09:32 ლუციუს იუნიუს ბრუტუსი. | |
ლუციუს იუნიუს ბრუტუსი (LVCIVS IVNIVS BRVTVS) (* ? ― † ძვ. წ. 508), რომის რესპუბლიკის დამაარსებელი და პირველი კონსული. რომის უკანასკნელი მეფის ლუციუს ტარკვინიუსის დის შვილი. ეს მოვლენა აღწერილია ლივიუსის Ab Urbe Condita-ში რომის ისტორიის პერიოდში, რომლის შესახებაც სარწმუნო წყაროები არ მოიპოვება (ძვ. წ. 390 წელს გაულების მიერ რომის გადაწვით განადგურდა თითქმის ყველა მანამდე არსებული დოკუმენტი). ლივიუსის თანახმად, ბრუტუსს მეფის წინააღმდეგ ამბოხების რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ტარკვინიუსის მიერ მისი ძმის, გავლენიანი სენატორის, მკვლელობის მოწყობა, რომელიც ტარკვინიუსს სამეფო ტახტისთვის ეპაექრებოდა. ბრუტუსი მეფის დამხობამდე.
ლუციუს იუნიუსი გონიერი ახალგაზრდა იყო და ადრევე მიხვდა, რომ თუ მეფე მასში გონიერ და ჭკვიან ადამიანს დაინახავდა, მის სიცოცხლესაც სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა. ამიტომ მრავალი წლის მანძილზე იგი ყველას თავს უგუნურად აჩვენებდა. სწორედ აქედან წარმოიშვა მისი მეტსახელი ბრუტუსი. ორაკულმა ჩასულებს ამცნო, რომ რომში ძალაუფლება გადაუვიდოდა მას, ვინც პირველი ეამბორებოდა დედას. ტარკვინიუსის ვაჟებმა ეს პირდაპირ გაიგეს, ხოლო ბრუტუსი მიხვდა წინასწარმეტყველების ნამდვილ შინაარს და მიწას — ყველას საერთო დედას — აკოცა. ტარკვინიუსის დამხობა. რომაელები ამ დროს რუტულების ქალაქ არდეუმთან ომობდენ. სამხედრო ბანაკში სექსტ ტარკვინიუსი არისტოკრატ ახალგაზრდებთან ერთად ქეიფობდა. მათ შორის ტარკვინიუსის ნათესავი ტარკვინიუს კოლატინუსიც იყო. საუბარი შეეხო ცოლებსაც, კოლატინუსი ყველას არწმუნებდა რომ მისი ცოლი ლუკრეცია ყველაზე ღირსეული ქალი იყო. ყველამ ჩათვალა რომ რომში ჩასვლით და იმის ნახვით თუ როგორ შეეგებებოდნენ ცოლები უეცრად დაბრუნებულ ქმრებს, ყველაზე კარგად ასახავდა მათ მორალურ თვისებებს. ამრიგად ცოლების "შეჯიბრში" ლუკრეციამ გაიმარჯვა. სექსტუს ტარკვინიუსს ნათესავის მეუღლე ძალიან მოეწონა. რამდენიმე დღის მერე სექსტუსი მარტო მივიდა ლუკრეციას სახლში. იქ მას კარგად გაუმასპინძლდნენ და სტუმრების ოთახში შესთავაზეს დაძინება. როდესაც სახლში ყველამ დაიძინა, სექსტუსი ლუკრეციას საძინებელში შეიპარა და დაემუქრა, რომ თუ იგი არ დანებდებოდა, იგი მას მაინც გააუპატიურებდა, მოკლავდა და მკვდარ მონას მიუწვენდა. ამ მუქარამ გაჭრა და ლუკრეცია დანებდა. როდესაც სექსტუსი წავიდა, ლუკრეციამ შიკრიკები გაუგზავნა ქმარს და მამას, ამცნო რომ ცუდი ამბავი მოხდა და რომ იცინი ერთგულ მეგობრებთან ერთად მოსულიყვნენ. ფორუმზე მისულთ ხალხი იქ უკვე შეკრებილი დახვდათ. ბრუტუსმა მიმართა მათ და სექსტუსის უღის საქციელთან ერთად დაგმო ლუციუსის სიამაყე და უსამართლობაც. მან მოუწოდა რომაელ ხალხს დაემხოთ მეფის მმართველობა რომში და სამეფო ოჯახი გაეძევებინათ. ლუციუს ტარკვინუსი ამ ამბის შეტყობისთანავე დაიძრა თავისი ჯარითურთ რომისკენ, მაგრამ რომაელებმა კარიბჭე არ გაუღეს. ჯარის იმედი მას აღარ ჰქონდა და ამიტომ ოჯახთან ერთად ერუტრიაში გაიქცა. კონსულობა.
მიუხედავათ იმისა, რომ კოლატინუსის მეფისადმი სიძულვილი ეჭვს არ ჰბადებდა, ხალხს მაინც ეშინოდა რომ იგი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას განიზრახავდა. ელჩებს სხვა, საიდუმლო დავალებაც ჰქონდათ, მათ უნდა დაეზვერათ თუ რა განწყობა იყო ხალხში და დაკავშირებოდნენ ტარკვინიუსების მომხრეებს. საკმაოდ ბევრი წარჩინებული ახალგაზრდა, ტარკვინიუსის ვაჟების მეგობრები, მართლაც ნანობდნენ მეფის გაგდებას და უკმაყოფილონი იყვნენ რესპუბლიკური წყობით, რადგან ადრე მეფის შვილებთან მეგობრობა მათ პრივილეგიას აძლევდა ბევრს რამეში, რესპუბლიკაში კი სხვების თანასწორნი გახდნენ. სწორეთ ასეთ ხალხს დაუკავშირდნენ ელჩები შეთქმულების მოსაწყობად. ანტირესპუბლიკურ შეთქმულებაში ბრუტუსის ცოლის ძმაც და მისი საკუთარი ვაჟებიც აღმოჩნდნენ. იმ ადგილს შემდგომში მარსის ველი ეწოდა. | |
|