შაბათი, 20.04.2024, 15:55
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 21 » იოზეფ ალბერსი.
15:56
იოზეფ ალბერსი.

"კვადრატის პატივსაცემად", აკრილი ტილოზე, 61x61 სმ, 1965.

იოზეფ ალბერსი (Josef Albers; დ. 19 მარტი, 1888 – გ. 26 მარტი, 1976) — გერმანელი მხატვარი, მათემატიკოსი, მასწავლებელი, რომლის ნამუშევრებმა და მეთოდებმა ევროპასა და აშშ-ში ჩამოაყალიბა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ყოვლისმომცველი სწავლების პროგრამა.

ბიოგრაფია,


დაიბადა ბოტროპში, ვესტფალია (გერმანია). სწავლობდა ბერლინში, ესენში და მიუნხენში, სანამ 1920 წელს ვაიმარში პრესტიჟულ ბაუჰაუზში შევიდოდა. 1922 წელს დაიწყო დიზაინის ფაკულტეტზე დამწყებთა კურსის სწავლება, ხოლო 1925 წელს პროფესორად დააწინაურეს, ამავე წელს ბაუჰაუზი დასაუში გადავიდა.

1933 წელს ნაცისტების ზეწოლით ბაუჰაუზის დახურვის შემდეგ ალბერსი აშშ-ში გადადის და ჩრდ. კაროლინაში ბლეკ მაუნტენ კოლეჯში იწყებს მასწავლებლობას, სადაც ის ხატვის პროგრამას ხელმძღვანელობდა 1949 წლამდე.

აქ მის სტუდენტთა შორის იყვნენ რობერტ რაუშენბერგი, რობერტ მოზერუელი, რეი ჯონსონი და სუზან ვეილი.

1950 წელს ალბერსი იელის უნივერსიტეტში გადადის, სადაც ის დიზაინის ფაკულტეტის ხელმძღვანელი ხდება 1958 წელს პენსიაზე გასვლამდე.

1963 წელს ალბერსმა გამოაქვეყნა "ფერთა ურთიერთქმედება" (Interaction of Color), სადაც წარმოადგინა თეორია, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ ფერებს მართავდა შინაგანი და თვალისამხვევი (deceptive) ლოგიკა.

ალბერსი აგრძელებდა ხატვას და წერას ნიუ-ჰეივენში, კონექტიკუტი, გარდაცვალებამდე (1976).

მიუხედავად იმისარ, რომ ალბერსი დიზაინერი, ფოტოგრაფი, ტიპოგრაფი და პოეტიც იყო, ყველაზე მეტად ის ცნობილია მისი აბსტრაქტული ფერწერული ნამუშევრებით და თეორიებით. მის ნამუშევართა შორის ყველაზე განთქმულია სერია "კვადრატის პატივსაცემად", რომელშიც ასობით ნახატი და ლითოგრაფიაა შესული.

ამ სერიაში, რომელიც მან 1949 წელს დაიწყო, ალბერსი იკვლევდა თაბახზე კონცენტრირებულად განლაგებულ ბრტყელ ფერად კვადრატთან ქრომატულ ზემოქმედებას..

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1028 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები