დაიწყო 1990 წლის დეკემბერში, როდესაც CBS-ის წამყვანმა კონი ჩანგმა თავის ტელეგადაცემაში აჩვენა ინტერვიუთა სერია, სადაც შეშინებული ქალბატონები საუბრობდნენ Dow corning-ის მიერ წარმოებული სარძევე ჯირკვლის იმპლანტანტების მოხმარებით გამოწვეული იმუნოსისტემის დაავადებების შესახებ.

ამ ქმედების პასუხად Dow corning-მა შექმნა 30 წამიანი რგოლები, სადაც იმავე იმპლანტანტების შესახებ პოზიტიური რეცენზიები იქნა გაჟღერებული. მან შეისყიდა CBS-ის სადგურების საეთერო დრო, რათა კონი ჩანგის განმეორებითი გადაცემის შემდეგ დაწყებულიყო მომზადებული რგოლების მასობრივი ტრანსლაცია.

თუმცა CBS-მა ბოლო მომენტში უარი განაცხადა რგოლის ტრანსლაციაზე. გადაცემის განმეორებით ჩვენების შემდეგ კრიზისი გაღრმავდა. კონგრესში მოეწყო საჯარო განხილვები, შეიქმნა დაზარალებული ქალბატონებისაგან შემდგარი საზოგადოებრივი ჯგუფი. თემა აქტიურად მუსირებდა მასმედიაშიც.

სან-ფრანცისკოს სასამართლომ Dow corning -ს დააკისრა 7 მილიონი დოლარის გადახდა დაზარალებული ქალბატონების სასარგებლოდ, ხოლო 1992 წელს, კვებისა და მედიკამენტების კონტროლის სააგენტომ, (FDA) აკრძალა სარძევე ჯირკვლის იმპლანტანტების წარმოება; მათი გამოყენება დაშვებულ იქნა მხოლოდ მკერდის სიმსივნის მკურნალობის დროს.Dow corning-ი სარჩელებს ვერ აუდიოდა.

მთელი ამ ისტორიის განმავლობაში კომპანია დუმილს ინარჩუნებდა.Dow corning -მა 30 მილიონი დოლარი დახარჯა დამოუკიდებელ, მასშტაბურ და ხანგრძლივ კვლევებზე. იგი ავრცელებდა გარკვეულ მასალას თავისი პროდუქციის შესახებ, ოღონდ წელიწადში ერთხელ, თანაც ძალიან არაეფექტურად.

პრესკონფერენციები და საჯარო გამოსვლები კი მის არსენალში მხოლოდ ორი წლის შემდეგ გამოჩნდა.

როგორც შემდგომში გაირკვა, კონი ჩანგის საბედისწერო გადაცემაში არ აჩვენეს იმ მომხმარებელთა და ექიმთა ინტერვიუები, რომლებიც პოზიტიურად იყვნენ განწყობილი იმპლანტანტების მიმართ.

სწორი მოქმედების შემთხვევაში Dow corning-ს შეეძლო, აეძულებინა ტელეკომპანია, გაეშვა ეთერში აღნიშნული ინტერვიუები. ამით კომპანიის იურისტებს შესაძლებლობა მიეცემოდათ, დაედანაშაულებინათ CBS-ი ფაქტების შეგნებულ დამახინჯებაში.

მრავალმილიონიანი დანახარჯების მიუხედავად, კომპანიამ ვერ შეძლო საზოგადოებრიობის დარწმუნება თავის სიმართლეში, თუმცა მედიკოსთა უმრავლესობა კორპორაციის მხარეს იყო და მისი პროდუქციის უსაფრთხოებაში ეჭვი არ ეპარებოდა.

მაგრამ ექიმთა მოსაზრებები უყურადღებოდ დარჩა. 1997 წლისათვის Dow corning -ი აგრძელებდა ოპონენტებთან სასამართლო დავებში მონაწილეობას, ხოლო თავისი გაკოტრების შესახებ კომპანიამ ჯერ კიდევ 1995 წელს გამოაცხადა.

დაზარალდა სილიკონური იმპლანტანტების მთელი ინდუსტრია; არადა დარგის მესვეურებს შეეძლოთ გაერთიანებული ძალებით საკუთარი ინტერესების დაცვა. აი, ასეთი სამწუხარო შედეგი მოსდევს კრიზისს, როდესაც კომპანია არ ფლობს ანტიკრიზისულ პროგრამას და არ იცის, როგორ იმოქმედოს ექსტრემალურ სიტუაციებში.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 964 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები