ხუთშაბათი, 25.04.2024, 03:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 20 » როგორ შექმნა მონიკა ლევინსკიმ მოვლენა.
21:25
როგორ შექმნა მონიკა ლევინსკიმ მოვლენა.

''მონიკა ლევინსკის საქმე'', ამერიკის ერთ-ერთი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის წინააღმდეგ, გვევლინება უპრეცედენტო PR მოვლენად. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები ბრალს სდებდნენ მას ამორალურობასა და ზნედაცემულობაში და მიისწრაფვოდნენ, დაეწყოთ იმპიჩმენტის პროცედურა.

თეთრი სახლის PR სპეციალისტების ჯგუფმა მოახერხა, მიეღწია დადებითი შედეგებისთვის ამ საქმეზე მუშაობისას; მართლაცდა ყველაზე სკანდალური ფაქტისა ამერიკის პოლიტიკის ისტორიაში. საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს პიარისტების მითითებებმა სხვადასხვა რეიტინგის დროს, ამერიკელების საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების საფუძველზე.

მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ძალზე საჩოთირო იყო და პრეზიდენტი სასამართლოშიც კი მიიყვანეს, რეიტინგი მაინც მაღალი იყო. ამას ხელი შეუწყო ეკონომიკურმა სიტუაციამ ქვეყანაში. ''ეკონომიკა უპირველესად''– სწორედ, ამ ფაქტორმა განაპირობა კლინტონის წინააღმდეგ იურიდიული კოლიზიის წარმატებული განვითარების შეჩერება.

რეიტინგების მოხერხებულმა გამოყენებამ მტკივნეული დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგეების მოთხოვნებს, თითქოს სუნთქვას უხშობდა მოიერიშე მხარეს. ეს ბოლოს და ბოლოს აისახა საბოლოო არჩევნების შედეგებზე კონგრესში.

რაც შეეხება ფართო მოსახლეობის აზრს, სკანდალის პიკის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლებოდა. რა თქმა უნდა, პიარისტების გარეშე – არა. სანამ იურისტები ებრძოდნენ ერთმანეთს ახალ-ახალი ალიბების ძებნაში, გაჩნდა აზრი: ''პრეზიდენტიც ადამიანია და არაფერი ადამიანური მისთვის უცხო არ არის''.

ამ მახვილგონივრული მიგნების შემდეგ, ამერიკელებისა პატივისცემა კლინტონმა შეინარჩუნა, ხოლო მონიკა ლევინსკი საზოგადოების თვალში შარიან და ცბიერ პიროვნებად გამოჩნდა.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1081 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები