15:25 პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში. | |
პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში.
პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორს დაუკავშირდა სომხეთის მეფე ტიგრან II. პონტო-სომხეთის მოკავშირენი იყვნენ იბერია (ქართლი) და ალბანეთი (თანამედროვე აზერბაიჯანი). ქართლის მეფე არტაგმა რომაელთა სარდალს ელჩების პირით მეგობრობა შესთავაზა, პომპეუსმა ზავის დადება აღუთქვა, მაგრამ იმ საბაბით, რომ ქართველები თავდასხმისათვის ემზადებოდნენ, მოლაპარაკების დამთავრებამდე, ძვ. წ. 65 წლის გაზაფხულზე, თავისი ლაშქარი მოულოდნელად ქართლში შემოიყვანა. ქართლის მეფემ დაპირება შეასრულა, მაგრამ პომპეუსი მაინც გადავიდა მტკვარზე. არტაგმა უკან დაიხია, ამალითა და ჯარის ნაწილით არაგვზე გადავიდა და ხიდი აქაც დაწვა. ქართველთა ჯარის მეორე ნაწილმა პარტიზანული ომი გააჩაღა, ტყეში გაიფანტა და მტერს ხეებიდან უშენდა ისარს. ბრძოლაში ქალებიც მონაწილეობდნენ. ბოლოს პომპეუსის ბრძანებით ტყე გაჩეხეს და ცეცხლი წაუკუდეს. ქართველები დამარცხდნენ. არტაგმა ისევ განაახლდა საზავო მოლაპარაკება და რომაელთა სარდალს ძვირფასი ძღვენი (ოქროს ტახტი, ოქროს სარეცელი და ოქროს მაგიდა) მიართვა. არტაგს ეს არ უნდოდა და მოლაპარაკებას აჭიანურებდა, მაგრა, რომცა რომაელები არაგვზეც გადავიდნენ, ქართლის მეფემ პომპეუსს შვილები გაუგზავნა და ზავიც დაიდო. ქართლი რომაელთა „მოკავშირედ და მეგობრად" , ე. ი. ვასალად გამოცხადდა. ბერძენი ისტორიკოსი პლუტარქე ამ ბრძოლას დიდ ბრძოლას უწოდებდა. მისი ცნობით, ბრძოლაში დაიღუპა 9 ათასი ქართველი, 10 ათასზე მეტი კი ტყვედ ჩავარდა. აქ მას დახვდა რომაელთა ფლოტი, რომელსაც დაავალა მითრიდატეს დევნა, თვითონ კი უკან გაბრუნდა. პომპეუსმა კოლხეთის (ეგრისის) მმართველად დანიშნა თავისი კაცი არისტარქე. კოლხეთი რომის პროვინციის - ბითინიისა და პონტოს შემადგენლობაში მოექცა. | |
|