ხუთშაბათი, 25.04.2024, 07:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 20 » სილამაზე – საოცარი ძალა.
21:15
სილამაზე – საოცარი ძალა.

''მწვანეთა მოძრაობის'' PR-ის სპეციალისტთა ფანტაზია უსაზღვროდ მდიდარია. რას აღარ მიმართეს ბუნების დამცველებმა, რათა მიეპყროთ საზოგადოების ყურადღება! ჯაჭვით იბამდნენ თავს ნავთობის ანძებზე, წვებოდნენ ლიანდაგებზე, ხატავდნენ პლაკატებს ზვიგენების გადარჩენის მიზნით.

თუმცა ეკოლოგების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს შორის ორიგინალურობით გამოირჩევა კალიფორნიაში ტყის გაკაფვის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია. ეს აქცია აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური და, ამავდროულად, ყველაზე მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია, რომელიც კი ოდესმე მოუწყვიათ ''მწვანეებს''.

მუშებთან, რომელთაც უნდა მოეჭრათ ხეები, მივიდა 9 ქალი. მათ მიმართეს მუშებს თხოვნით, ''არ მოეკლათ ხეები''. მაგრამ ეს არ იყო უბრალო თხოვნა! ქალებმა გაიხადეს მაისურები, ისინი ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ამბობდნენ ლექსებს, ხოლო ერთ-ერთმა დაიჩოქა და მიწას კოცნა დაუწყო. შოუ ორ საათს გაგრძელდა.

ამის გამო მიმდებარე ტრასაზე შეიქმნა საავტომობილო საცობი, ხოლო შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს გაუჭირდათ არათუ აქციის მონაწილე მშვენიერ ქალთა დაპატიმრება, არამედ დემონსტრაციის შეწყვეტის მოთხოვნაც კი.

ყველაზე საოცარი იყო არა ქალთა ან პოლიციელთა ქმედება, არამედ ხის მჭრელების რეაქცია, რომლებმაც ყურად იღეს ნახევრად შიშველი ქალღმერთების თხოვნა და შეწყვიტეს თავიანთი სასტიკი საქმიანობა. როგორც იტყვიან, სილამაზეს საოცარი ძალა აქვს.

ეკოლოგების მიერ შემოთავაზებული ეს იდეა შეიძლება წარმატებულად იქნეს გამოყენებულიPR პრაქტიკაში. თუმცა ჩვენს დროში ნახევრად შიშველი ქალების გამოჩენა სხვადასხვა აქციის კონტექსტს სკანდალურ ხასიათს ანიჭებს.

ამდენად, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, სად, როდის და როგორ გამოვიყენოთ აღნიშნული მეთოდი.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1300 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები