პარასკევი, 19.04.2024, 21:32
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 20 » სრული სიმართლე ქოლესტერინის შესახებ თუ PR ''მთელი გულით''.
21:41
სრული სიმართლე ქოლესტერინის შესახებ თუ PR ''მთელი გულით''.

გულ-სისხლძარღვთა დაავადება სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია ამერიკაში. 97-იანი წლების დასასრულს თითქმის 100 მილიონი ამერიკელის ქოლესტერინის მაჩვენებული ნორმას აჭარბებდა.

მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამები ვერ ახდენდნენ სათანადო ზეგავლენას; უფროსი ადამიანების 90%-მა არ იცოდა, რომ ეგრეთ წოდებული ''ცუდი ქოლესტერინის'' კონტროლირება წარმოადგენს გულის დაავადებების რისკის შემცირების გასაღებს. ამიტომ ორმა წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანიამ (ParkeDavis-მა და Pfizer-მა), გულის დაავადებასთან ბრძოლის ამერიკულ ასოციაციასთან ერთად, გადაწყვიტა სპეციალური აქციების სერიის ჩატარება, სახელწოდებით ''სრული სიმართლე ქოლესტერინის შესახებ''.

`ქოლესტერინის დიდი რაოდენობა _ ძირითადი მიზეზი გულის დაავადებების, რომლებიც წარმოადგენს ძირითად სასიკვდილო მიზეზს ამერიკაში~ _ ასეთი იყო განცხადების მთავარი აზრი საზოგადოებისთვის. გადაწყვეტილი იყო ამერიკელების არა მარტო `განათლება~, არამედ მათი გამოკვლევა. აქციამ სტარტი 1998 წელს ვაშინგტონში აიღო.

პრესკონფერენციის შემდეგ ყველა მსურველს შეეძლო გაევლო უფასო გამოკვლევა პირდაპირ მდელოზე, ვაშინგტონის ძეგლთან, ქოლესტერინის შემცველობის გამოსავლენად. ვისაც ნორმაზე მეტი ჰქონდა, ექიმებთან მისვლის ძლიერი მოტივაცია უჩნდებოდა. შემდეგ 29 რეგიონალური აქცია ჩატარდა ამერიკის ყველა დიდ ქალაქში, ასეთი სცენარით: • ქალაქის მერმა გამოაცხადა ერთი კონკრეტული დღე: ''სრული სიმართლე ქოლესტერინის შესახებ''. • ცნობილი ადამიანი (ტელეწამყვანი, მსახიობი, ბიზნესმენი, მეცნიერი..)

ყვებოდა თავის პრობლემებზე ქოლესტერინთან დაკავშირებით და მოუწოდებდა საზოგადოებას. • ადგილობრივი ექიმი მოუთხრობდა ქოლესტერინის შესახებ და პასუხობდა კითხვებს. • მოცეკვავეები აჩვენებდნენ სასარგებლო ვარჯიშებს ქოლესტერინის შემცველობის ბალანსირებისათვის. • ტარდებოდა კონკურსები აქციის მონაწილეებს შორის - ცეკვისა და სიმღერის საუკეთესო შესრულებისთვის, რომელიც შეიცავდა სიტყვა ''გულს''.

• ხოლო აქციის მთავარი მოვლენა იყო უფასო გამოკვლევა ქოლესტერინის შემცველობაზე. ამის გარდა, გამოქვეყნდა საგამანათლებლო ბროშურები, კულინარიული წიგნები, ფიტნეს-კლუბების ცნობარი; აქციის მონაწილეებს ურიგდებოდათ სხვადასხვანაირი სუვენირები, როგორიცაა: წყლის ბოთლები, ბეისბოლის კეპები, ტურისტული ჩანთები და ა.შ.

აქციაში მონაწილეობას იღებდა 25 ათასი ადამიანი, დაახლოებით 16 ათასმა ადამიანმა გაიარა გამოკვლევა, ხოლო ისეთი ადამიანების რიცხვმა, რომლებმაც იციან თავიანთი ქოლესტერინის დონე და მიაჩნიათ ის ჯანმრთელობის მაჩვენებლად სისხლის წნევასთან შედარებით , იმატა 23%-ით ამერიკის ტერიტორიაზე.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1063 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები