პარასკევი, 29.03.2024, 12:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 21 » ქართველები.
22:10
ქართველები.

ზემო რიგი (მარცხნიდან)
დავით აღმაშენებელი • თამარ მეფე • პეტრე იბერი • შოთა რუსთაველი • ილია ჭავჭავაძე •
ქვედა რიგი (მარცხნიდან)
აკაკი წერეთელი • ვაჟა-ფშაველა • ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი •სერგო ზაქარიაძე • ლევან აბაშიძე • პაატა ბურჭულაძე •სოფო ხალვაში
საერთო მოსახლეობა

დაახ. 7,8 მილიონი.


ქართველები — ერი, ეთნიკური ჯგუფი (ეთნოსი), კავკასიის აბორიგენი (ავტოქტონური) მოსახლეობა. ეკუთვნიან იბერიულ-კავკასიური მოდგმის (რასის) ხალხთა ჯგუფს. საერთო რაოდენობა: 7,200,000-ზე მეტი. შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის 83,8%-ს (დაახლ. 4,000,000). გარდა ამისა, დაახლ.

1 მლნ. ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, დაახლ. 3,5 მლნ. თურქეთში (ისტორიული ქართული ტერიტორიები: ტაო-კლარჯეთი, არტაანი (დღევანდელი არდაგანი) და ლაზეთი (ლაზისტანი)), დაახლ. 300 ათ. ირანში (ფერეიდუნ შაჰრი, ნეჯაფ აბადი, რაჰშათ აბადი, ორჯი მაჰალე, თავრიზი, თეირანი, შირაზი.

აქ ქართველები გადაასახლეს XVII—XVIII საუკუნეებში), დაახლ. 150 ათ. ავღანეთში (აქ ქართველები ჩაასახლეს ასევე XVII—XVIII საუკუნეებში), 50 ათასზე მეტი აზერბაიჯანში (ისტორიული ქართული ოლქი ჰერეთი, დღევანდელი კახის, ზაქათალას და ბელაქნის რაიონები), დაახლ.

50 ათ. უკრაინაში, 200 ათასამდე აშშ-ში და ევროპის სხვა ქვეყნებში (ძირითადად გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში და ბელგიაში)კანადის ნაციონალური სტატისკის სააგენტოს თანახმად, კანადაში 2190 ქართველია.

ქართველები გარეგნულად ხასიათდებიან, როგორც საშუალოზე მაღლები, სწორი აგებულებით. დასავლეთ საქართველოში ეთნიკური ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი საშუალოზე ღია ფერის თმით (ქერა, მუქი ქერა, ღია წაბლისფერი, იშვიათია თავთუხისფერი-თეთრში გარდამავალი ღია ქერა თმა) და ღია ფერის თვალებით (ცისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი, მწვანე, თაფლისფერი) გამოირჩევა; აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და სამხრეთის ქართველები შედარებით დაბალი სიმაღლით, ბრგე აგებულებით, საშუალოზე მუქი ფერის თმითა (წაბლისფერი, მუქი წაბლისფერი, მოშავო) და საშუალოზე მუქი ფერის თვალებით (მუქი თაფლისფერი, მუქი მწვანე-ჭაობისფერი, ყავისფერი) გამოირჩევიან.

იშვიათია სუფთა შავი ფერის თმა და თვალები.

ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პროვინციების ტაო-კლარჯეთის, შავშეთის, სამხრეთ აჭარის, ერუშეთისა და ჭანეთის არათურქიზებული ქართველობა ღია ფერის თვალებითა და თმით, ასევე მაღალი აღნაგობით გამოირჩევა. ქართველთა უმეტესობა სუბბრაქიკეფალი და ბრაქიკეფალია.

ეთნოგრაფიული ჯგუფები.

აჭარლები, გურულები, იმერლები, მეგრელები, სვანები, ლეჩხუმელები, რაჭველები, ქართლელები, მთიულები, გუდამაყრელები, მოხევეები, ფშავლები, ხევსურები, თუშები, კახელები, ინგილოები, ფერეიდნელები, ლაზები (ჭანები), იმერხეველები, მესხები.


ენა და დამწერლობა
ენა: ქართული მეგრულ–ლაზური სვანური წოვა–თუშური (ბაცბური)
დამწერლობა: ქართული.


ღმსარებლობა

ძირითადად (90 %) მართლმადიდებლები, აგრეთვე კათოლიკეები და მუსლიმანები.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1102 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები